„საქართველოს დაზვერვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის №175 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №200 |
|
2015 წლის 6 მაისი ქ. თბილისი |
„მუხლი 17. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ოპერატიული დირექტორატი – უზრუნველყოფს, სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული სადაზვერვო გეგმის შესაბამისად, სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებას, ასევე ახორციელებს საგარეო კონტრდაზვერვით საქმიანობას;
ბ) ანალიტიკური დირექტორატი – ახორციელებს სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებას ღია წყაროებიდან, სამსახურის მიერ მოპოვებული და სამსახურში შესული სადაზვერვო ინფორმაციის დამუშავებას, დაგროვებასა და ანალიზს, მონაწილეობს ოპერატიული ღონისძიებების უზრუნველყოფაში;
გ) ადმინისტრაციული დირექტორატი − ახორციელებს სამსახურის საკადრო, სამართლებრივ, საფინანსო-სამეურნეო, მატერიალურ უზრუნველყოფას, საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოებას, საპროტოკოლო ღონისძიებებს, სამსახურის საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის კოორდინაციას, უზრუნველყოფს ოპერატიულ აღრიცხვასა და საარქივო წარმოებას, მონაწილეობს ოპერატიული ღონისძიებების უზრუნველყოფაში;
დ) უსაფრთხოების დირექტორატი − უზრუნველყოფს სამსახურის საკუთარ უსაფრთხოებას, ახორციელებს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის ინსპექტირებას და ახორციელებს ოპერატიულ საქმიანობას;
ე) სპეციალური მომზადებისა და გადამზადების ცენტრი (დირექტორატი) – ახორციელებს სამსახურის, სხვა სახელმწიფო უწყებების მოსამსახურეთა სპეციალურ მომზადებასა და გადამზადებას, სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას და მონაწილეობს ოპერატიული ღონისძიებების უზრუნველყოფაში;
ვ) ტექნიკური დაზვერვის დირექტორატი – უზრუნველყოფს სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებას ოპერატიულ-ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, შეიმუშავებს და ახორციელებს ტექნიკური უსაფრთხოების ღონისძიებებს, როგორც სამსახურში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ საქართველოს დიპლომატიურ და სხვა დაწესებულებებში, მონაწილეობს ოპერატიული ღონისძიებების უზრუნველყოფაში.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს დაზვერვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის №175 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 06.05.2015.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს დაზვერვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის №175 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს დაზვერვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის №175 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 06.05.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №200. სარეგისტრაციო კოდი — 130040000.10.003.018585.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს დაზვერვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის №175 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს დაზვერვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის №175 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს დაზვერვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის №175 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.05.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს დაზვერვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის №175 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №200, 06.05.2015, სარეგისტრაციო კოდი 130040000.10.003.018585 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.05.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2833386/