სს „პრივატბანკისათვის“ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტის
განკარგულება№217
2015 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
სს „პრივატბანკისათვის“ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და 49–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ.გ“ ქვეპუნქტების და მე–7 მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–13 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 22–ე მუხლის მე–6 პუნქტის, „კომერციული ბანკების ლიცენზირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 17 ივნისის №52/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 27 ივნისის №66/04 ბრძანების საფუძველზე:
1. სს „პრივატბანკს“ გაუუქმდეს საბანკო საქმიანობის ლიცენზია.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს“სს „ტაოპრივატბანკის“ საფირმო სახელწოდების ცვლილების გამო სალიცენზიო მოწმობაში ცვლილების შეტანის თაობაზე“საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2010 წლის 29 დეკემბრის №1399 განკარგულება.
3. საქართველოს ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემების დეპარტამენტმა დახუროს სს „პრივატბანკის“ საკორესპონდენტო ანგარიშები უცხოურ ვალუტაში, საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილი უცხოური ვალუტის მინიმალური რეზერვის, საკასო და სადეპოზიტო ანგარიშები. სს „პრივატბანკის“ აღნიშნულ ანგარიშებზე რიცხული თანხებიჩარიცხოს სს „საქართველოს ბანკის“ შესაბამისი დანიშნულების ანგარიშებზე, ხოლო მინიმალური რეზერვის ანგარიშებზე დარიცხული პროცენტი ჩარიცხოს სს „საქართველოს ბანკის“ საკორესპონდენტო ანგარიშებზე.
4. ამ განკარგულების ამოქმედებიდან 2015 წლის 10 ნოემბრამდე სს „საქართველოს ბანკს“შეუნარჩუნდეს სს „პრივატბანკის“ ეროვნულ ბანკში გახსნილი საკორესპონდენტო ანგარიში ლარში და ანგარიში დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS)სისტემაში „სს „საქართველოს ბანკის“ დროებითი კოდი“ სახელწოდების ქვეშ. „სს „საქართველოს ბანკის დროებით კოდზე“ დასაშვებია მხოლოდ ჩარიცხვებისგანხორციელება.
5. სს „პრივატბანკის“ RTGS სისტემის პროფილები და მომხმარებლის სახელები დარჩეს უცვლელი, რომლის განკარგვის უფლებამოსილება ექნება სს „საქართველოს ბანკს“.
6. ამ განკარგულების ამოქმედებიდან 2015 წლის 10 ნოემბრამდე სს „პრივატბანკს“ მინიჭებული RTGS სისტემაში მონაწილის კოდი და IBA N კოდი გამოიყენოს სს „საქართველოს ბანკმა“.
7. ამ განკარგულების ამოქმედებიდან 2015 წლის 10 ნოემბრამდე საგადახდო სისტემების დეპარტამენტის მიერ „სს „საქართველოს ბანკის დროებით კოდზე“ მიღებული ჩარიცხვების ჯამური თანხის გადატანა ყოველდღიურად (საოპერაციო დღის ბოლოს) განხორციელდეს „სს „საქართველოს ბანკის“ ანგარიშსწორების ანგარიშზე – BAGAGE22.
8. გაუქმდეს სს „პრივატბანკის“ მონაწილეობასახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემაში (CSD სისტემა).
9. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.
10. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
11. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.
ვიცე–პრეზიდენტი ოთარ ნადარაია