ხაშურის და დაბა სურამის ტერიტორიაზე არსებულ ქუჩებში, სკვერებში, ბულვარში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში, საერთო სარგებლობის ეზოებში (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობის გარეშე), საერთაშორისო მნიშვნელობის გზების ორივე გვერდულის გასწვრივ, გამწვანების - ზოლში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ყოლის აკრძალვის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 04.05.2015
გამომცემი ორგანო ხაშურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.143.016326
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/05/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.05.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა შუბითიძე | ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქალაქ ამბროლაურის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ დ. თიანეთის და დაბა სიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიებზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ძოვებისა და ხეტიალის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებსა და საავტომობილო გზების გასწვრივ წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის აკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების დამტკიცების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის/ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოების მიერ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილებისა და კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ხაშურის და დაბა სურამის ტერიტორიაზე არსებულ ქუჩებში, სკვერებში, ბულვარში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში, საერთო სარგებლობის ეზოებში (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობის გარეშე), საერთაშორისო მნიშვნელობის გზების ორივე გვერდულის გასწვრივ, გამწვანების - ზოლში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ყოლის აკრძალვის წესის დამტკიცების შესახებ
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №17
2015 წლის 4 მაისი
ხაშური
ხაშურის და დაბა სურამის ტერიტორიაზე არსებულ ქუჩებში, სკვერებში, ბულვარში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში, საერთო სარგებლობის ეზოებში (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობის გარეშე), საერთაშორისო მნიშვნელობის გზების ორივე გვერდულის გასწვრივ, გამწვანების - ზოლში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ყოლის აკრძალვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის და საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 239-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ხაშურის და დაბა სურამის ტერიტორიაზე არსებულ ქუჩებში, სკვერებში, ბულვარში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში, საერთო სარგებლობის ეზოებში (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობის გარეშე), საერთაშორისო მნიშვნელობის გზების ორივე გვერდულის გასწვრივ, გამწვანების - ზოლში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ყოლის აკრძალვის წესი (დანართი №1 თან ერთვის 4 ფურცლად) და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (დანართი N2 თან ერთვის 1 ფურცლად);
მუხლი 2🔗
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148 -ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირება დაევალოს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურს და ხაშურის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირს ააიპ ,,სავანე“-ს (საიდენტიფიკაციო კოდი 443856944).
მუხლი 3🔗
დადგენილება ეცნობოს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურს და ხაშურის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირს ააიპ ,,სავანე“-ს.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა შუბითიძე
დანართი №1
ხაშურის და დაბა სურამის ტერიტორიაზე არსებულ ქუჩებში, სკვერებში, ბულვარში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში, საერთო სარგებლობის ეზოებში (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობის გარეშე), საერთაშორისო მნიშვნელობის გზების ორივე გვერდულის გასწვრივ, გამწვანების ზოლში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ყოლის აკრძალვის წესი
მუხლი 1🔗
დაევალოს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურს განახორციელოს საინფორმაციო უზრუნველყოფა (ტელევიზია, გაზეთი და სხვა მედია საშუალებებით) მიზნით, ხაშურის და დაბა სურამის ადმინისტრაციულ საზღვრებში აიკრძალოს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ: ქუჩებში, სკვერებში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში, საერთო სარგებლობის ეზოებში (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობის გარეშე), საერთაშორისო მნიშვნელობის გზების ორივე გვერდულის გასწვრივ, გამწვანების ზოლში მეთვალყურეობის ქვეშ ან/და მეთვალყურეობის გარეშე ყოლა. (გარდა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის ტექნიკური რეგლამენტის - „სეზონურ საძოვრებზე ცხოველთა გადარეკვის ვეტერინარულ-სანიტარიული წესის“ დამტკიცების შესახებ“ N422 დადგენილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა).
მუხლი 2🔗
ეს წესი აწესრიგებს ხაშურის და დაბა სურამის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე ქუჩებში, სკვერებში, ბულვარში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში, საერთო სარგებლობის ეზოებში (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობის გარეშე), საერთაშორისო მნიშვნელობის გზების გვერდულის გასწვრივ, გამწვანების ზოლში (მეთვალყურეობის ქვეშ ან/და მეთვალყურეობის გარეშე) დაჭერილი და სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ჯარიმის გადახდის ოდენობასა და წესს, ასევე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.
მუხლი 3🔗
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პატრონიანი ცხოველი - ცხოველი, რომელსაც ჰყავს მეპატრონე და კონკრეტული მომენტისთვის იმყოფება მეპატრონის, ან მეპატრონის მიერ უფლებამოსილი პირის კონტროლქვეშ; (ხელშეკრულებით ან/და წერილობითი მინდობილობით სამეთვალყურეოდ გადაცემული ცხოველის დაკარგვის ან/ და მესამე პირის მიმართ ზიანის წარმოშობის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება მეთვალყურე პირს).
