საავტომობილო გზების შეკეთება, მოვლა-შენახვა, საექსპლუატაციოდ მიღება, საჭირო სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარება წარმოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის, მიღებული სტანდარტების, სამშენებლო ნორმების, ტექნიკური რეგლამენტების, ინსტრუქციებისა და დასრულებული საგზაო სამუშაოების მიღების წესის შესაბამისად, რომლებსაც კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების სახით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი.
საქართველოს 2007
წლის 26 ოქტომბრის კანონი №5424-სსმI, №38, 14.11.2007წ., მუხ.366
საქართველოს 2008 წლის 23 დეკემბრის კანონი №855-სსმI, №40, 29.12.2008წ., მუხ.280
საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №494 – ვებგვერდი, 16.04.2025