ს.ს. "საზღვაო ჰოსპიტალი"-ს განცხადება აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
შეტყობინება
სააქციო საზოგადოება „საზღვაო ჰოსპიტალის“ საერთო კრების მოწვევის შესახებ
ს.ს. „საზღვაო ჰოსპიტალის“ (საიდენტიფიკაციო კოდი №245442695. იურიდიული მისამართი: ქ.ბათუმი მელიქიშვილის ქ. №102.ბ.) სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორი იწვევს სააქციო საზოგადოების აქციონერებსგანმეორებითსაერთო კრებაზე დასასწრებად, რომელიც გაიმართება საზოგადოების იურიდიულ მისამართზე: ქ. ბათუმი, მელიქიშვილის ქ. №102 ბ, 2015 წლის 30 მაისს 14:00 საათზე.
აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგი მოიცავს შემდეგ საკითხს:
1. ს.ს. „საზღვაო ჰოსპიტალის“ 2015 წლის განვითარების გეგმა, მომხსენებელი გრიგოლ ჭყონია.
2. ფინანსური დეპარტამენტის უფროსის თამუნა დევაძის 2014 წლის საანგარიშო მოხსენება.
3. ს.ს. ,,საზღვაო ჰოსპიტალის’’ დამოუკიდებელი აუდიტორის 2014 წლის დასკვნის წარდგენა.
4. სამეთვალყურეო საბჭოს არჩევნები.
დღის წესრიგის საკითხების შესახებ დაწვრილებით ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლით ს.ს. დირექტორატში.
დღის წესრიგის თითოეულ საკითხთან დაკავშირებით აქციონერებს შეუძლიათ განმარტებების მოთხოვნა, როგორც კრებაზე, ასევე წერილობით, თუ ამგვარი წერილობითი მოთხოვნა წარდგენილი იქნება 2015 წლის 20 მაისამდე, მასზე იქნება გაცემული პასუხი ან შევა დღის წესრიგის დამატებით პუნქტად.
კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულები არიან ის აქციონერები, რომლებიც რეგისტრირებული არიან საზოგადოების აქციათა რეესტრში, 2015 წლის 30 აპრილის 17 საათის მდგომარეობთ
სს „საზღვაო ჰოსპიტალი“ დირექტორი: მინდია სურმანიძე
11.05.2015 წ.