„დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 ოქტომბრის N27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№22
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.156.016320
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/04/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №22

2018 წლის 29 მარტი

ქ. დმანისი

 

„დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 ოქტომბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს   ორგანული   კანონის „ადგილობრივი   თვითმმართველობის   კოდექსი“   61-ე მუხლის პირველი და  მე-2  პუნქტებისა და „ნორმატიული  აქტების  შესახებ“  საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
„დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 ოქტომბრის N27 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/10/2015წ.; სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.156.016221) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„დმანისის მუნიციპალიტეტის მერისა და დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“.

ბ) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტის მერისა და დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი დანართი № 1-ის შესაბამისად“.

გ) დანართი  №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 აპრილიდან.

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ ოქრიაშვილი



დანართი №1
დმანისის მუნიციპალიტეტის მერისა და დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს წესი განსაზღვრავს დმანისის მუნიციპალიტეტის მერისა (შემდეგში – მერი) და დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (შემდეგში – საკრებულოს წევრი) მიერ ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის პროცედურებს, ვადებსა და სამართლებრივ პირობებს.

2. ამ წესის მიზანია საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრულ შემთხვევებში, უზრუნველყოს დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჩართულობა და ინფორმირებულობა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობაში.

მუხლი 2. მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა

1. მუნიციპალიტეტის მერი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები ვალდებული არიან, წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1-ლი ნოემბრისა, მოაწყონ საჯარო შეხვედრები მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან და წარუდგინონ მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.

2. მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს წევრები უფლებამოსილნი არიან მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრები მოაწყონ და წარუდგინონ მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულემებისამებრ, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.

მუხლი 3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული საკრებულოს  წევრის ანგარიშის წარდგენა

1. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული საკრებულოს წევრი ვალდებულია წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1-ლი ნოემბრისა, მოაწყოს საჯარო შეხვედრები და წარუდგინოს  ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ შესაბამისი მაჟორიტარული ოლქის ამომრჩეველს.

2. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული საკრებულოს წევრი უფლებამოსილია, მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრები მოაწყოს და წარუდგინოს მათ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში ნებისმიერ დროს,  გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.

მუხლი 4. მუნიციპალიტეტის საკრებულოს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული საკრებულოს წევრის ანგარიშის წარდგენა

1. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული საკრებულოს წევრი ვალდებულია წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1-ლი ნოემბრისა, მოაწყოს საჯარო შეხვედრები და წარუდგინოს ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის რომელიმე დასახლებული პუნქტის ამომრჩეველს, საკუთარი შეხედულებისამებრ.

2. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, არჩეული საკრებულოს წევრი უფლებამოსილია, მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრები მოაწყოს და წარუდგინოს მას გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში ნებისმიერ დროს, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.

მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ამომრჩევლის უფლებამოსილება საჯარო განხილვისას

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირიებულ ამომრჩეველს უფლება აქვს, შეუზღუდავად დაესწროს მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ანგარიშების განხილვას, დასვას შეკითხვა, გამოთქვას საკუთარი მოსაზრება.

მუხლი 6. ამომრჩევლის წინასწარი ინფორმირება

მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრის მოწყობამდე და მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენამდე 1(ერთი) კვირით ადრე, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის განთავსებას მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე და მუნიციპალიტეტში არსებულ ბეჭდვით ორგანოში.

მუხლი 7. საჯარო შეხვედრების ორგანიზება

1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ამომჩეველთან საჯარო შეხვედების ტექნიკურ ორგანიზებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი, მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების დახმარებით.

2. მუნიციპალიტეტის მერის საჯარო შეხვედრების ტექნიკურ ორგანიზებას უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები.

3. მუნიციპალიტეტის მერის და საკრებულოს წევრების ამომრჩეველთან შეხვედრისას დგება ამომრჩეველთან შეხვედრის ოქმი. ოქმში მითითებული უნდა იქნეს ამომრჩეველთან შეხვედრის თარიღი და ადგილი, ოქმის ნომერი, გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოკლე მიმოხილვა და, საჭიროების შემთხვევაში სხვა ინფორმაცია. ოქმის შედგენა შესაძლებელია აუდიო-ვიდეო ტექნიკის გამოყენებით.

4. საჯარო შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში ან სხვა საჯარო სივრცეში, ასევე შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში.