აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საქმისწარმოების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტისათვის (საიდუმლო საქმისწარმოების საკითხებში) დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.04.2015
ძალის დაკარგვა 25.03.2016
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 010320040.32.057.016200
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/05/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📜 ცვლილებების ისტორია (1)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საქმისწარმოების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტისათვის (საიდუმლო საქმისწარმოების საკითხებში) დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება
№9
2015 წლის 30 აპრილი
ქ. ბათუმი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის
საქმისწარმოების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტისათვის
(საიდუმლო საქმისწარმოების საკითხებში) დამატებითი
საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო
თემატიკის დამტკიცების შესახებ
1.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საქმისწარმოების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტისთვის (საიდუმლო საქმისწარმოების საკითხებში) დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა, თანახმად დანართისა.
2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე
დანართი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საქმისწარმოების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტისათვის (საიდუმლო საქმისწარმოების საკითხებში) დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა
1.
დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება (ბაკალავრი);
ბ) საიდუმლო საქმისწარმოების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
2.
დამატებითი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ე) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულება;
ზ) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ზოგიერთი ნორმატიული აქტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №305 დადგენილება;
თ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი;
ი) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2008 წლის 26 აგვისტოს №33 დადგენილება;
კ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილება.