გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 20.12.2018
საქმის ნომერი
330310018002271740
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
20.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/459-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

20 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ხატია არდაზიშვილი

სხდომის მდივანი ეკა დარჩიაშვილი

 

მოსარჩელე - გ------------–------ი, დ-----------ე

წარმომადგენელი - ქ-----------------–---–-

 

მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - ლ---------–--ე

 

მესმე პირი - მ-----–-----------–----------------------------------------------------–------------ა

წარმომადგენელი - გ-------–---------ა

 

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 03 იანვრის №2--- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

1.2. დაევალოს მოპასუხეს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ------------–------ისა და დ-----------ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და წარმოდგენილ წერილობით შესაგებელში მიუთითა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

 

3. მესამე პირების პოზიცია

3.1. მესამე პირი - მ-----–-----------–----------------------------------------------------–------------ის წარმომადგენელი - გ-------–---------ა არ დაეთანხმა სარჩელს.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

4.1. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

4.1.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2008 წლის 19 მარტის N-- ბრძანებით რეგისტრირებული იქნა მ-----–-----------–-----------------------------------------------------–------------ა” და გაიცა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციის მოწმობა №--------------------–----------------------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციის მოწმობა - ს/ფ 265

 

4.1.2. 2014 წლის 06 მაისს მ-----–-----------–-----------------------------------------------------–------------ის” რიგგარეშე ყრილობაზე, რომლის დღის წესრიგს წარმოადგენდა - თავმჯდომარის არჩევა, მთავარი კომიტეტის წევრების არჩევა, გენერალური მდივნის არჩევა, სარევიზიო კომისიის არჩევა, იურიდიული მისამართის შეცვლა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ”ქ--------------------------–------------ის” თავმჯდომარედ ნ----------------ის არჩევის, პარტიის გენერალური მდივნის, მთავარი კომიტეტის და სარევიზიო კომისიის შემადგენლობაში ცვლილებების განხორციელების და პარტიის იურიდიული მისამართის შეცვლის თაობაზე.

 

2014 წლის 07 აგვისტოს რიგგარეშე ყრილობაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებული იქნა ცვლილება, რომლის შესაბამისად, გაერთიანების სახელწოდება ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით - მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ”გ--------------–------------------–------------ა.” 2014 წლის 08 აგვისტოს კი დამოწმებული იქნა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ”გ--------------–------------------–------------ის” წესდება.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 06 ივნისის №------ გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა პარტიის წესდებაში, შეიცვალა პარტიის იურიდიული მისამართი. ასევე შეიცვალა პარტიის თავმჯდომარე და გენერალური მდივანი. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო მ-----–-----------–-----------------------------------------------------–------------ის” 2014 წლის 06 მაისის რიგგარეშე ყრილობის ოქმი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 06 აგვისტოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი მ-----–-----------–-----------------------------------------------------–------------ის” 2014 წლის 06 მაისის №- ყრილობის ოქმი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 10 თებერვლის განჩინებით ნ----------------ისა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ”გ--------------–------------------–------------ის” სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 06 აგვისტოს გადაწყვეტილება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 08 ივნისის განჩინებით, ასევე უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 10 თებერვლის განჩინება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 06 აგვისტოს №2/2-----14 გადაწყვეტილება - ს/ფ 101-107.

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 10 თებერვლის №2ბ/4----15 განჩინება - ს/ფ 82-93.

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 08 ივნისის №ა-------------- განჩინება - ს/ფ 74.

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 11 სექტემბრის NP------------ გადაწყვეტილება - ს/ფ 109-112

 

4.1.3. 2017 წლის 06 ივლისს ვ---------------ამ და ნ--------–-–---–მა განცხადებებით მიმართეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მოითხოვეს 2014 წლის 06 მაისის ყრილობის №- ოქმის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტის, შემდეგ მისი თანამდევი ყველა სამართლებრივი აქტისა და ქმედების ბათილად ცნობა და რეგისტრაციამდელი მდგომარეობის აღდგენა.

