2. თუ პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ კანონით გათვალისწინებული შემოწირულებებისთვის დადგენილი წესების ან ამომრჩევლის მოსყიდვის მარეგულირებელი ნორმების განმეორებითი დარღვევისათვის, მასზე ვრცელდება ფინანსური გამჭვირვალობისთვის ამ თავით დადგენილი წესი.

3. ფიზიკური პირი, რომელსაც თავად აქვს განცხადებული  პარტიულ-პოლიტიკური მიზანი და რომელიც ამ მიზნის მისაღწევად გასწევს ხარჯებს, ვალდებულია შექმნას სპეციალური ფონდი.

4. შეზღუდვების მიზანია პარტიისა და განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე პირის პარტიულ-პოლიტიკურ მიზანთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯების რეგულირება და მათი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. ამ მუხლით განსაზღვრულ პირზე შეზღუდვები ვრცელდება მხოლოდ ისეთი ქმედების ჩადენის შემთხვევაში, რომელიც პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მისაღწევად ფინანსური ან სხვა მატერიალური რესურსების ან არამატერიალური რესურსების გამოყენებას უკავშირდება. შეზღუდვები არ ვრცელდება ეკონომიკურ/სამეწარმეო საქმიანობაზე, საკუთრების უფლებაზე, სხვა კერძოსამართლებრივ უფლებებსა და თავისუფლებებზე, რომელიც/რომლებიც არ უკავშირდება პარტიულ-პოლიტიკურ მიზანს ან/და არ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისთვის გვერდის ასავლელად.

5. (ამოღებულია - 16.04.2025, №495).

6. ამ კანონით დადგენილი შეზღუდვები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გამოხატვის თავისუფლებისა და წინასაარჩევნო აგიტაციის წინააღმდეგ.

7. ამ მუხლით დადგენილი შეზღუდვები მოქმედებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ პირისთვის პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე პირის (სუბიექტის) სტატუსის მინიჭებიდან. ეს სტატუსი პირს შეიძლება მიენიჭოს ნებისმიერ დროს იმ მომენტიდან, როდესაც მან პარტიულ-პოლიტიკური მიზნის ქონა გამოავლინა. აღნიშნულ საკითხზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.

8. თუ აღარ არსებობს ამ მუხლით გათვალისწინებული გარემოებები, სახელმწიფო აუდიტის სამსახური საკუთარი ინიციატივით ან ამავე მუხლით დადგენილი შეზღუდვებისადმი დაქვემდებარებული პირის განცხადების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით განიხილავს პირისთვის შეზღუდვების გაუქმების საკითხს.

9. განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე პირის მიერ აკრძალული შემოწირულების მიღება, შესაბამისი დეკლარაციის წარუდგენლობა ან დეკლარაციაში არსებული ხარვეზის დადგენილ ვადაში აღმოუფხვრელობა იწვევს ამ პირისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი წესით პასუხისმგებლობის დაკისრებას.

საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №5661 - ვებგვერდი, 29.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 8 მაისის ორგანული კანონი №6116 - ვებგვერდი, 29.05.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №6551 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 29 ივლისის ორგანული კანონი №900 - ვებგვერდი, 20.08.2013წ.

საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის ორგანული კანონი №6724 – ვებგვერდი, 03.07.2020წ.

საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის ორგანული კანონი №2279 – ვებგვერდი, 15.12.2022წ.

საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის ორგანული კანონი №495 – ვებგვერდი, 16.04.2025წ.

საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის ორგანული კანონი №1315 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.

საქართველოს 2026 წლის 4 მარტის ორგანული კანონი №1384 – ვებგვერდი, 04.03.2026