უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის და სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების
სააგენტოს უფროსის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა № 02-581/ო
2015 წლის 1 მაისი
ქ. თბილისი
უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის და სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად ,
ვბრძანებ:
უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. სს ,,ზუგდიდის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს „რესპუბლიკა“ (ს/კ 219998705, ფაქტიური მისამართი: ქ. ზუგდიდი, გამსახურდიას ქ.206) ნაცვლად დაფიქსირდეს სს ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსი” (ს/კ 404476205) და სს ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსზე” (ფაქტობრივი მისამართი: ქ. ზუგდიდი, გამსახურდიას ქ. №206) გაიცეს ,,საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია.”
2.ძალადაკარგულად გამოცხადდეს სს ,,ზუგდიდის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფო „რესპუბლიკაზე” (მისამართი: ქ. ზუგდიდი, გამსახურდიას ქ.№206)გაცემული ,,საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია” – სალიცენზიო მოწმობა №000516 (ბრძანება №119/ო , 30.07. 2007წ.) .
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზირი №144) ან სასამართლოში.
4. ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე.
საფუძველი: სს ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსის” გენერალური დირექტორის , გ. მინდიაშვილის , განცხადებები: №38407, 29.04.2015 წ. , №39320, 01.05.2015 წ. და თანდართული დოკუმენტაცია .
სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე