აღსრულების ეროვნული ბიურო - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინება N2/1999 -14 (შპს "ჯორჯიან ფორესთი"-ს კრედიტორთა კრების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/ 1999-14
ამონარიდი სასამართლო სხდომის ოქმიდან
2015 წლის 21 აპრილი
ქ. ქუთაისი
კრების თავმჯდომარე: გენადი მაკარიძე (გაკოტრების მოსამართლე)
კრების მდივანი: ნოდარი გიორგიძე
კრედიტორთა კრებას ესწრებოდნენ:
განმცხადებელი: შპს ,,ჯორჯიან ფორესთის’’ დირექტორი აკაკი თოდუა.
წარმომადგენლები - პავლე აბოვიანი, ირმა ტოგონიძე
გაკოტრების მმართველი- სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი მიხეილ ლომთაძე;
კრედიტორები: სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი მადონა გეწაძე;
სს საქართველოს ბანკის წარმომადგენელი თამარ ბაბილუა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელი ომარი ქუთათელაძე
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-17, 27-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,ჯორჯიან ფორისთის” კრედიტორთა კრება გადაიდოს და მოწვეულ იქნეს 201 5 წლის 22 მაისს, 13:30 საათზე , შემდეგი დღის წესრიგით:
ა ) კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება და რეესტრის დამტკიცება .
2 . კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11,მესამე სართული, სხდომის დარბაზი№3).
3 . განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და სასამართლოს დაფაზე.
4 . განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი,კუპრაძის№11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
სხდომის თავმჯდომარე გენადი მაკარიძე
სხდომის მდივანი ნოდარი გიორგიძე