„ახალგორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამების განკარგვის, დაფინანსების და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 22 იანვრის N3 დადგენილებაში (190040000.35.150.016077) ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№21
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.150.016087
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/05/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №21

2015 წლის 22 მაისი

ს. წეროვანი

 

„ახალგორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამების განკარგვის, დაფინანსების და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 22 იანვრის №3 დადგენილებაში (190040000.35.150.016077) ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
   საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" მე-16 მუხლის მესამე პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მეოთხე პუნქტის საფუძველზე, ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო   ა დ გ ე ნ ს:

მუხლი 1
  „ახალგორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამების განკარგვის, დაფინანსებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 22 იანვრის №3 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება  და დამატება:

 1. დადგენილების შესავალი ნაწილიდან (პრეამბულა) ამოღებულ იქნეს მეორე აბზაცის ბოლო წინადადება „თუ იგი არ მოიცავს მშობიარობისა ან დამატებითი ფასიანი მომსახურებისათვის გასაწევ ხარჯებს“.

მუხლი 2
 დადგენილების მეორე მუხლის მეორე პუნქტის „ა" ქვეპუნქტს ბოლოში დაემატოს სიტყვები „დოკუმენტი მისი გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის შესახებ“.
მუხლი 3
შეიცვალოს დადგენილების მესამე მუხლის პირველი პუნქტი ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტამდე და  იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„ავადმყოფთა სოციალური დაცვის პროგრამა ითვალისწინებს დევნილი მოქალაქეების იმ გადაუდებელი გამოკვლევების, მკურნალობების, ოპერაციებისა და სხვა სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას, რომელიც არ ფინანსდება ან ნაწილობრივ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით. დაფინანსება ეხება ახალგორის მუნიციპალიტეტიდან დევნილ მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი სტატუსი, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ დევნილ მოქალაქეებზე დაქორწინებულთ, აგრეთვე მათ, ვისაც ფულად კომპენსაციაზე ყოფნის ან სხვა მიზეზის გამო არა აქვთ დევნილის სტატუსი და შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ცნობის საშუალებით ადასტურებს 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე მოქალაქის ახალგორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების ფაქტს.".

მუხლი 4
დადგენილების მესამე მუხლის პირველი პუნქტის „ა" ქვეპუნქტის ბოლოს  დაემატოს წინადადება: „– სამედიცინო დახმარების გაწევის პროცესის ოპერატიულობის უზრუნველყოფის მიზნით მიზანშეწონილად ჩაითვალოს საგარანტიო წერილის გაცემა კომისიაზე განუხილველად“.
მუხლი 5
ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ბოლოს დაემატოს წინადადება:  „ერთ მოქალაქეზე წლის განმავლობაში გაწეული სამედიცინო მომსახურების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1500 (ათას ხუთას) ლარს“.
მუხლი 6
შეიცვალოს დადგენილების მეხუთე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები და  ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„1.   ახალგორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამების განკარგვა-გაცემის პროცესის ორგანიზებას უზრუნველყოფს ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური, ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური პროგრამების განკარგვისა და დაფინანსების კომისია.        

  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში ხდება მოქალაქეთა განცხადებების, დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტების თავმოყრა, პირველადი განხილვა და კომისიის სხდომისათვის მომზადება.

2. კომისია ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტებთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილი დოკუმენტაციის შემთხვევაში კომისიაზე განხილვის შემდეგ ამზადებს დასკვნას, ხოლო ხარვეზების შემთხვევაში დოკუმენტაციას უბრუნებს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს შენიშვნების გამოსასწორებლად.

განმცხადებლის ქმედუუნარობის შემთხვევაში განცხადება და დოკუმენტაცია შესაძლებელია წარმოადგინოს ოჯახის წევრმა.".

მუხლი 7
შეიცვალოს დადგენილების მეცხრე მუხლის პირველი პუნქტი და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„1. სოციალური დახმარების გაწევის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით.".

მუხლი 8
 დადგენილების მეათე მუხლის პირველი პუნქტი შეიცვალოს და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„1.     პროგრამის მოქმედება არ ვრცელდება: ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობაზე, მშობიარობაზე (მათ შორის საკეისრო კვეთა), ფიზიოთერაპიულ და კურორტულ მომსახურებაზე; ტრანსპლანტაციის ხარჯებზე (არ ნაზღაურდება ინპლანტატის საფასური, გარდა იმ ნოზოლოგიისა, რომელიც ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით), სამედიცინო ხასიათის დამხმარე საშუალებების დაფინანსებაზე: სათვალე, კონტაქტური ლინზები, სმენის აპარატი (მათ შორის, იმ პროცედურებზე, რომელთა ჩადგმა საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას), გარდა იმ ნოზოლოგიებისა, რომლებიც ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით: სტომატოლოგიურ მომსახურებაზე (გარდა იმ ნოზოლოგიისა, რომელიც ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით), მედიკამენტებზე.

მუხლი 9
დადგენილების მეათე მუხლის მესამე პუნქტი გაუქმდეს.
მუხლი 10
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ბალაშვილი