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 11 სექტემბრის N P------------ გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ვ---------------ასა და ნ--------–-–---–ის 2017 წლის 6 ივლისის №34------7 და 11 სექტემბრის №43------7 განცხადებები. ძალადაკარგულად გამოცხადდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქ--------------------------–------------ის“ ცვლილების რეგისტრაციის თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 06 ივნისის №------ გადაწყვეტილება და შესაბამისი ცვლილება შევიდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (პარტიების) რეესტრში. დაინტერესებულ პირებს უარი ეთქვათ 2014 წლის 06 მაისის ყრილობის №- ოქმის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტის თანამდევი ყველა სამართლებრივი აქტისა და ქმედების ბათილად ცნობისა და რეგისტრაციამდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნის ნაწილში.

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 დეკემბრის N5----- გადაწყვეტილებით ვ---------------ასა და ნ--------–-–---–ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 11 სექტემბრის N P------------ გადაწყვეტილება - ს/ფ 109-112

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 დეკემბრის N5----- გადაწყვეტილება - ს/ფ 269-273.

 

4.1.4. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „გ--------------–------------------–------------ის“ 2017 წლის 17 სექტემბრის რიგგარეშე ყრილობის ოქმის მიხედვით, ხმის დამთვლელი კომისიის დასკვნის საფუძველზე ყრილობაზე დასწრებისათვის პარტიის 1000 წევრიდან, რეგისტრაცია გაიარა 536 წევრმა და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ყრილობა უფლებამოსილი იყო დაეწყო მუშაობა. აღნიშნული ოქმის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პარტიის წესდებაში ცვლილებების შეტანის, პარტიის თავმჯდომარის, მთავარი კომიტეტის, სარევიზიო კომისიის არჩევისა და სარეორგანიზაციო საკითხების თაობაზე. პარტიის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა გ-------–---------ა, კომიტეტის წევრებად არჩეულ იქნენ გ-------–---------ა, კ-------------ი, ვ---------------ა, ბ------–---------–---ი, ლ-–----------ე და ბ----------ე, ხოლო სარევიზიო კომისიის წევრებად - ნ-----–-----ე, ნ--------–-–---–ი და ნ-------------–---–ი. წესდების თანახმად, შეიცვალა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების სახელწოდება და განისაზღვრა „ქ--------------------------–------------ა“.

 

ყრილობის ოქმში, ნოტარიუსის მიერ მითითებულია, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „გ--------------–------------------–------------ის“ ყრილობა იყო გადაწყვეტილებაუნარიანი და მას ესწრებოდა ნოტარიუსი ნ-----------–---ი.

 

2017 წლის 27 სექტემბერს გ-------–---------ამ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (პარტიის) რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაცია მოითხოვა - შესაცვლელი რეკვიზიტები - წესდების ცვლილება, ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის ცვლილება, ტელეფონის ცვლილება.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 01 ნოემბერს მიღებული იქნა №P------------ გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და რეგისტრაციის შესახებ. ასევე შეიცვალა დროშა და ბლანკი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „გ--------------–------------------–------------ის“ 2017 წლის 17 სექტემბრის რიგგარეშე ყრილობის ოქმი - ს/ფ 179-184

- გ-------–---------ას 2017 წლის 27 სექტემბრის განცხადება - თანდართული მასალებით - ს/ფ 114-197.

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 01 ნოემბრის №P------------ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება - ს/ფ 264.

 

4.1.5. 2017 წლის 11 აგვისტოს გ------------–------ისა და ქ-----------------–---–-ს მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი იქნა განცხადება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქ--------------------------–------------ის“ ცვლილებების რეგისტრაციის თაობაზე.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 11 სექტემბრის NP1--------- გადაწყვეტილებით უარი ეთქვათ გ------------–------ს და ქეთევან ზაქარეიშვილს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ქ--------------------------–------------ის“ ცვლილებების რეგისტრაციაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 11 სექტემბრის NP1--------- გადაწყვეტილება - ს/ფ 266-268.

- მხარეთა ახსნა-განმარტებები - იხ. სხდომის ოქმი.

 

4.1.6. გ------------–------ისა და დ-----------ის წარმომადგენლმა მ-----------–---–მა 2017 წლის 30 ნოემბერს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიერ 2017 წლის 01 ნოემბერს მიღებული №P------------ და 2017 წლის 11 სექტემბერს მიღებული №P------------ გადაწყვეტილებები.

