მესტიის მუნიციპალიტეტის მერისა და მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №5 |
|
2018 წლის 23 იანვარი დაბა მესტია |
|
1. ეს წესი განსაზღვრავს მესტიის მუნიციპალიტეტის მერისა (შემდგომში ,,მერი“) და მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (შემდგომში ,,საკრებულოს წევრი“) მიერ ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის პროცედურებს, ვადებსა და სამართლებრივ პირობებს.
2. ამ წესის მიზანია საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრულ შემთხვევებში უზრუნველყოს მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჩართულობა და ინფორმირებულობა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობაში.
1. მერი და საკრებულოს წევრი ვალდებულნი არიან, წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1-ლი ნოემბრისა, მოაწყონ საჯარო შეხვედრები მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან და წარუდგინონ მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.
2. მერი და საკრებულოს წევრი უფლებამოსილნი არიან მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრები მოაწყონ და წარუდგინონ მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. საჯარო შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს საკრებულოსა და მერიის სხდომათა დარბაზში ან სხვა საჯარო სივრცეში, ასევე მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, რასაც ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი და/ან მერიის ადმინისტრაციული სამსახური.
4. საჯარო შეხვედრაზე ანგარიში წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი სახით, ასევე შესაძლებელია საკრებულოს მიერ დამტკიცებული სპეციალური ფორმის მიხედვით. ანგარიშის წარდგენისას დასაშვებია აუდიო, ვიდეო და კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება.
1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს, შეუზღუდავად დაესწროს საჯარო ანგარიშების განხილვას.
2. საჯარო შეხვედრაზე დამსწრე ამომრჩევლებს, ანგარიშის წარდგენის შემდეგ, უფლება აქვთ დასვან შეკითხვები, გამოთქვან შენიშვნები და წინადადებები, შეაფასონ მომხსენებლის საქმიანობა.
3. მერი და საკრებულოს წევრები ვალდებულნი არიან საჯარო შეხვედრის დროს ანგარიშის განხილვისას უპასუხონ ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს.
1. მერი და საკრებულოს წევრის მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრის მოწყობამდე და მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენამდე ერთი კვირით ადრე მაინც, საკრებულოს აპარატი და მერიის ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის განთავსებას მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე და მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში.
2. მერი და საკრებულოს წევრის მიერ წარდგენილი ანგარიშები ოფიციალურად ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში.
1. საკრებულოს წევრის ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრების ორგანიზებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი, მუნიციპალიტეტი მერიის შესაბამისი სამსახურების დახმარებით.
2. მერის საჯარო შეხვედრების ორგანიზებას უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები.
3. მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრის ამომრჩეველთან შეხვედრისას დგება ამომრჩეველთან შეხვედრის ოქმი. ოქმში მითითებული უნდა იქნეს ამომრჩეველთან შეხვედრის თარიღი და ადგილი, ოქმის ნომერი, გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოკლე მიმოხილვა და საჭიროების შემთხვევაში სხვა ინფორმაცია. ოქმის შედგენა შესაძლებელია აუდიო-ვიდეოტექნიკის გამოყენებით.
ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საკრებულოს დადგენილებით კანონმდებლობით დადგენილი წესით.
შესახებ ანგარიშის ფორმა
თანამდებობის დასახელება _________________________________________________________
ფრაქციის დასახელება ______________________________________________________________
კომისი(ებ)ის დასახელება ___________________________________________________________
არჩევის წესი (მაჟორიტარული ოლქის მითითებით) ____________________________________
საანგარიშო პერიოდი 20 ___ წლის _______ -დან 20 _____ წლის ___________ მდე.
ანგარიშის ტიპი (რიგითი, რიგგარეშე) ________________________________________________
საანგარიშო პერიოდში განხორციელებული საქმიანობა:
1. სულ საკრებულოს სხდომის რაოდენობა __________
საკრებულოს სხდომებზე დასწრება _____________
2. სულ კომისიის სხდომების რაოდენობა _____________ მ/შ დროებითი კომისიების __________
კომისიის სხდომებზე დასწრება _______________ მ/შ დროებითი კომისიების _______________
3. სულ ფრაქციების სხდომების რაოდენობა ___________
ფრაქციის სხდომებზე დასწრება ___________________
4. საკრებულოს წევრების მიერ მხარდაჭერილი მნიშვნელოვანი საკითხები
__________________________________________________________
5. ის საკითხები, რომლებსაც საკრებულოს წევრმა მხარი არ დაუჭირა
_________________________________________________________
6. მოქალაქეებთან შეხვედრების რაოდენობა _____________ და შეხვედრებზე მონაწილე მოქალაქეთა რაოდენობა ____________
7. მოქალაქეებთან შეხვედრისას გამოთქმული ძირითადი საკითხები
___________________________________________________________________
8. მოქალაქეთა პრობლემებზე საკრებულოს წევრის რეაგირების ფორმები (მათ შორის, დადებითად გადაწყვეტილი კონკრეტული საკითხები)
__________________________________________________________________________
_____________________________________________________________________
II. საკრებულოს წევრის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული სხვა საქმიანობა
__________________________________________________________________________________
შევსების თარიღი _________________
წარდგენის თარიღი _______________
ხელის მოწერა ____________________