„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერამომრჩევლებისათვის გაწეული საქმიანობის თაობაზე ანგარიშისწარდგენისა და საჯარო შეხვედრების გამართვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის27 თებერვლის № 84 დადგენილებაში ცვლილების შეტანისთაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №98 |
|
2019 წლის 24 აპრილი ქ. ქუთაისი |
1. შეიცვალოს დადგენილების სათაური და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩევლებისათვის გაწეული საქმიანობის თაობაზე ანგარიშის წარდგენისა და საჯარო შეხვედრების გამართვის წესის დამტკიცების შესახებ“.
2. შეიცვალოს დადგენილების პრეამბულაში ფრაზა: „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 130-ე მუხლის საფუძველზე,“ ფრაზით: „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილების დანართის (ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი) მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 130-ე მუხლისა და „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №9 დადგენილების დანართის (ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,“.
3. შეიცვალოს დადგენილების დანართი და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
(დანართი წინამდებარე დადგენილებას თან ერთვის)
|
2. ამ წესის მიზანია საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრულ შემთხვევებში, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრის მოსახლეობის წინაშე ანგარიშვალდებულების, განხორციელებული საქმიანობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის საქმიანობაში მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა.
2. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს წევრი გაწეული მუშაობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს ამომრჩევლებს წარუდგენს საჯარო შეხვედრებზე, რომელთა რაოდენობა, წარდგენის ფორმა, გამართვის ადგილი და დრო განისაზღვრება მათი შეხედულებისამებრ, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. საჯარო შეხვედრები შესაძლებელია გაიმართოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ სხდომათა დარბაზში ან/და მოქალაქეთათვის წინასწარ ცნობილ სხვა საჯარო სივრცეში.
4. ანგარიში წინასწარ, შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე მაინც, პროაქტიულად, ელექტრონული ფორმით, უნდა იქნეს გამოქვეყნებული. აგრეთვე, ერთი კვირით ადრე საჯაროდ უნდა გამოქვეყნდეს მოსახლეობასთან ანგარიშის წარდგენის დღე, ადგილი, საათი და დღის წესრიგი (მისი არსებობის შემთხვევაში). საკრებულოს წევრის ანგარიშის გამოქვეყნებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი, ხოლო მუნიციპალიტეტის მერის ანგარიშს საჯაროდ აქვეყნებს მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – მერიის ადმინისტრაციული სამსახური.
5. ნებისმიერ ამომრჩეველს, შეუზღუდავად, უფლება აქვს დაესწროს საჯარო შეხვედრას და დასვას შეკითხვა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ ნებისმიერ საკითხზე.
6. საჭიროების შემთხვევაში, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრის საჯარო შეხვედრების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებენ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურისა და საკრებულოს აპარატის წინასწარ განსაზღვრული თანამშრომლები.
7. საჯარო შეხვედრის წარმართვაზე განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი ორგანიზებას უკეთებს შეხვედრის ჩატარებას, უზრუნველყოფს შეხვედრაზე შეკითხვის დასმის მსურველი ამომრჩევლებისა და სიტყვით გამომსვლელ პირთა აღრიცხვასა და შეხვედრაზე მათი გამოსვლის რიგითობის დაცვას.
8. საჯარო შეხვედრის შესახებ დგება წერილობითი ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ საჯარო შეხვედრის წარმართვაზე პასუხისმგებელი და ანგარიშის წარმდგენი პირები. ოქმში მითითებული უნდა იქნეს ამომრჩეველებთან შეხვედრის თარიღი, დაწყებისა და დასრულების დრო, ადგილი, ოქმის ნომერი, დამსწრე მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა ვინაობა, გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოკლე მიმოხილვა, შეხვედრაზე მოქალაქეთა მიერ დასმული წინადადებები და გამოთქმული შენიშვნები.
2. საკრებულოს წევრის ანგარიში, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში გაწეული სამუშაოს შესახებ, უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს ფრაქციის სხდომების რაოდენობას, რომლებშიც მონაწილეობდა ანგარიშის წარმდგენი და ამ სხდომებზე მის მიერ ინიციირებულ საკითხთა ჩამონათვალს;
ბ) ანგარიშის წარმდგენის ინიციირებულ პროექტებთან დაკავშირებით, საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და ამომრჩევლის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ;
გ) მოქალაქეებთან ჩატარებული შეხვედრებისა და დამსწრე მოქალაქეთა რაოდენობის, შეხვედრებზე გამოკვეთილი ძირითადი საკითხებისა და განხორციელებული საქმიანობის შედეგად მიღებული შედეგის შესახებ.
3. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ანგარიში უნდა მოიცავდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში გაწეული სამუშაოს შესახებ დეტალურ ინფორმაციას.
2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულისა, ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ დამატებით შესაძლებელია გამოქვეყნდეს სხვა ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიასაშუალებებშიც.