„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. როგორც წესი, იგი გადაისინჯება 5 წელიწადში ერთხელ.“.
2. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის განვითარების, დაპროექტებისა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის საკითხებში ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას შეიმუშავებს და ახორციელებს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო.“.
3. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 26. საავტომობილო გზების განვითარებასა და გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ სამუშაოთა წარმოება
საავტომობილო გზების შეკეთება, მოვლა-შენახვა, საექსპლუატაციოდ მიღება, საჭირო სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარება წარმოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის, მიღებული სტანდარტების, სამშენებლო ნორმების, ტექნიკური რეგლამენტების, ინსტრუქციებისა და დასრულებული საგზაო სამუშაოების მიღების წესის შესაბამისად, რომლებსაც კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების სახით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი.“.
4. 261 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოები და მუნიციპალიტეტების ორგანოები მათ მართვაში არსებული საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების მიხედვით შავი წერტილების აღმოფხვრისა და ამ გზებზე უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განსახორციელებლად შეიმუშავებენ წესებს. ეს წესები საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ შემუშავების შემთხვევაში მტკიცდება საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ნორმატიული აქტით, ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოების მიერ შემუშავების შემთხვევაში − ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოების ნორმატიული აქტებით, ხოლო მუნიციპალიტეტების ორგანოების მიერ შემუშავების შემთხვევაში − მუნიციპალიტეტების საკრებულოების დადგენილებებით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს.
თბილისი, 16 აპრილი 2025 წ. N494-IIმს-XIმპ |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.04.2025.
- როდის იქნა მიღებული „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 16.04.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №494-IIმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 310090000.05.001.102587.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.04.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №494-IIმს-XIმპ, 16.04.2025, სარეგისტრაციო კოდი 310090000.05.001.102587 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.04.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6474044/