ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2014 წლის ანგარიშის თაობაზე

მიღების თარიღი 01.05.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №3579-IIს
სარეგისტრაციო კოდი 010100000.09.001.016279
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/05/2015
matsne.gov.ge 410 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი   ქუთაისი, 1 მაისი 2015 წ. N3579-IIს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2015 წლის ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება 88% 10.06.2016 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება 87% 15.07.2020 „2017 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება 84% 19.07.2018 საჯარო სამართლის იურიდიული პირის -აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება 83% 14.03.2022 კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 83% 15.06.2020

დოკუმენტის ტექსტი

ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2014 წლის ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2014 წლის ანგარიშის თაობაზე ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2014 წლის ანგარიშში დეტალურად არის ასახული მოქალაქეთა განცხადებების განხილვის, ინსპექტორის მიერ ჩატარებული შემოწმებების და გაწეული კონსულტაციების შედეგები. ამ ანგარიშის მიზანია გასულ წელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის, არსებული ტენდენციებისა და პრობლემების ანალიზი.   2014 წელი მნიშვნელოვანი იყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებისა და განხორციელების მხრივ. ამ სფეროში დადებითი ცვლილებები და ძირითადი მიღწევები უკავშირდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მუშაობის გაუმჯობესებას, აგრეთვე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისადმი საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლას, საჯარო და კერძო ორგანიზაციების მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტების დანერგვისათვის ღონისძიებების განხორციელებას.   2014 წელს საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად კანონით დადგინდა და ინერგება სამართალდამცავი ორგანოების მიერ ფარული მიყურადებისა და სხვა ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების კანონიერების კონტროლის სისტემა; შეიქმნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის უფრო მყარი გარანტიები; ამაღლდა ინსპექტორის საქართველოს პარლამენტის წინაშე  ანგარიშვალდებულების ხარისხი; შეიცვალა ინსპექტორის არჩევის წესი; მნიშვნელოვნად გაიზარდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების ხარისხი; გაუმჯობესდა დარღვევებისათვის კანონით გათვალისწინებული ზომების გამოყენების მდგომარეობა.   ანგარიში მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა მონაცემთა დამუშავების პრინციპები და კანონიერი საფუძვლები, სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება, ვიდეოთვალთვალი, სხვა სახელმწიფოსათვის ან/და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის პერსონალურ მონაცემთა გადაცემა, პირდაპირი მარკეტინგი, მოქალაქეთა და მონაცემთა დამმუშავებლების ინფორმირებულობა.   „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 229​3  მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად   საქართველოს პარლამენტი ადგენს:   1. ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2014 წლის ანგარიში დადებითად შეფასდეს.   2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობის ხარისხის, ეფექტიანობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით დადგინდეს  შემდეგი რეკომენდაციები:   ა) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა გააძლიეროს პერსონალურ მონაცემთა დამმუშავებლებთან კომუნიკაცია კონსულტაციებისა და სამართლებრივი ექსპერტიზის ფორმით, პერსონალურ მონაცემთა ბაზების ხელმისაწვდომობის შეუზღუდაობის და დიდი მოცულობის არასათანადო პერსონალური მონაცემების შეგროვების საკითხებთან დაკავშირებით;    ბ) უფრო ფართოდ იქნეს გამოყენებული მედიასაშუალებები, რათა საქართველოში გაიზარდოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის, როგორც ახალი ინსტიტუტის, ცნობადობა, რაც, თავის მხრივ, საკუთარ უფლებებთან მიმართებით მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს;   გ) დაჩქარდეს ნორმატიული აქტების შემუშავება, აგრეთვე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ოფიციალური კომენტარების მომზადება ერთგვაროვანი პრაქტიკის დანერგვისათვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული პერსონალურ მონაცემთა დამმუშავებლების მიერ კანონის ნორმების განსხვავებული და არასწორი ინტერპრეტაცია;   დ) შეძლებისდაგვარად სწრაფად გაიმართოს ტექნიკურად 2014 წელს კანონმდებლობით ჩამოყალიბებული სამართალდამცავი ორგანოების მიერ ფარული მიყურადებისა და სხვა ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების კანონიერების კონტროლის სისტემა მოქალაქეთა უფლებების ეფექტიანი დაცვის უზრუნველსაყოფად.   3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედავით უსუფაშვილი ქუთაისი, 1 მაისი 2015 წ. N3579-IIს