დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №14 |
|
2015 წლის 1 მაისი ქ. დუშეთი |
ა) Cn არის ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი;
ბ) Img არის შესაბამისი დასახელების მაკრომდებარეობის ინდექსი, რომლის სიდიდე ქ. დუშეთისათვის უდრის 0,35;
გ) ItI არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომლის განსაზღვრა ხდება შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს მიერ;
დ) C არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0,24 ლარის ტოლია;
ე) K არის შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს მიერ დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომლის მინიმალური ოდენობა უდრის 20-ს.
2. ქ. დუშეთის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტის რიცხვითი მნიშვნელობა განისაზღვროს 80-ით (K= 80). შესაბამისად, 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასის სიდიდე ლარებში შეადგენს 6,72 (ექვსი მთელი სამოცდათორმეტი მეასედი) ლარს.
3. დ. ჟინვალში და დ. ფასანაურში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. დუშეთისათვის დადგენილი ფასის 50 %-ის ოდენობით, რაც ლარებში 1 კვადრატულ მეტრზე შეადგენს 3,36 (სამი მთელი ოცდათექვსმეტი მეასედი) ლარს.
4.დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. დუშეთისათვის დადგენილი ფასის 30 %-ის ოდენობით, რაც ლარებში 1 კვადრატულ მეტრზე შეადგენს 2,02 (ორი მთელი ორი მეასედი) ლარს.
5. დუშეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. დუშეთისათვის დადგენილი ფასის 25 %-ის ოდენობით, რაც ლარებში 1 კვადრატულ მეტრზე შეადგენს 1, 68 (ერთი მთელი სამოცდარვა მეასედი) ლარს.
6.დუშეთის მუნიციპლიეტეის ტერიტორიაზე, დასახლებათა შორის არეალში გამავალი ,,საქართველოს საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის N287 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. დუშეთისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50 %-ით, რაც ლარებში 1 კვადრატულ მეტრზე შეადგენს 3,36 (სამი მთელი ოცდათექვსმეტი მეასედი) ლარს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ გამოიყენება წინამდებარე დადგენილების მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი ფასები.
7. დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული, ,,საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთოსათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 ნოემბრის N968 ბრძანებულებით განსაზღვრული სარეკრეაციო ტერიტორიებისათვის მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. დუშეთისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის ორმაგი ოდენობით, რაც ლარებში 1 კვადრატულ მეტრზე შეადგენს 13, 44 (ცამეტი მთელი ორმოცდაოთხი მეასედი) ლარს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ გამოიყენება წინამდებარე დადგენილების მე-3, მე-6 პუნქტებით დადგენილი ფასები.
|