ბ) უმეთვალყურეო ცხოველი - ცხოველი, რომელზეც დროის კონკრეტულ მონაკვეთში არ ხორციელდება მეთვალყურეობა და რომელსაც ცხოველთა სადგომში (სპეციალურად გამოყოფილი ადგილი) გადაყვანიდან წესით განსაზღვრულ ვადაში დაუდგინდება მეპატრონე;
გ) ცხოველის მესაკუთრე (მეპატრონე) - პირი, რომელსაც საკუთრებაში ან მფლობელობაში ჰყავს ცხოველი და რომელიც უზრუნველყოფს ცხოველის წინამდებარე წესით დადგენილ მოვლა-პატრონობას;
დ) ცხოველის მოვლა-პატრონობა - ცხოველის კვება, ცხოველისთვის აუცილებელი საარსებო პირობების შექმნა, საცხოვრებელი ფართის გამოყოფა შესაბამისი სანიტარულ-ჰიგიენური პირობებით. ვეტერინარული ზადამხედველობა და მომსახურება - დაავადების პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა, ცოფის და სხვა დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ვეტერინარული მკურნალობა;
ე) ვეტერინარული სამედიცინო მომსახურება - ცხოველთა სნეულებების პროფილაქტიკა და მათი მკურნალობა;
ვ) ცხოველთა სადგომი - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი სპეციალურად გამოყოფილი ადგილი, რომელშიც შესაძლებელია ცხოველთა გარკვეული რაოდენობის მოთავსება მათი სამართლებრივი, ვეტერინარული მდგომარეობის დადგენისა და შემდგომი პროცედურების განხორციელების მიზნით;
მუხლი 4🔗
მოხეტიალე ან/და მეთვალყურეობის გარეშე მყოფი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი ექვემდებარება დაუყოვნებლივ იზოლაციას.
მუხლი 5🔗
წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის დაჭერის შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ ხდება ფაქტის დადასტურება ფოტო ან ვიდეომასალით. უმეთვალყურეოდ მიტოვებული წვრილფეხა ან მსხვილფეხა პირუტყვის დაჭერის ადგილზე ან/და სპეციალურ სადგომზე გადაყვანის, მესაკუთრის დადგენის შემდეგ, ცხოველთა სადგომისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე მოხდება ოქმის შედგენა. მესაკუთეს ადგილზე განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უფლებები და მოვალეობები.
მუხლი 6🔗
უმეთვალყურეოდ გაშვებული ცხოველის დაჭერის შემთხვევაში ხაშურის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს ინფორმაციას (ტელევიზია, გაზეთი და სხვა მედია საშუალებებით) აღნიშნულის შესახებ იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს ინფორმაციის საზოგადოების ფართო ფენებისადმი მისაწვდომობა. გავრცელებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს მონაცემებს დაკავებული პირუტყვის შესახებ.
მუხლი 7🔗
ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ააიპ ,,სავანე“ ვალდებულია:
ა) სათანადო დონეზე განახორციელოს იზოლირებული ცხოველის მოვლა-პატრონობა, შენახვა, დაცვა, კვება და დარწყულება;
ბ) არ განახორციელოს იზოლირებული შინაური ცხოველის მიმართ არაჰუმანური და კანონსაწინაღმდეგო ქმედებანი.
გ) აწარმოოს ცხოველთა მონაცემების ბაზა; ( როდის დააკავა? სად? ვინ წაიყვანა? როდის?)
დ) შინაური ცხოველის სადგომზე მიყვანისთანავე შინაურ ცხოველს ჩაუტაროს შესაბამისი ვეტერინარული შემოწმება შესაბამისი ექიმ-ვეტერინარის წერილობითი დასკვნით, რის საფუძველზეც დგინდება არის თუ არა იზოლირებული შინაური ცხოველი რაიმე დაავადების მატარებელი და ქმნის თუ არა გადამდები დაავადებების გავრცელების საშიშროებას. ვეტერინარული შემოწმება უნდა ჩაუტარდეს ასევე იზოლირებული შინაური ცხოველის მეპატრონისათვის დაბრუნების დროს.
მუხლი 8🔗
იმ შემთხვევაში, თუ იზოლირებული შინაური ცხოველი (პირუტყვი) ექიმ-ვეტერინარის მიერ ჩატარებული შემოწმების და მისი დასკვნის საფუძველზე აღმოჩნდება დაავადებული და ქმნის გადამდები დაავადებების/სნეულებების გავრცელების საშიშროებას, მაშინ იგი შესაბამისი სანიტარიული ნორმების (წესების) დაცვით ექვემდებარება განადგურებას.
