„მარნეულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№18
სარეგისტრაციო კოდი
370020000.35.159.016197
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/05/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2015 წლის 4 მაისი

ქ. მარნეული

 

   საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მეოთხე პუნქტის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „მარნეულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 მარტის №11 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge), 10/03/2015, 370020000.35.159.016190) და დანართი №1-ის მუხლი 1-ის მეოთხე და მეხუთე პუნტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
4. „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში(თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასის 125%-ით, რომელიც შეადგენს 24,96 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-3 პუნქტით დადგენილი ფასი.
5. „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში(თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასის 50%-ით, რომელიც შეადგენს 9,984 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-3 პუნქტით დადგენილი ფასი.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენაბი აბდულაევი