თერჯოლის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) პროექტის შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 04.05.2015
გამომცემი ორგანო თერჯოლის მუნიციპალიტეტი
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.126.016151
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/05/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.05.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ ჩუბინიძე | თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) პროექტის შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) პროექტის შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) პროექტის შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) პროექტის შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) პროექტის შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №17
2015 წლის 4 მაისი
ქ. თერჯოლა
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) პროექტის შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-8 მუხლის შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) პროექტის შესარჩევი კონკურსის თანდართული დებულება (დანართი №1).
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს გერბის თანდართული ნიმუში (დანართი №2).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეავთანდილ ჩუბინიძე
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) პროექტის შესარჩევი კონკურსის დებულება
მუხლი 1🔗.
კონკურსის მიზანი
კონკურსის მიზანია თერჯოლის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის – გერბის და დროშის საუკეთესო პროექტების შერჩევა და გამარჯვებული პროექტის გამოვლენა.
მუხლი 2🔗.
ზოგადი კრიტერიუმები
1. კონკურსს აწყობს თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს გარდა საკონკურსო კომისიის წევრებისა, დროებითი სამუშაო ჯგუფის წევრისა და სამუშაო ჯგუფში მოწვეული სპეციალისტებისა.
3. კონკურსი ტარდება ერთ ტურად. კონკურსის სამუშაო ენაა ქართული.
4. კონკურსი ჩატარებულად ჩაითვლება არანაკლებ სამი ავტორის მონაწილეობის შემთხვევაში. ერთ ავტორს აქვს ერთი პროექტის წარმოდგენის უფლება.
5. გერბისა და დროშის პროექტები შექმნილი უნდა იყოს ჰერალდიკის კანონების გათვალისწინებით და შეძლებისდაგვარად ითვალისწინებდეს შემდეგ პრინციპებს:
ა) ჰერალდიკური მემკვიდრეობითობა;
ბ) ტერიტორიის ისტორიული მემკვიდრეობა;
გ) ტერიტორიის გეოგრაფიული მდებარეობა;
დ) ადმინისტრაციული ერთეულის მახასიათებელი ისტორიული ან მითოლოგიური ნიშანი (სიმბოლო).
6. კონკურსთან დაკავშირებულ ინფორმაციის გაცემაზე უფლებამოსილია შესაბამისი საკონკურსო კომისია.
მუხლი 3🔗.
საკონკურსო კომისია
1. კონკურსს ატარებს კომისია, რომელსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით ქმნის მუნიციპალიტეტის საკრებულო. კომისიის წევრთა სავარაუდო შემადგენლობას საკრებულოს წარუდგენს იურიდიულ საკითხთა კომისია. საკრებულო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს კომისიის შემადგენლობას. კომისია თავისი შემადგენლობიდან კომისიის უფლებამოსილების ვადით სიიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს კომისიის თავჯდომარეს.
2. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ შვიდი წევრით (თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენელი და არანაკლებ 3 (სამი) შესაბამისი დარგის მოწვეული სპეციალისტი).
3. კომისიას შეუძლია შექმნას დროებითი სამუშაო ჯგუფი.
4. კომისიის თავმჯდომარის მიერ საქართველოს კანონმდებლობით და საკრებულოს რეგლამენტით დდგენილი წესით კომისიაში სამუშაოდ დროებით ან კომისიის უფლებამოსილების ვადით, შეიძლება მოწვეულნი იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები, ანაზღაურებით ან ანაზღაურების გარეშე.
5. კომისიის თავმჯდომარე უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტითა და ამ დებულებით დადგენილი წესების დაცვას.
6. საკონკურსო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კონკურსს ან/და სხდომას სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება დაესწრონ დროებით სამუშაო ჯგუფის წევრები.
7. კომისიის თავმჯდომარის და კომისიის წევრთა უფლებამოსილებანი განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტის გათვალისწინებით და კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი ნორმებით.
8. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა. კომისიის წევრი თავის გადაწყვეტილებას აფიქსირებს ერთ-ერთი ფორმით ,,მომხრე“ ან/და ,,წინააღმდეგი“. კონკურსში წარმოდგენილი ნამუშევრების შერჩევისას თუ ვერცერთი პროექტი ვერ დააგროვებს ხმების საკმარის რაოდენობას, ამ შემთხვევაში ხელახლა ეყრება კენჭი იმ პროექტებს, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
9. კომისიის სხდომა საჯაროა. კომისიის სხდომის დამსწრეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით კომისიის სხდომა შესაძლებელია გამოცხადდეს დახურულად.
10. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე წევრები. განსხვავებული აზრი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაერთვება ოქმს.
11. კონკურსის შედეგების მიხედვით კომისია აცხადებს გამარჯვებული ესკიზის პროექტს ან გამოაქვს გადაწყვეტილება ხელახალი კონკურსის გამოცხადების შესახებ.
12. კონკურსის მონაწილეებს 5 სამუშაო დღის ვადაში წერილობით ეცნობება კომისიის მიერ მათ მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ.
13. გამოცხადებული კონკურსი ჩაითვლება ჩაშლილად, თუ კომისიამ ვერ გამოავლინა გამარჯვებული ესკიზის პროექტი.
მუხლი 4🔗.
კონკურსის გამოცხადება
1. კონკურსს აცხადებს საკრებულო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით.
2. განცხადება კონკურსის შესახებ ქვეყნდება ინფორმაციის მასობრივი საშუალებებით.
3. განცხადება კონკურსის შესახებ უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) ესკიზის პროექტისათვის წაყენებული ძირითადი ჰერალდიკური მოთხოვნები (ესკიზი, შესაბამისი ბლაზონი);
ბ) გამარჯვებული პროექტის ჯილდოს ოდენობა;
გ) წარდგენის ვადა;
დ) საკონკურსო კომისიის მისამართი.
4. კონკურსის პროცედურის დაწყება შესაძლებელია არა უადრეს სამი კვირისა, კონკურსის შესახებ შეტყობინების გამოქვეყნების დღიდან.
მუხლი 5🔗.
კონკურსის პირობები
1. გერბისა და დროშის პროექტების შესრულება დასაშვებია ნებისმიერი სახვითი საშუალებით და კომპიუტერული გრაფიკის გამოყენებით.
2. საკონკურსო პროექტს კონკურსანტი წარმოადგენს კონვერტით, რომელსაც უნდა ეწეროს კომისიის დასახელება და მისამართი. კონვერტში მოთავსებული თითოეული პროექტი წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ზომის ფორმატზე ზედა მარჯვენა კუთხეში ავტორის დევიზის (კოდის) მითითებით და უნდა ერთოდეს მოკლე შინაარსობრივი აღწერა-დასაბუთება.
3. წარმოდგენილ კონვერტში უნდა იდოს მცირე ზომის დალუქული კონვერტი, რომელზეც ზემოდან აღნიშნული იქნება ავტორის დევიზი (კოდი), მასში მოთავსდება ინფორმაცია ავტორის ვინაობის, მისამართისა და სხვა საკონტაქტო მონაცემების შესახებ.
4. კონკურსში მონაწილეობა დასტურდება კომისიის მიერ გერბისა და დროშის დალუქული კონვერტის მიღებით, რაც ამავდროულად ნიშნავს, რომ კონკურსის ზემოთ ჩამოთვლილი პირობები მისაღებია კონკურსანტისათვის.
5. დამატებითი მოთხოვნები (ნიმუში დანართი №2):
ა) გერბი გამოსახული უნდა იყოს ჰერალდიკურ (ფრანგულ) ფარზე;
ბ) გერბის ფარის ზემოდან უნდა მოთავსდეს ტერიტორიული ერთეულის გამომსახველი ვერცხლის სამ-კოშკიანი, ქონგურებიანი გვირგვინი;
გ) დევიზის ბაფთაზე უნდა გამოისახოს წარწერა „თერჯოლა“.
მუხლი 6🔗.
კონკურსის შედეგების დამტკიცება
1. თერჯოლის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის პროექტი შესათანხმებლად წარედგინება საქართველოს პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს.
2. თერჯოლის მუნიციპალიტეტის სიმბოლოებს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თანხმობით ადგენს თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო;
3. თერჯოლის მუნიციპალიტეტის სიმბოლოები ექვემდებარება სახელმწიფო რეგისტრაციას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
მუხლი 7🔗.
გამარჯვებული პროექტისათვის დაწესებული პრემია
კონკურსში გამარჯვებული პროექტის ავტორისათვის დაწესებულია პრემია 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
მუხლი 8🔗.
კონკურსის მონაწილეთა საავტორო უფლებები
1. გამარჯვებული პროექტი გადადის თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში საავტორო უფლებების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, ხოლო ყველა სხვა პროექტი მოთხოვნისთანავე უბრუნდება ავტორს.
2. კონკურსის შედეგები გამოცხადდება საინფორმაციო საშუალებებით.
დანართი 2
.