ადიგენის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესისა და საკრებულოს წევრების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №75 |
|
2018 წლის 2 ოქტომბერი დაბა ადიგენი |
|
1. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს მუნიციპალიტეტის მერის და საკრებულოს წევრების მიერ ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრის მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის საკითხებს.
2. ამ წესის მიზანია საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ განსაზღვრულ შემთხვევებში უზრუნველყოს ადიგენის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჩართულობა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობაში და მათი ინფორმირებულობა ზემოაღნიშნული ორგანოების საქმიანობის შესახებ.
1.მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს წევრები ვალდებული არიან წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, მოაწყონ საჯარო შეხვედრა ამომრჩევლებთან და წარუდგინონ მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.
2.საჯარო შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს სხდომათა დარბაზში ან სხვა საჯარო სივრცეში, ასევე მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, რასაც ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი ან/და მერიის ადმინისტრაციული სამსახური.
3.საჯარო შეხვედრაზე ანგარიში წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი სახით, ასევე შესაძლებელია საკრებულოს მიერ დამტკიცებული სპეციალური ფორმის მიხედვით. ანგარიშის წარდგენისას დასაშვებია აუდიო, ვიდეო და კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება.
4. საჯარო შეხვედრაზე ანგარიშის მოსმენის სხდომას წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.
5. მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრების ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრებისას დგება საჯარო შეხვედრების სხდომის ოქმი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს შეხვედრის თარიღი, ადგილი და დრო, ოქმის ნომერი, გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოკლე მიმოხილვა, მოქალაქეთა მიერ დასმული შეკითხვები და საჭიროების შემთხვევაში სხვა ინფორმაცია.
1.მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს შეუზღუდავად დაესწროს გამართულ საჯარო ანგარიშების განხილვას.
2. საჯარო შეხვედრაზე დამსწრე ამომრჩევლებს ანგარიშის წარდგენის შემდეგ უფლება აქვთ დასვან შეკითხვები, გამოთქვან შენიშვნები და წინადადებები, შეაფასონ მომხსენებლის საქმიანობა.
3.მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს წევრები ვალდებულნი არიან საჯარო შეხვედრის დროს ანგარიშის განხილვისას უპასუხონ ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს.
1.მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობამდე და მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენამდე 1 (ერთი) კვირით ადრე მაინც, საკრებულოს აპარატი და მერიის ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის განთავსებას მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე www.adigeni.ge საჯაროდ გამოქვეყნებას.
2..მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრების მიერ წარდგენილი ანგარიშები ქვეყნდება საჯაროდ მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე www.adigeni.ge ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში.
ამ წესში ცვლილებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
დანართი 2
თანამდებობის დასახელება ------------------------------------------------------------------------
ფრაქციის დასახელება ------------------------------------------------------------------------------
კომისიის დასახელება -------------------------------------------------------------------------------
არჩევის წესი (მაჟორიტარული ოლქების მითითებით) -------------------------------
საანგარიშო პერიოდი - 20 ____ წლის ____- დან 20____ წლის ____მდე.
ანგარიშის ტიპი (რიგითი, რიგგარეშე) ----------------------------------------------------
1. საანგარიშო პერიოდში განხორციელებული საქმიანობა
1. სულ საკრებულოს სხდომების რაოდენობა -----------------------
საკრებულოს სხდომებზე დასწრება -----------------------
2. სულ კომისიის სხდომების რაოდენობა ---------------------- მ/შ დროებითი კომისიების
კომისიის სხდომებზე დასწრება ----------------------- მ/შ დროებით კომისიებში
3. სულ ფრაქციის სხდომების რაოდენობა ----------------------------
ფრაქციის სხდომებზე დასწრება -------------------------
4. საკრებულოს წევრის მიერ ინიციირებული საკითხები
---------------------------------------------------------------------------------------------------------
ინიციირებული საკითხებიდან მიღებულ იქნა ------------- დადგენილება, ---------- განკარგულება.
5. საკრებულოს წევრის მიერ მხარდაჭერილი მნიშვნელოვანი საკითხები
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
6. ის საკითხები, რომლებსაც საკრებულოს წევრმა მხარი არ დაუჭირა
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
7. მოქალაქეებთან შეხვედრების რაოდენობა ------------------------ და შეხვედრებზე მონაწილე მოქალაქეთა რაოდენობა ------------------
8. მოქალაქეებთან შეხვედრებზე გამოთქმული ძირითადი საკითხები
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
9. მოქალაქეთა პრობლემებზე საკრებულოს წევრის რეაგირების ფორმები (მათ შორის, კონკრეტული საკითხები)
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2. საკრებულოს წევრის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული სხვა საქმიანობა
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
შევსების თარიღი ------------------------
წარდგენის თარიღი -----------------------
ხელის მოწერა ------------------------