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 03 იანვრის N2--- გადაწყვეტილებით გ------------–------ისა და დ-----------ის წარმომადგენლის მ-----------–---–ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ადმინისტრაციული საჩივარი - ს/ფ 275-290.

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 03 იანვრის N2--- გადაწყვეტილება - ს/ფ 291-297.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ------------–------ისა და დ-----------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ”საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია).

 

7. სამართლებრივი შეფასება

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ - სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიულ - ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ, სადავო ურთიერთობის ერთ - ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სადავოდ არის ქცეული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 03 იანვრის №2--- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (მიუხედავად სასამართლოს მითითებისა, მოსარჩელეთა მიერ არ ყოფილა დაზუსტებული მოთხოვნა იმდაგვარად, რომ მოეთხოვათ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2017 წლის 01 ნოემბრის №P------------ და 2017 წლის 11 სექტემბრის №P------------ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, იხ.: 2018 წლის 15 მარტის სხდომის ოქმი).

 

სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

7.2. ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის თანახმად, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება (შემდგომში-პარტია) არის საერთო მსოფლმხედველობრივ და ორგანიზაციულ საფუძველზე შექმნილი მოქალაქეთა ნებაყოფლობითი დამოუკიდებელი გაერთიანება, რომელიც რეგისტრირებულია ამ კანონით დადგენილი წესით და თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში. ამავე კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პარტიის რეგისტრაცია ხდება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2008 წლის 19 მარტის N-- ბრძანებით რეგისტრირებული იქნა მ-----–-----------–-----------------------------------------------------–------------ა” და გაიცა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციის მოწმობა №--------------------–----------------------).

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის წარმოების პროცედურები და პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 9 აგვისტოს №-61 ბრძანებით დამტკიცებული „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის წარმოების წესით“, რომლის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად თუ სააგენტოში განცხადება წარმოდგენილია ფოსტის ან კანცელარიის მეშვეობით, ან არსებობს სააგენტოსათვის კანონმდებლობით, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლო აქტით (არბიტრაჟის გადაწყვეტილებით) დაკისრებული ვალდებულება, მიიღოს გადაწყვეტილება, უფლებამოსილი პირი ვალდებულია შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში დაარეგისტრიროს პირობითი განცხადება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2014 წლის 06 მაისს მ-----–-----------–-----------------------------------------------------–------------ის” რიგგარეშე ყრილობაზე, რომლის დღის წესრიგს წარმოადგენდა - თავმჯდომარის არჩევა, მთავარი კომიტეტის წევრების არჩევა, გენერალური მდივნის არჩევა, სარევიზიო კომისიის არჩევა, იურიდიული მისამართის შეცვლა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ”ქ--------------------------–------------ის” თავმჯდომარედ ნ----------------ის არჩევის, პარტიის გენერალური მდივნის, მთავარი კომიტეტის და სარევიზიო კომისიის შემადგენლობაში ცვლილებების განხორციელების და პარტიის იურიდიული მისამართის შეცვლის თაობაზე. 2014 წლის 07 აგვისტოს რიგგარეშე ყრილობაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებული იქნა ცვლილება, რომლის შესაბამისად, გაერთიანების სახელწოდება ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით - მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ”გ--------------–------------------–------------ა.” 2014 წლის 08 აგვისტოს კი დამოწმებული იქნა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ”გ--------------–------------------–------------ის” წესდება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 06 ივნისის №------ გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა პარტიის წესდებაში, შეიცვალა პარტიის იურიდიული მისამართი. ასევე შეიცვალა პარტიის თავმჯდომარე და გენერალური მდივანი. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო მ-----–-----------–-----------------------------------------------------–------------ის” 2014 წლის 06 მაისის რიგგარეშე ყრილობის ოქმი. ასევე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 აგვისტოს №2/2-----14 გადაწყვეტილებით, რომელიც ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებებით უცვლელად იქნა დატოვებული, ბათილად იქნა ცნობილი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქ--------------------------–------------ის“ 2014 წლის 06 მაისის რიგგარეშე ყრილობის №- ოქმი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების რეგისტრაციის სამსახურმა, რეგისტრაციის შესახებ 2017 წლის 11 სექტემბრის №P------------ გადაწყვეტილებით, ძალადაკარგულად გამოაცხადა მხოლოდ 2014 წლის 06 ივნისის №------ გადაწყვეტილება, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქ--------------------------–------------ის“ ცვლილებით რეგისტრაციის თაობაზე, რაც სასამართლოს კანონიერად მიაჩნია.

