„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 1 აპრილის N18 დადგენილებაში ცვლილების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №23 |
|
2015 წლის 6 მაისი ქ. ოზურგეთი
|
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №506 განკარგულებით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამისათვის’’ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გამოეყო 1 342 237 ლარი. მათ შორის:
- პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოების განსახორციელებლად - 1 342 237 ლარი;
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობა-ნაგებობის და მათი მიმდებარე ტერიტორიის მიმდინარე რემონტის ხარჯი (ორგანიზაციული კოდი-01 02 -2.2.3.8) – 64,7 ათ. ლარით;
შესაბამისად გაიზარდოს:
|
განისაზღვროს ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს ბიუჯეტის შემოსავლები 10342,3 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს ბიუჯეტის გადასახადები 1 000 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს ბიუჯეტის გრანტები 8778,73 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 563,6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯები 8925,5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 4664,5 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
1. განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 4669,5 ათასი ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 5,0 ათასი ლარის ოდენობით.
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 67,0 ათასი ლარი;
ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 107,0 ათასი ლარი;
2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება.
(პროგრამული კოდი 02 00)
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
13.1 საგანგებო სიტუაციების მართვის სანსახური
(პროგრამული კოდი 02 01)
დაბა ურეკის წყალმაშველთა ჯგუფი ემსახურება ურეკი შეკვეთილის ზღვის დამსვენებლების უსაფრთხო დასვენების პირობები. მაშველები თეორიულად და პრაქტიკულად მომზადებულები ხვდებიან ზღვის სეზონს, წყალმაშველთა მოთხოვნების გათვალისწინებით აუცილებელია სპეც. ტექნიკისა და ინვენტარის შეძენა.
13.2 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა
(პროგრამული კოდი 02 03)
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
(პროგრამული კოდი 03 00)
(პროგრამული კოდი 04 00)
15.1. სკოლამდელი განათლების დაფინანსება
(პროგრამული კოდი 04 01)
პროგრამის მიზანია საბავშვო ბაღებში სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა, გაიხსნას ბაგა–ბაღები ისეთ სოფლებში, სადაც კონტიგენტის დიდი რაოდენობა არსებობს და უზრუნველყოფილი იქნას მათი კეთილმოწყობა და კვალიფიციური პერსონალით მომსახურეობა. ასევე მატერიალურ ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, ძირითადი აქტივების მიმდინარე შეკეთება და მოვლა–შენახვა.
პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა სხვა ხარჯს, მათ შორის მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს.
15.2. ზოგადი განათლების ხელშეწყობა
(პროგრამული კოდი 04 02)
პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დაწყებითი, ზოგადიგანათლების მქონე დაწესებულებების სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა.
ღონისძიებები
(პროგრამული კოდი 05 00)
16.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა
(პროგრამული კოდი 05 01)
პროგრამი სფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სპორტული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა; სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების, ტურნირების, შეჯიბრებების ორგანიზება, ხელშეწყობა და დაფინანსება, ასევე ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება; ასევე განხორციელდება სპორტსმენთა მომზადების ორგანიზაციული და მეთოდური ხელშეწყობა, სპორტულ ასოციაციასთან, კავშირებთან, სპორტულ ფედერაციებთან და სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. კლუბების, ნაკრები გუნდების მომზადება და მონაწილეობა ქვეყნის და საერთაშორისო ასპარეზობებში.
16.1.1. სპორტული ღონისძიებების დაფინასება
(პროგრამული კოდი 05 01 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების, ტურნირების, შეჯიბრებების ორგანიზება, ხელშეწყობა და დაფინანსება, ასევე ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება.
16.1.2.სპორტული ობიექტების დაფინასება
(პროგრამული კოდი 05 01 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სპორტული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა:
16.2.კულტურის განვითარების ხელშეწყობა
(პროგრამული კოდი 05 02)
მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული პროფილის მქონე ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის ფოლკლორული კოლექტივებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მხარდაჭერა და შემოქმედებითი კოლექტივების ხელშეწყობა, თეატრალური, მუსიკალური, სახვითი, ქორეოგრაფიული, წიგნის ფესტივალების, კონცერტების, მუზეუმებში ახალექსპოზიციათადა მოძრავი გამოფენის მოწყობა, გაგრძელდება სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები.
16.2.1.კულტურის ღონისძიებების დაფინანსება
(პროგრამული კოდი 05 02 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის ფოლკლორული კოლექტივებისა დ აინდივიდუალური შემსრულებლების მხარდაჭერა და შემოქმედებითი კოლექტივების ხელშეწყობა, თეატრალური, მუსიკალურისახვითი, ქორეოგრაფიული, წიგნის ფესტივალების,კონცერტების, მუზეუმებში ახალექსპოზიციათადა მოძრავი გამოფენის მოწყობა, გაგრძელდება სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. მათ შორის:
16.2.2 კულტურის ობიექტების დაფინანსება
(პროგრამული კოდი 05 02 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კულტურული პროფილის მქონე ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა:
16.1.3 ტურიზმის ხელშეწყობის პროგრამა
(პროგრამულიკოდი 05 03)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ტურიზმის ხელშემწყობი ღონისძიებების დაფინანსება.
16.1.4 ახალგაზრდული პროგრამები
(პროგრამული კოდი 05 04)
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. გაგრძელდება თანამშრომლობა სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან, ბავშვთა და ახალგაზრდულ ორგანიზაციათა მხარდაჭერა და წახალისება; თავისუფალი დროის შინაარსიანად და ეფექტურად ორგანიზება. მათ შორის:
16.1.5 რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა
(პროგრამული კოდი 05 05)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა, ზოგიერთ ტაძარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასევე დაფინანსდება სხვადასხვა რელიგიური ღონისძიებები.
