საავტომობილო გზებზე აკრძალულია:
ა) იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების/სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომლის საგაბარიტო პარამეტრები ან/და თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა ან/და რომლის ფაქტობრივი მასა ან/და მათი თანამდევი პარამეტრები აღემატება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დადგენილ ზღვრულ მნიშვნელობებს ან/და ფაქტობრივი მასა აღემატება ქარხანა-დამამზადებლის მიერ მოცემული სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ სრულ მასას. ამ ქვეპუნქტის მოქმედება (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა ქარხანა-დამამზადებლის მიერ დადგენილ სრულ მასას აღემატება) არ ვრცელდება:
ა.ა) იმ არაგაბარიტულ (მსხვილგაბარიტიან) ან ზენორმატიულ (მძიმეწონიან) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც მოძრაობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმებით, ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად;
ა.ბ) საქართველოს
ტერიტორიაზე
შემოსვლისას
საზღვაო
ნავსადგურში
განთავსებული
საბაჟო
გამშვები
პუნქტის
გავლით
გადაადგილებულ
იმ
მექანიკურ
სატრანსპორტო
საშუალებაზე, რომელიც
შემდგომ
გადაადგილდება
საზღვაო
ნავსადგურის
ტერიტორიიდან
უახლოესი, 10 კმ-ის
რადიუსში
მდებარე, საქართველოს
საბაჟო
კოდექსით
გათვალისწინებული
საბაჟო
კონტროლის
ზონისკენ
საბაჟო
ორგანოს
მიერ
დადგენილი
მარშრუტით;
ა.
გ)
იმ
მექანიკურ
სატრანსპორტო
საშუალებაზე,რომელიც
საქართველოს
ტერიტორიაზე
შემოსვლისას
გადაადგილდება
საბაჟო
გამშვები
პუნქტის
გავლით,საბაჟო
ორგანოს
განთავსების
ადგილიდან
უახლოესი, 25
კმ-
ის
რადიუსში
მდებარე
რკინიგზის
სადგურისკენ,საქართველოს
საბაჟო
კოდექსით
გათვალისწინებული
საბაჟო
კონტროლის
ზონისკენ
საბაჟო
ორგანოს
მიერ
დადგენილი
მარშრუტით;
ბ)
(ამოღებულია)
;
გ) გზების, საგზაო ნაგებობათა და განსხვისების ზოლის, აგრეთვე ხიდებისა და მილების ნახვრეტების, არხებისა და სადრენაჟო მოწყობილობათა გაჭუჭყიანება ან ჩახერგვა;
დ) შეუფუთავად გადაზიდვა ისეთი ტვირთისა, რომელიც აჭუჭყიანებს გზას ან განსხვისების ზოლს;
ე) სოფლის მეურნეობის პროდუქტების (მარცვლეულის, თივის და სხვა) გზაზე გამოტანა და დაყრა, აგრეთვე მასალების საწყობების მოწყობა, ნაგვის და თოვლის დაყრა;
ვ) ნავთობპროდუქტებისა და ქიმიურ ნივთიერებათა დაქცევის შესაძლებლობასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება, აგრეთვე გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა დატვირთვა-გადმოტვირთვა;
ზ) პირუტყვის გადარეკა საგზაო ორგანოებთან შეთანხმებული ადგილების გარდა, აგრეთვე მისი უმეთვალყურეოდ ძოვება განსხვისების ზოლში;
თ) გზების ბლოკირება, საკონტროლო და შესამოწმებელი პუნქტების მოწყობა, დემონსტრაციების, სპორტული შეჯიბრებების, სხვა მასობრივ ღონისძიებათა მოწყობა, რომლებიც ცვლის მოძრაობის დადგენილ რეჟიმს, ასევე გზაზე ავტოტრანსპორტის შესვლა და გამოსვლა საამისოდ დაუდგენელ ადგილებში მუნიციპალიტეტების ორგანოების, საგზაო სამსახურებისა და საპატრულო პოლიციის ნებართვის გარეშე;
ი) რეკლამების დაყენება საგზაო ორგანოების
ნებართვის გარეშე;
კ) გზის ვაკისზე ვაჭრობა;
ლ) საგზაო ნაგებობების, საგზაო მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებების, მწვანე ნარგავების, თოვლდამცავი მოწყობილობის და სხვა საგზაო ქონების დაზიანება;
მ) აღნიშნული შეზღუდვებისა და აკრძალვების უგულებელყოფა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
საქართველოს 2005 წლის 9 ნოემბრის კანონი №2021-სსმI, №48, 29.11.2005წ., მუხ.318
საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2515-სსმი, №59, 31.12.2005წ., მუხ.444
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3394-სსმI, №26, 17.07.2006წ., მუხ.215
საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №68-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.90
საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5293 - ვებგვერდი, 08.12.2011წ.
საქართველოს 2013 წლის
24
დეკემბრის კანონი №1832 - ვებგვერდი, 03.01.2014წ.
საქართველოს 2019 წლის 19 მარტის კანონი №4345 – ვებგვერდი, 27.03.2019წ.
საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4917 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6874 – ვებგვერდი, 28.07.2020