 

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პარტიის ხელმძღვანელი ორგანო - პარტიის წევრთა ყრილობა არის პარტიის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო. იგი მოიწვევა წესდებით დადგენილ ვადაში, მაგრამ არანაკლებ 4 წელიწადში ერთხელ. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ყრილობა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება პარტიის წევრთა ან წარმომადგენელთა ნახევარზე მეტი. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს უფრო მაღალ კვორუმს, მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყრილობა გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მე-5 პუნქტის თანახმად, ყრილობის განსაკუთრებული უფლებამოსილებაა პარტიის წესდების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, პარტიის ხელმძღვანელი, აღმასრულებელი და მაკონტროლებელი ორგანოების არჩევა, პარტიის რეორგანიზაციისა და თვითლიკვიდაციის, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებული სხვა საკითხების გადაწყვეტა.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „გ--------------–------------------–------------ის“ 2017 წლის 17 სექტემბრის რიგგარეშე ყრილობის ოქმის მიხედვით, ხმის დამთვლელი კომისიის დასკვნის საფუძველზე ყრილობაზე დასწრებისათვის პარტიის 1000 წევრიდან, რეგისტრაცია გაიარა 536 წევრმა და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ყრილობა უფლებამოსილი იყო დაეწყო მუშაობა. აღნიშნული ოქმის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პარტიის წესდებაში ცვლილებების შეტანის, პარტიის თავმჯდომარის, მთავარი კომიტეტის, სარევიზიო კომისიის არჩევისა და სარეორგანიზაციო საკითხების თაობაზე. პარტიის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა გ-------–---------ა, კომიტეტის წევრებად არჩეულ იქნენ გ-------–---------ა, კ-------------ი, ვ---------------ა, ბ------–---------–---ი, ლ-–----------ე და ბ----------ე, ხოლო სარევიზიო კომისიის წევრებად - ნ-----–-----ე, ნ--------–-–---–ი და ნ-------------–---–ი. წესდების თანახმად, შეიცვალა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების სახელწოდება და განისაზღვრა „ქ--------------------------–------------ა“. ყრილობის ოქმში, ნოტარიუსის მიერ მითითებულია, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „გ--------------–------------------–------------ის“ ყრილობა იყო გადაწყვეტილებაუნარიანი და მას ესწრებოდა ნოტარიუსი ნ-----------–---ი. 2017 წლის 27 სექტემბერს გ-------–---------ამ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (პარტიის) რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაცია მოითხოვა - შესაცვლელი რეკვიზიტები - წესდების ცვლილება, ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის ცვლილება, ტელეფონის ცვლილება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 01 ნოემბერს მიღებული იქნა №P------------ გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და რეგისტრაციის შესახებ. ასევე შეიცვალა დროშა და ბლანკი.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „გ--------------–------------------–------------ის“ 2017 წლის 17 სექტემბრის რიგგარეშე ყრილობაში მონაწილე პირებს არაფერი საერთო არ ჰქონიათ პარტიასთან, შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არ იყო უფლებამოსილი დაერეგისტრირებინა აღნიშნული ოქმით მიღებული გადაწყვეტილებები, სასამართლო განმარტავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილია, რომ მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს არ გააჩნია წარდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობის შემოწმების უფლებამოსილება, თუმცა მისი შეფასების საგანს უდავოდ წარმოადგენს საკითხი - არის თუ არა დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი, ასევე მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული სარეგისტრაციო დოკუმენტი ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების უშუალოდ წარმოშობის საფუძველი. იმ პირობებში, როდესაც 2017 წლის 17 სექტემბრის ყრილობის ოქმში, ნოტარიუსის მიერ მითითებული არის, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „გ--------------–------------------–------------ის“ ყრილობა იყო გადაწყვეტილებაუნარიანი და მას ესწრებოდა ნოტარიუსი ნ-----------–---ი, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე მხარის მითითებით, მას 2017 წლის 17 სექტემბრის ყრილობის ოქმის კანონიერება სადავოდ არ გაუხდია, უსაფუძვლოა განმარტება იმისა, რომ აღნიშნული ოქმი უკანონოა, ყრილობაზე მონაწილე პირებს პარტიასთან შეხება არ ჰქონიათ და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება ბათილია.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას, რომ არც პარტიის თავმჯდომარისა და არც მთავარი კომიტეტის წევრებისთვის არ მიუმართავთ რიგგარეშე ყრილობის მოწვევის თაობაზე და რიგგარეშე ყრილობა ჩატარდა მათი მოწვევის გარეშე, სასამართლო იზიარებს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პოზიციას, რომ 2014 წლის 06 მაისის ყრილობის ოქმის საფუძველზე არჩეული იქნენ თავმჯდომარე, მთავარი კომიტეტის წევრები, გენერალური მდივანი და სარევიზიო კომისიის წევრები, თუმცა აღნიშნული ოქმი ბათილად იქნა ცნობილი სასამართლოს მიერ, რის საფუძველზეც მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. ამდენად პარტიას აღარ ჰყავდა ხელმძღვანელი პირები. აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებამდე არსებული მონაცემებითაც, ხელმძღვანელი პირები ვერ განიხილებოდნენ კრების მოწვევაზე უფლებამოსილ პირებად, ვინაიდან კომიტეტის წევრთა არჩევა ხდება 4 წლის ვადით, ხოლო აღნიშნული ვადა გასული იყო. რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარეს - გ------------------ეს, მან 2014 წელს საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა თავმჯდომარის თანამდებობა.

