„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 102 მუხლი:
„მუხლი 102. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურის და საკონტრაქტო სამსახურის მოხდის წესი
1. წვევამდელის მიერ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გაწვევით სამხედრო სავალდებულო სამსახურის ან საკონტრაქტო სამსახურის მოხდის წესი, აგრეთვე წვევამდელის შერჩევისა და მის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის დაფინანსების წესი განისაზღვრება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურის და საკონტრაქტო სამსახურის მოხდის წესით, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი.
2. სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ჩარიცხულ წვევამდელს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში 4 წლის ვადით უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდად. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით მას მიენიჭება რიგითის სამხედრო წოდება და ჩაირიცხება სამხედრო ძალების რეზერვში.“.
3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 469 მუხლი:
„მუხლი 469. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურის და საკონტრაქტო სამსახურის მოხდის წესის განსაზღვრა
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა არაუგვიანეს 2015 წლის 1 სექტემბრისა გამოსცეს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურის და საკონტრაქტო სამსახურის მოხდის წესის დამტკიცების თაობაზე“ ბრძანება.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან.
ქუთაისი, 1 მაისი 2015 წ. N3547-IIს |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 01.05.2015.
- როდის იქნა მიღებული „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 01.05.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3547-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 120260020.05.001.017747.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.05.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №3547-IIს, 01.05.2015, სარეგისტრაციო კოდი 120260020.05.001.017747 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.05.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2833993/