„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №17 |
|
2015 წლის 1 მაისი ქ.ზუგდიდი |
1. დებულების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 7. სამსახურის იურიდიული განყოფილების ფუნქციები
სამსახურის იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, თანამდებობის პირებისა და მოქალაქეების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;
ბ) გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან;
გ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში;
დ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
ე) მოქალაქეთა კონსულტირებასა და მომსახურებას ორსანტიის ადმინისტრაციულ ერთეულში.
ვ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სერვისებზე განცხადების მიღებასა და დოკუმენტების გაცემას ორსანტიის ადმინისტრაციულ ერთეულში
ზ) სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ფუნქციაში შემავალი ყველა სერვისის მომსახურებას ორსანტიის ადმინისტრაციულ ერთეულში.
თ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სერვისებზე განცხადების მიღებასა და დოკუმენტების გაცემას ორსანტიის ადმინისტრაციულ ერთეულში;
ი) სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს სერვისებზე განცხადების მიღებასა და დოკუმენტების გაცემს ორსანტიის ადმინისტრაციულ ერთეულში;
კ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;“
|