 

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის თანახმად, პარტიის ყრილობის მოწვევის, გამგეობისა და სარევიზიო კომისიის არჩევის წესს, აგრეთვე მათი უფლებამოსილების ფარგლებს ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად განსაზღვრავს პარტიის წესდება.

 

საქმეში წარმოდგენილი წესდების შესაბამისად კი, ყრილობა მოიწვევა 4 წელიწადში ერთხელ, ხოლო რიგგარეშე ყრილობის მოწვევა ხდება მთავარი კომიტეტის მიერ, თავმჯდომარის ან წევრთა მესამედის მოთხოვნით.

 

სასამართლო ასევე იზიარებს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პოზიციას, რომ ვინაიდან პარტიას არ ჰყავდა ხელმძღვანელი პირები, ყრილობის მოწვევა წესდების პროცედურების დაცვით შეუძლებელი იყო, თუმცა ვინაიდან პარტისს ხელმძღვანელი პირების გარეშე დარჩენა არ იწვევს პარტიის რეგისტრაციის გაუქმებას ან შეჩერებას, საქმიანობაში მონაწილეობას და მართვას პარტიის წევრები ახორციელებენ ყრილობის მეშვეობით, შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 01 ნოემბრის №P------------ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება კანონიერია.

 

”საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს მისი ოფიციალურად გაცნობიდან, ხოლო გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემთხვევაში – გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ გ------------–------ისა და დ-----------ის წარმომადგენლმა მ-----------–---–მა 2017 წლის 30 ნოემბერს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიერ 2017 წლის 01 ნოემბერს მიღებული №P------------ და 2017 წლის 11 სექტემბერს მიღებული №P------------ გადაწყვეტილებები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს გადაწყვეტილების გამოტანისას საქმის გარემოებების სრულყოფილ გამოკვლევას. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ფარგლებში მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 03 იანვრის N2--- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა გ------------–------ისა და დ-----------ის წარმომადგენელის მ-----------–---–ის საჩივარი.

 

სასამართლო თვლის, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად გამოიკვლია საქმის გარემოებები, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ შეაფასა მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას, რომელიც ერთის მხრივ დაინტერესებული პირისათვის უფლების დაცვის საშუალებაა, ხოლო მეორე მხრივ უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თვითკონტროლის განხორციელების შესაძლებლობას, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაადგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

7.3. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. შესაბამისად, არ არსებობს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 03 იანვრის №2--- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად, უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა დაევალოს მოპასუხეს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ------------–------ისა და დ-----------ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ------------–------სა და დ-----------ეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

8. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 22-ე, 23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ------------–------ის და დ-----------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ხატია არდაზიშვილი