საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება ამ კანონის 141 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირი, რომელიც სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე საზღვაო ნავსადგურში არსებული საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე განთავსებული ტვირთის გადაადგილებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილი მარშრუტით, საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან უახლოესი 10 კმ-ის რადიუსში მდებარე საბაჟო კონტროლის ზონაში ან პირიქით.
საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3161-სსმI, №35, 12.07.2010წ., მუხ.207
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806-სსმI, №
66
,03.
12.2010წ., მუხ.414
საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5962 – ვებგვერდი, 12.04.2012