თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება N2/5038-15 (შპს "ზარაფხანა დეველოპმენტი"-ს გადახდიუუნარობის საქმის წარმოების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/5038-15
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2015 წლის 7 მაისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: თამარ ჭუნიაშვილი
განმცხადებელი – მოვალე შპს ,,ზარაფხანა დეველოპმენტი’’
(საიდენტიფიკაციო ნომერი 201989642)
გენერალური დირექტორი – გიორგი ყორღანაშვილი
მოთხოვნა – გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება
სასამართლომ განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გამოარკვია:
2015 წლის 18 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა მოვალე შპს ,,ზარაფხანა დეველოპმენტის’’ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ყორღანაშვილმა და მოითხოვა შპს ,,ზარაფხანა დეველოპმენტის’’ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება, ვინაიდან შპს ,,ზარაფხანა დეველოპმენტს’’ არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორების ვადამოსული მოთხოვნები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 მარტის განჩინებით განცხადება მიღებული იქნა სასამართლო წარმოებაში, კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნა 2015 წლის 1 მაისს.
სასამართლომ მიიჩნია, რომ კრედიტორთა პირველი კრება უნდა შეწყდეს და გაგრძელდეს იგივე დღის წესრიგით. ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, კრედიტორთა კრება იმართება გადახდისუუნარობის საქმის განმხილველ სასამართლოში. კრედიტორთა კრებას ამზადებს და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს მეურვე თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში, ხოლო გაკოტრების ან რეაბილიტაციის პერიოდში – გაკოტრების/რეაბილიტაციის მმართველი. კრედიტორთა კრებას უძღვება მოსამართლე. კრედიტორთა კრების მოწვევისა და მასზე გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ კანონით.
ამავე მუხლის მე-13 პუნქტის მიხედვით, კრედიტორთა კრების ხანგრძლივობაა არა უმეტეს 3 სამუშაო დღისა, გარდა ამ მუხლის 22-ე პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხმათა სულ მცირე 51%-ზე მეტის მქონე კრედიტორების არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე მოსამართლეს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება არა უმეტეს 4 დღით.
22-ე პუნქტის თანახმად, კი კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არა უმეტეს 7 სამუშაო დღისა. კრედიტორთა უბრალო უმრავლესობის არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე მოსამართლეს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება არა უმეტეს 3 დღით.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით.
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კრედიტორთა კრება გაგრძელდეს 2015 წლის 29 ივნისს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №29, შემდეგი დღის წესრიგით:
1.1. მეურვის საფინანსო ანგარიში;
1.2. კრედიტორთა მოთხოვნების აღიარება;
1.3. მომრიგებელი საბჭოს წევრების არჩევა.
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საკანონმდებლო მაცნეში’’ და ვებგვერდზე www. Tcc.gov.ge.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი