ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩევლებისათვის გაწეული საქმიანობის თაობაზე, ანგარიშის წარდგენისა და საჯარო შეხვედრების გამართვის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (8 მუხლი)
|
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №84 |
|
2019 წლის 27 თებერვალი ქ. ქუთაისი |
(დანართი წინამდებარე დადგენილებას თან ერთვის)
|
2. ამ წესის მიზანია საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრულ შემთხვევებში, საკრებულოს წევრის მოსახლეობის წინაშე ანგარიშვალდებულების, განხორციელებული საქმიანობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობაში მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა.
2. საკრებულოს წევრი გაწეული მუშაობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს ამომრჩეველს წარუდგენს საჯარო შეხვედრებზე, რომელთა რაოდენობა, წარდგენის ფორმა, გამართვის ადგილი და დრო განისაზღვრება საკრებულოს წევრის მიერ საკუთარი შეხედულებისამებრ, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. საჯარო შეხვედრა შესაძლებელია გაიმართოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ სხდომათა დარბაზში ან/და მოქალაქეთათვის წინასწარ ცნობილ სხვა საჯარო სივრცეში.
4. საკრებულოს აპარატი ვალდებულია პროაქტიულად, ელექტრონული ფორმით გამოაქვეყნოს საკრებულოს წევრის მიერ მოსახლეობასთან შეხვედრისა და ანგარიშის წარდგენის დღე, ადგილი, საათი და დღის წესრიგი (მისი არსებობის შემთხვევაში) – შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე მაინც.
5. ნებისმიერ ამომრჩეველს, შეუზღუდავად, უფლება აქვს დაესწროს საჯარო შეხვედრას და დასვას შეკითხვა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ ნებისმიერ საკითხზე.
6. საჭიროების შემთხვევაში, საკრებულოს წევრის საჯარო შეხვედრების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.
7. საკრებულოს წევრი წინასწარ განსაზღვრავს საჯარო შეხვედრის წარმართვაზე პასუხისმგებელ პირს, რომელიც ორგანიზებას უკეთებს შეხვედრის ჩატარებას, უზრუნველყოფს შეხვედრაზე შეკითხვის დასმის მსურველი ამომრჩევლებისა და სიტყვით გამომსვლელ პირთა აღრიცხვასა და შეხვედრაზე მათი გამოსვლის რიგითობის დაცვას.
8. საჯარო შეხვედრის შესახებ დგება წერილობითი ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ საჯარო შეხვედრის წარმართვაზე პასუხისმგებელი და ანგარიშის წარმდგენი პირები. ოქმში მითითებული უნდა იქნეს ამომრჩეველთან შეხვედრის თარიღი, დაწყებისა და დასრულების დრო, ადგილი, ოქმის ნომერი, დამსწრე მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა ვინაობა, გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოკლე მიმოხილვა, შეხვედრაზე მოქალაქეთა მიერ დასმული წინადადებები და გამოთქმული შენიშვნები.
2. საკრებულოს წევრის ანგარიში, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში გაწეული სამუშაოს შესახებ უნდა მოიცავდეს ინფორმაციას:
ა) საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს ფრაქციის სხდომების რაოდენობის შესახებ, რომლებშიც მონაწილეობდა ანგარიშის წარმდგენი და ამ სხდომებზე მის მიერ ინიციირებულ საკითხთა ჩამონათვალის თაობაზე;
ბ) ანგარიშის წარმდგენის ინიციირებულ პროექტებთან დაკავშირებით, საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და ამომრჩევლის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ;
გ) მოქალაქეებთან ჩატარებული შეხვედრებისა და დამსწრე მოქალაქეთა რაოდენობის, შეხვედრებზე გამოკვეთილი ძირითადი საკითხებისა და განხორციელებული საქმიანობის შედეგად მიღებული შედეგის შესახებ.
2. საკრებულოს წევრის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულისა, დამატებით შესაძლებელია გამოქვეყნდეს სხვა ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიასაშუალებებშიც.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩევლებისათვის გაწეული საქმიანობის თაობაზე, ანგარიშის წარდგენისა და საჯარო შეხვედრების გამართვის წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩევლებისათვის გაწეული საქმიანობის თაობაზე, ანგარიშის წარდგენისა და საჯარო შეხვედრების გამართვის წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.04.2019.
- როდის იქნა მიღებული „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩევლებისათვის გაწეული საქმიანობის თაობაზე, ანგარიშის წარდგენისა და საჯარო შეხვედრების გამართვის წესის დამტკიცების შესახებ“?
- „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩევლებისათვის გაწეული საქმიანობის თაობაზე, ანგარიშის წარდგენისა და საჯარო შეხვედრების გამართვის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 27.02.2019. მიმღები ორგანო — ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №84. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.123.016487.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩევლებისათვის გაწეული საქმიანობის თაობაზე, ანგარიშის წარდგენისა და საჯარო შეხვედრების გამართვის წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 24.04.2019-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩევლებისათვის გაწეული საქმიანობის თაობაზე, ანგარიშის წარდგენისა და საჯარო შეხვედრების გამართვის წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 8 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩევლებისათვის გაწეული საქმიანობის თაობაზე, ანგარიშის წარდგენისა და საჯარო შეხვედრების გამართვის წესის დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩევლებისათვის გაწეული საქმიანობის თაობაზე, ანგარიშის წარდგენისა და საჯარო შეხვედრების გამართვის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.04.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩევლებისათვის გაწეული საქმიანობის თაობაზე, ანგარიშის წარდგენისა და საჯარო შეხვედრების გამართვის წესის დამტკიცების შესახებ“, №84, 27.02.2019, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016487 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.04.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4493775/