ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული საქმიანობის (მუშაობის) შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (2)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №50 |
|
2018 წლის 4 მაისი ქ.ზუგდიდი |
ა) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული საქმიანობის (მუშაობის) შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი (დანართი №1);
ბ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული საქმიანობის (მუშაობის) შესახებ ანგარიშის ფორმა (დანართი №2).
ა) „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 იანვრის №1 დადგენილება;
ბ) „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს ფორმის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 ნოემბრის №38 დადგენილება.
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ
2. ამ წესის მიზანია საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრულ შემთხვევებში, უზრუნველყოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჩართულობა და ინფორმირებულობა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობაში.
2. მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია მომრჩევლებთან საჯარო შეხვედრები მოაწყოს და წარუდგინოს მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. საჯარო შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს საკრებულოსა და მერიის სხდომათა დარბაზში ან სხვა საჯარო სივრცეში, ასევე მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, რასაც ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი ან/და მერიის ადმინისტრაციული სამსახური.
4. საჯარო შეხვედრაზე სასურველია ანგარიში წარდგენილ იქნეს წერილობითი ფორმით. ანგარიშის წარდგენისას დასაშვებია აუდიო, ვიდეო და კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება.
2. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული საკრებულოს წევრი (მათ შორის, საკრებულოს თანამდებობის წევრი) ვალდებულია კვარტალში ერთხელ, მიმდინარე კვარტალის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 დღის ვადაში მოაწყოს საჯარო შეხვედრები და წარუდგინოს ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ შესაბამისი მაჟორიტარული ოლქის ამომრჩეველს.
2. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული საკრებულოს წევრი (მათ შორის საკრებულოს თანამდებობის წევრი) უფლებამოსილია, მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრები მოაწყოს და წარუდგინოს მათ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში ნებისმიერ დროს, გარდა კანონითა და საკრებულოს რეგლამენტით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. საჯარო შეხვედრაზე დამსწრე ამომრჩევლებს, ანგარიშის წარდგენის შემდეგ, უფლება აქვთ დასვან შეკითხვები, გამოთქვან შენიშვნები და წინადადებები, შეაფასონ მომხსენებლის საქმიანობა.
3. მერი და საკრებულოს წევრები ვალდებულნი არიან საჯარო შეხვედრის დროს ანგარიშის განხილვისას უპასუხონ ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს.
2. მერის და საკრებულოს წევრის მიერ წარდგენილი ანგარიშები ოფიციალურად ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში.
2. მერის საჯარო შეხვედრების ორგანიზებას უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები.
3. მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრის ამომრჩეველთან შეხვედრისას დგება ამომრჩეველთან შეხვედრის ოქმი. ოქმში მითითებული უნდა იქნეს ამომრჩეველთან შეხვედრის თარიღი, დაწყების და დასრულების დრო, ადგილი, ოქმის ნომერი, დამსწრე მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა ვინაობა, გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოკლე მიმოხილვა და საჭიროების შემთხვევაში სხვა ინფორმაცია. ოქმის შედგენა შესაძლებელია აუდიო-ვიდეო ტექნიკის გამოყენებით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის გაწეული საქმიანობის (მუშაობის) შესახებ ანგარიშის ფორმა
საკრებულოს წევრის სახელი, გვარი_________________________________________
თანამდებობის დასახელება__________________________________________________
ფრაქციის დასახელება ______________________________________________________
კომისი(ებ)ის დასახელება ___________________________________________________
არჩევის წესი (მაჟორიტარული ოლქის მითითებით) ___________________________
საანგარიშო პერიოდი 20 ___ წლის _______ -დან 20 _____ წლის ___________ მდე.
ანგარიშის ტიპი (რიგითი, რიგგარეშე) ________________________________________
საანგარიშო პერიოდში განხორციელებული საქმიანობა:
1. სულ საკრებულოს სხდომის რაოდენობა __________
საკრებულოს სხდომებზე დასწრება _____________
2. სულ კომისიის სხდომების რაოდენობა _____________ მ/შ დროებითი კომისიების__________
კომისიის სხდომებზე დასწრება _______________ მ/შ დროებითი კომისიების _______________
3.სულ ფრაქციების სხდომების რაოდენობა ___________
ფრაქციის სხდომებზე დასწრება ___________________
4. საკრებულოს წევრების მიერ მხარდაჭერილი მნიშვნელოვანი საკითხები _____________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________ ________________________________________
5. ის საკითხები, რომლებსაც საკრებულოს წევრმა მხარი არ დაუჭირა _____________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________
6. მოქალაქეებთან შეხვედრების რაოდენობა _____________ და შეხვედრებზე მონაწილე მოქალაქეთა რაოდენობა _____________
7. მოქალაქეებთან შეხვედრისას გამოთქმული ძირითადი საკითხები _____________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________
შევსების თარიღი _________________
წარდგენის თარიღი _______________
ხელმოწერა ____________________