მუხლი 9🔗
ხაშურის და დაბა სურამის ქუჩებში, ბაღში, პარკში, სკვერში, ბულვარში, გაზონში, საერთო სარგებლობის ეზოებში (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობის გარეშე), საერთაშორისო მნიშვნელობის გზების ორივე გვერდულის გასწვრივ, გამწვანების ზოლში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის შემთხვევაში, წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე დაჯარიმდება კანონით დადგენილი წესით 20 ლარის ოდენობით (პირუტყვის სულადობის რაოდენობის მიუხედავად), ხოლო 6 თვის განმავლობაში განმეორებით ჩადენილი ქმედებისათვის - 50 ლარის ოდენობით.
მუხლი 10🔗
თუ წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი იმყოფება მეთვალყურეობის გარეშე ან/და მეთვალყურეობის ქვეშ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის, რომელშიც მითითებული იქნება სამართალდარღვევის არსი და მისი ჩადენის ადგილი, შედგენაზე უფლებამოსილი პირი, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური, უზრუნველყოფს შეტყობინებას ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ააიპ ,,სავანე“-სათვის, რომლის თანამშრომლები ახდენენ პირუტყვის გადაყვანას სპეციალურ ადგილზე და მე-10 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების დადგომამდე განახორციელებენ მის მოვლა-პატრონობას წესის მე-7 მუხლის შესაბამისად.
მუხლი 11🔗
ჯარიმის, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ პირუტყვი დაუბრუნდება მესაკუთრეს. დადგენილ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, დაკისრებული ჯარიმისა და პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების უზრუნველსაყოფად განხორციელდება პირუტყვის რეალიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 12🔗
წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია დაკისრებული ჯარიმა გადაიხადოს 30 დღის ვადაში აქტში მითითებული რეკვიზიტების გათვალისწინებით. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაკისრებული ჯარიმის, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება პირუტყვის რეალიზება კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 13🔗
იმ შემთხვევაში, როცა პირუტყვის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა აღემატება დაკისრებული ჯარიმის, სპეციალურ სადგომზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯებს, ზედმეტი თანხა უბრუნდება პირუტყვის მესაკუთრეს.
მუხლი 14🔗
პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში მიაკითხოს ხაშურის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურს და წარუდგინოს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და განცხადება (მოწმეების ჩვენებით) მსხვილფეხა ან წვრილფეხა ცხოველის მესაკუთრეობის შესახებ, ჯარიმის, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რის შემდეგაც, სათანადო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, მესაკუთრეს დაუბრუნდება პირუტყვი.
მუხლი 15🔗
ხაშურის და დაბა სურამის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე დაჭერილი და სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოველდღიური შენახვისათვის საჭირო ხარჯები 1 სულ პირუტყვზე შეადგენს 10 ლარს.
მუხლი 16🔗
ჯარიმა და მომსახურების საფასური მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში.
მუხლი 17🔗
იმ შემთხვევაში, თუ იზოლირებული პირუტყვი დაიღუპა მის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციის ბრალეულობით, მესაკუთრისადმი მიყენებულ ზარალს მთლიანად ანაზღაურებს წინამდებარე წესის აღსრულებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაცია.
დანართი N2
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ოქმი N0000000
-----------------------------------
(ოქმის შედგენის ადგილი)
___ __________________ 20___ წ. _______ _________ სთ
(ოქმის შედგენის თარიღი და დრო)
ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ______________________________________________
(ოქმის შემდგენლის სამსახურის დასახელება, თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი)
მონაცემები დამრღვევის შესახებ ____________________________________________________
(მონაცემები სამართალდამრღვევი ფიზიკური პირის შესახებ: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილი ან
___________________________________________________________________________________________________
მონაცემები სამართალდამრღვევი იურიდიული პირის შესახებ: იურიდიული პირის სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, იურიდიული მისამართი, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მონაცემები)
ინფორმაცია ადმ. სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ (ადგილი, დრო, არსი)
______________________________________________________________________________
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
___________________________________________________________________________________________________
(მუხლი ან მუხლის ნაწილი, პუნქტი, ქვეპუნქტი)
მოწმე (თუ არის): 1. _______________________________________________________ /__________________________/
2. ________________________________________________________ /__________________________/
(სახელი, გვარი, მამის სახელი, საცხ. ადგილის მისამართი, პირადი N) /ხელმოწერა/
დაზარალებული (თუ არის): 1. __________________________________________ / __________________________/
2.__________________________________________ / __________________________/
(სახელი, გვარი, მამის სახელი, საცხ.ადგილის მისამართი, პირადი N) /ხელმოწერა/
დამრღვევის ახსნა-განმარტება
____________________________________________________________________________________________
საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები _____________________________________________
გავეცანი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252–ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს:
„ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი, საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევაში როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.“
შენიშვნები ოქმის შინაარსთან დაკავშირებით
შენიშვნის შინაარსი: _____________________________________________________________________________________
____________________________________________________________________________________
სამართალდამრღვევი:_______________________________________________________ /________________________/
(ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა ) (თარიღი)
ოქმის შემდგენელი:_________________________________________________________ /________________________/
(სახელი და გვარი) (ხელმოწერა, თარიღი )