მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №35 |
|
2015 წლის 25 ნოემბერი დაბა მესტია |
|
1. ეს წესი განსაზღვრავს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლისა (შემდგომში ,,გამგებელი“) და მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (შემდგომში ,,საკრებულოს წევრი“) მიერ ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის პროცედურებს, ვადებსა და სამართლებრივ პირობებს.
2. ამ წესის მიზანია საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრულ შემთხვევებში, უზრუნველყოს მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჩართულობა და ინფორმირებულობა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობაში.
1. გამგებელი და საკრებულოს წევრი ვალდებულნი არიან, წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1-ლი ნოემბრისა, მოაწყონ საჯარო შეხვედრები მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან და წარუდგინონ მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.
2. გამგებელი და საკრებულოს წევრი უფლებამოსილნი არიან მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრები მოაწყონ და წარუდგინონ მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. საჯარო შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს საკრებულოსა და გამგეობის სხდომათა დარბაზში ან სხვა საჯარო სივრცეში, ასევე მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, რასაც ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი და/ან გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური.
4. საჯარო შეხვედრაზე ანგარიში წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი სახით, ასევე შესაძლებელია საკრებულოს მიერ დამტკიცებული სპეციალური ფორმის მიხედვით. ანგარიშის წარდგენისას დასაშვებია აუდიო, ვიდეო და კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება.
1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს, შეუზღუდავად დაესწროს საჯარო ანგარიშების განხილვას.
2. საჯარო შეხვედრაზე დამსწრე ამომრჩევლებს, ანგარიშის წარდგენის შემდეგ, უფლება აქვთ დასვან შეკითხვები, გამოთქვან შენიშვნები და წინადადებები, შეაფასონ მომხსენებლის საქმიანობა.
3. გამგებელი და საკრებულოს წევრები ვალდებულნი არიან საჯარო შეხვედრის დროს ანგარიშის განხილვისას უპასუხონ ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს.
1. გამგებელი და საკრებულოს წევრის მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრის მოწყობამდე და მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენამდე ერთი კვირით ადრე მაინც, საკრებულოს აპარატი და გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის განთავსებას მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე და მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში.
2. გამგებელი და საკრებულოს წევრის მიერ წარდგენილი ანგარიშები ოფიციალურად ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში.
1. საკრებულოს წევრის ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრების ორგანიზებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი, მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურების დახმარებით.
2. გამგებლის საჯარო შეხვედრების ორგანიზებას უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურები.
3. მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს წევრის ამომრჩეველთან შეხვედრისას დგება ამომრჩეველთან შეხვედრის ოქმი. ოქმში მითითებული უნდა იქნეს ამომრჩეველთან შეხვედრის თარიღი და ადგილი, ოქმის ნომერი, გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოკლე მიმოხილვა და საჭიროების შემთხვევაში სხვა ინფორმაცია. ოქმის შედგენა შესაძლებელია აუდიო-ვიდეოტექნიკის გამოყენებით.
ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საკრებულოს დადგენილებით კანონმდებლობით დადგენილი წესით.
შესახებ ანგარიშის ფორმა