ს.ს. "თბილლითონნაწარმი"-ს განცხადება რიგითი აქციონერთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სს „თბილლითონნაწარმის” აქციონერთა რიგითი კრების მოწვევის შესახებ
2015 წლის 21 ივნისს, დღის 14:00 სთ-ზე შედგება სს „თბილლითონნაწარმის” აქციონერთა რიგითი კრება მისამართზე: ქ. თბილისი, მეველეს ქ. № 7/9, შემდეგი დღის წესრიგით:
1 . სს „თბილლითონნაწარმის” 2014 წლის წლიური ანგარიში.
2. სს „თბილლითონნაწარმის” 2014 წლის სამეთვალყურეო საბჭოს წლიური ანგარიში.
3. სს „თბილლითონნაწარმის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრების არჩევნები.
4. სამეთვალყურეო საბჭო რეკომენდაციას აძლევს აქციონერთა საერთო კრებას:
- დირექციის და სამეთვალყურეო საბჭოს მუშაობა შეაფასოს დამაკმაყოფილებლად.
სააღრიცხვო თარიღად გამოცხადდეს 2015 წლის 20 მაისი.
აქციონერებს საერთო კრებაზე დასწრების უფლებამოსილება შეუძლიათ შეამოწმონ დამოუკიდებელ რეგისტრატორ „კავკასრეესტრში” მისამართზე: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის 74ა, ან უშუალოდ სააქციო საზოგადოების ადმინისტრაციაში მისამართზე: ქ. თბილისი, მეველის ქ. № 7/9, აქციონერებმა კრებაზე დასასწრებად უნდა წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
დირექტორი სოლომონ ადუაშვილი