„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის
ბრძანება №0515/13-1
2015 წლის 13 მაისი
ქ. თბილისი
„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (სსმ №32, ნაწილი IV, 02.11.06) №2 დანართს, სადაც მოცემულია იმ ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან ორგანიზაცია ალ-ქაიდაში ან დაკავშირებულნი არიან მასთან, დაემატოს ამ ბრძანების დანართში მოცემული მონაცემები.
2. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (სსმ №32, ნაწილი IV, 02.11.06) №2 დანართიდან, სადაც მოცემულია იმ ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან ორგანიზაცია ალ-ქაიდაში ან დაკავშირებულნი არიან მასთან, ამოღებულ იქნეს ნომრები 57, 58, 70, 76, 157 და 184.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. როინიშვილი
| დანართი
ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან ორგანიზაცია ალ-ქაიდაში ან დაკავშირებულნი არიან მასთან
| ||||||
| № | პირადი ინფორმაცია (სახელი(ები), დაბ. თარიღი და ადგილი, ეროვნება/მოქალაქეობა) | ფსევდონიმი(ები), ზედმეტი სახელი(ები) | პასპორტის მონაცემები, პირადი ნომერი | მისამართი(ები), შესაძლო ადგილსამყოფელი | სიაში შეყვანის თარიღი | სხვა ინფორმაცია |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
| 343 | სახელები: 1. ალი (ALI) 2. ბენ ტაჰერი (BEN TAHER) 3. ბენ ფალეჰი (BEN FALEH) 4. უნი ჰარზი (OUNI HARZI)
დაბ. თარიღი: 09.03.86 დაბ.ადგილი: არიანა, ტუნისი (Ariana, Tunisia) ეროვნება/მოქალაქეობა ტუნისელი | აბუ ზუბერი (Abou Zoubair) | პასპორტის მონაცემები: ტუნისის პასპორტი: №W342058 გაცემის თარიღი: 14.03.11 მოქმედების ვადა: 13.03.16 გაცემული ალი ბენ ტაჰერ ბენ ფალეჰ უნი ჰარზის (Ali ben Taher ben Faleh Ouni Harzi) სახელზე.
პირადი ნომერი: ტუნისის პირადობის მოწმობა: №08705184 გაცემის თარიღი: 24.02.11 | ა) არიანა, ტუნისი (18 Mediterranean Street, Ariana, Tunisia); ბ) სირიის არაბთა რესპუბლიკა (Syrian Arab Republic) (2015 წლის მარტის მონაცემებით); გ) ერაყი (Iraq) (შესაძლო ალტერნატიული ადგილსამყოფელი 2015 წლის მარტის მონაცემებით); დ) ლიბია (Lybia) (ადრინდელი ადგილსამყოფელი). | 10.04.15 | ფიზიკური აღწერილობა: თვალის ფერი- თაფლისფერი;
სიმაღლე - 171 სმ.
წინათ დაკავებული თანამდებობები: სავაჭრო აგენტი.
Ansar al-Shari’a in Tunisia-ს წევრი (იურიდიული პირების სია №145). აქტიურად მონაწილეობდა უცხოელი ტერორისტი მებრძოლების დაქირავებასა და იარაღის კონტრაბანდაში.
2005 წელს ტუნისში ტერორისტული აქტის დაგეგმვისათვის მიესაჯა 30 თვით თავისუფლების აღკვეთა.
2012 წლის 11 სექტემბერს დაგეგმა და განახორციელა ბენგაზში (ლიბია) ამერიკის საკონსულოზე თავდასხმა (Consulate of the United States in Benghazi, Libya).
2015 წლის მარტის მონაცემებით გაცემულია დაპატიმრების ორდერი ტუნისის ეროვნული გვარდიის მიერ (Tunisian National Guard).
მამა - ტაჰერ უნი ჰარზი (Taher Ouni Harzi);
დედა - ბორკანა ბედერია (Borkana Bedairia). |
| 344 | სახელები: 1. ტარაკი (TARAK) 2. ბენ ტაჰერი (BEN TAHER) 3. ბენ ფალეჰი (BEN FALEH) 4 .უნი ჰარზი ( OUNI HARZI) დაბ. თარიღი: 03.05.82 დაბ.ადგილი: ტუნისი, ტუნისი (Tunis, Tunisia) ეროვნება/მოქალაქეობა ტუნისელი | აბუ ომარ ალ ტუნისი (Abou Omar Al Tounisi) | პასპორტის მონაცემები: ტუნისის პასპორტი: №Z050399 გაცემის თარიღი: 09.12.03 მოქმედების ვადა: 08.12.08 გაცემული ტარაკ ბენ ტაჰერ ბენ ფალეჰ უნი ჰარზის (Tarak ben Taher ben Faleh Ouni Harzi) სახელზე.
პირადი ნომერი: ტუნისის პირადობის მოწმობა: № 04711809 გაცემის თარიღი: 13.11.03
| ა) არიანა, ტუნისი (18 Mediterranean Street, Ariana, Tunisia); ბ) სირიის არაბთა რესპუბლიკა (Syrian Arab Republic)(2015 წლის მარტის მონაცემებით); გ) ერაყი (Iraq) (შესაძლო ალტერნატიული ადგილსამყოფელი 2015 წლის მარტის მონაცემებით); დ) ლიბია (Lybia) (ადრინდელი ადგილსამყოფელი).
| 10.04.15 | ფიზიკური აღწერილობა: თვალის ფერი- თაფლისფერი;
სიმაღლე - 172სმ; წინა დაკავებული თანამდებობები: მუშა
2004 წელს Al Qaida in Iraq-oს (იურიდიული პირების სია №83), საშიში და აქტიური წევრი. ასევე, ეხმარებოდა Ansar al-Shari’a in Tunisia-ს (იურიდიული პირების სია №145) წევრების სირიაში გადაადგილებას.
ტუნისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 30 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ტერორისტული საქმიანობისათვის მიესაჯა 24 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მამა - ტაჰერ უნი ჰარზი (Taher Oui Harzi);
დედა - ბორკანა ბედერია (Borkana Bedairia). |