სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „სანტასათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

მიღების თარიღი 15.05.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №983
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019136
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/05/2015
matsne.gov.ge 424 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „დათოსათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 94% 11.02.2016 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ალაზანი ენერჯისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 89% 11.10.2017 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „არიკისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 89% 31.08.2017 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „მარსისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 88% 07.12.2017 ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 22.12.2014

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „სანტასათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება №983 2015 წლის 15 მაისი ქ. თბილისი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „სანტასათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს „სანტას“ (ს/კ: №243120010) იჯარის უფლებით გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართი №2-ით გათვალისწინებული უძრავი ნივთები, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 (ოცდახუთი) წლის ვადით, წლიური საიჯარო ქირით         33 000 (ოცდაცამეტი ათასი) ლარად. 2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ნივთების იჯარის უფლებით გადაცემის პირობებად განისაზღვროს: ა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 1 იანვრამდე, ამ განკარგულების დანართი №2-ით გათვალისწინებული  უძრავი ნივთების ფართობის არანაკლებ 70%-ზე, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, ერთწლიანი ან/და მრავალწლიანი  კულტურების მოყვანა/გაშენება; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 1 იანვრამდე, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, არანაკლებ 400 000 (ოთხასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება; გ) პირადად ან/და მესამე პირების მეშვეობით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 1 იანვრამდე, შპს „სანტას“ საკუთრებაში არსებულ, წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ სანთაში მდებარე 16 002 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებული ფერმ(ებ)ის შენობის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №85.13.21.006) ფართის (არანაკლებ 700.00 კვ.მ) სარემონტო სამუშაოების შესრულება; დ)  ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 2017 წლის 1 იანვრამდე, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, არანაკლებ 200 000 (ორასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება; ე) ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველი წლის დეკემბრის თვეში, ამავე განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული უძრავი ნივთების შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის  ინფორმაციის წარდგენა ამ განკარგულების დანართი №1-ის  შესაბამისად; ვ) ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) წელიწადში ერთხელ, ამავე განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული უძრავი ნივთების ნიადაგის ნაყოფიერებისა და ხარისხის შენარჩუნება-გაუმჯობესების გამოკვლევის მიზნით, ნიადაგის ანალიზის დამადასტურებელი დოკუმენტის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის წარდგენა. 3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ქონების საიჯარო ქირის ოდენობის გადახედვა შესაძლებელია განხორციელდეს მესაკუთრის მიერ, ამავე განკარგულების გამოცემიდან  5 (ხუთ) წელიწადში ერთხელ. 4. ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად), შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე შპს „სანტამ“ წარადგინოს ამავე განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინვესტიციის საერთო ოდენობის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით. 5. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. პრემიერ-მინისტრი                                                                                        ი. ღარიბაშვილი