1
1. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრი არის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) შესახებ მონაცემთა სისტემური ერთობლიობა.
12. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის ფორმა და წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
2. პარტიის დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინება შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება პარტიის რეგისტრაციის შესახებ, პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების) ხელმოწერით (ხელმოწერებით);
ბ) ნოტარიუსის მიერ დამოწმებული პარტიის დამფუძნებელი ყრილობის ოქმი;
გ) პარტიის არანაკლებ 1000 წევრის სია
, სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პირადობის მოწმობის ნომერის, სამუშაო ადგილის, საცხოვრებელი ადგილის მისამართისა და ტელეფონის მითითებითა და მათი ხელმოწერებით;
(ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის სიტყვები „პარტიის არანაკლებ 1000 წევრის სია“) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება №3/2/1277 – ვებგვერდი, 29.04.2022წ.
დ) პარტიის წესდება;
ე) ცნობა პარტიის იურიდიული მისამართისა და ტელეფონის შესახებ;
ვ) პარტიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ხელმოწერის (ხელმოწერების) ნოტარიულად დამოწმებული ნიმუშები;
ზ) ესკიზები პარტიის ბეჭდის, ემბლემისა და სხვა სიმბოლიკის გამოსახულებით, თუ ასეთები გამოიყენება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაციისთვის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინება იმავე პუნქტის შესაბამისი ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი (დოკუმენტები), რომელშიც (რომლებშიც) ასახულია განახლებული ინფორმაცია შესაბამის ფაქტთან დაკავშირებით.
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის ორგანული კანონი №6116 - ვებგვერდი, 29.05.2012წ.
საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის ორგანული კანონი №5037 - ვებგვერდი, 13.05.2016წ.
საქართველოს 2016 წლის 27
მაისის ორგანული კანონი
№5143
- ვებგვერდი, 04.06.2016წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება №3/2/1277 – ვებგვერდი, 29.04.2022