(პროგრამული კოდი 06 00)
17.1. ჯანდაცვის პროგრამები
(პროგრამული კოდი 06 01)
ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.
17.1.1. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა
(პროგრამული კოდი 06 01 01)
პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
არსებობის შემთხვევაში ცოფის კერის ლიკვიდაცია და დაკბენილი მოსახლეობის ზუსტი აღრიცხავა, სასწრაფო შეტყობინების სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება;
დაავადებათა გავრცელების ეტაპობრივი შემცირება მისი კონტროლის გზით. ეპიდსიტუაციის გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება, პროფილაქტიკურ ღონისძიებათა გატარება;
მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედებაზე მოსახლეობის ინფორმირების გზით ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა;
სადერატიზაციო სამუშაოების ჩატარება საცხოვრებელი სახლების სარდაფებსა და ბუნკერებში (კერძო სექტორის გარდა) და ამის საფუძველზე ქალაქში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება;
ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი ინფექციური და არაგადამდები დაავადებებისა და მასობრივი მოშხამვების, აგრეთვე პროფესიული დაავადებების თავიდან აცილება;
მუნიციპალიტეტში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მგომარეობის მონიტორინგი, მოსახლეობისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიებზე ადამიანისათვის საშიში და შხამიანი ცხოველების ცხოველმყოფელობის დადგენისა და გაუვნებელყოფის ღონისძიებები.
17.2. სოციალური პროგრამები
(პროგრამული კოდი 06 02)
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით უზრუნველყოფასა და სოციალური პროგრამების განხორციელებას.
17.2.1. მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარების პროგრამა
(პროგრამული კოდი 06 02 01)
პროგრამის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები იმ სოციალურდ შეჭირვებული მრავალშვილიანი ოჯახების (18 წლამდე 4 და მეტიშვილი) მრავალჯერადი (მათ შორის ყოველთვიური) ფინანსური დახმარება რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება150.000-ს.
17.2.2. სოციალურად დაუცველ ბავშვთა დღის ცენტრის პროგრამული თანადაფინანსება
(პროგრამული კოდი 06 02 02)
პროგრამის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის მოვლისა და განათლების პირობების შექმნა;
17.2.3. მცირე ტიპის ბავშვთა სახლის თანადაფინანსება
(პროგრამული კოდი 06 02 03)
პროგრამის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არსებული მცირე ტიპის ბავშვთა სახლის ბენეფიციართა ფინანსური მხარდაჭერა;
17.2.4. ვეტერანთა დახმარების პროგრამა
(პროგრამული კოდი 06 02 04)
პროგრამის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების ერთჯერადი მატერიალური დახმარება.
17.2.5. ვეტერანთა სარიტუალო მომსახურების პროგრამა
(პროგრამული კოდი 06 02 05)
პროგრამით გათვალისწინებულია ომის ვეტერანების სარიტუალო ხარჯების ანაზღაურება 250 ლარის ოდენობით თითოეულ შემთხვევაზე.
17.2.6. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების პროგრამა
(პროგრამული კოდი 06 02 06)
პროგრამით გათვალისწინებულია აღნიშნული კატეგორიის პირთა ფინანსური დახმარება და დაბა ურეკში მათი დასვენების ხარჯების დაფინანსება;
17.2.7. შეჭირვებულ მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების პროგრამა
(პროგრამული კოდი 06 02 07)
პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები იმ შეჭირვებული მოქალაქეების ერთჯერადი ფულადი დახმარების და მკურნალობის ხარჯების დაფინანსება, რომლებიც საჭიროებენ სამედიცინო მომსახურებას, რეგისტრირებულები არიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა შეადგენს 57000-150000-ს.
17.2.8. იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების პროგრამა
(პროგრამული კოდი 06 02 08)
პროგრამის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები იძულებით გადაადგილებულ პირთა (აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან) ერთჯერადი მატერიალური დახმარებებით უზრუნველყოფა.
17.2.9. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების
პროგრამა
(პროგრამული კოდი 06 02 09)
პროგრამის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში მცხოვრები ოჯახების დახმარება. სასაქონლო ფორმით-50,0 ათ.ლარი და ფულადი ფორმით 50,0 ათ.ლარი;
17.2.10. ხანდაზმულთა დახმარების პროგრამა
(პროგრამული კოდი 06 02 10)
პროგრამის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 100 წლისა და მეტი ასაკის მოქალაქეების ერთჯერადი ფინანსური დახმარება;
17.2.11. უსინათლოთა ერთჯერადი დახმარების პროგრამა
(პროგრამული კოდი 06 02 11)
პროგრამის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები უსინათლო ინვალიდების ერთჯერადი მატერიალური დახმარება.
17.2.12. ონკოლოგიური ავადმყოფების დახმარების პროგრამა
(პროგრამული კოდი 06 02 12)
პროგრამის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები აღნიშნული კატეგორიის ავადმყოფთა ფინანსური მხარდაჭერა;
17.2.13. თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარების პროგრამა
(პროგრამული კოდი 06 02 13)
პროგრამის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები თირკმლის უკმარისობით დაავადებულ მოქალაქეთა დიალიზის კურსების ჩასატარებლად მგზავრობის ხარჯების დაფინანსება.
17.2.14. დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ერთჯერადი დახმარების
პროგრამა
(პროგრამული კოდი 06 02 14)
პროგრამის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დედ-მამითობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვების ერთჯერადი მატერიალური დახმარება 300 ლარის ოდენობით;
გადასახდელები:
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელები თანდართული რედაქციით:
|