სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ალაზანი ენერჯისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2146
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.024888
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/04/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2146

2017 წლის 11 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

 

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ალაზანი  ენერჯისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის  შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს „ალაზანი ენერჯის“ (ს/კ: 406186577) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 99 (ოთხმოცდაცხრამეტი) წლის ვადით, წლიურ სარგებლობაში გადაცემის საფასურად − 4606.84 ლარად (ოთხი ათას ექვსას ექვსი ლარი და  ოთხმოცდაოთხი თეთრი), აღნაგობის უფლებით გადასცეს ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარე 4423.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №50.07.33.210), ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარე 4748.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №50.07.33.209) და ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხადორში მდებარე 12344.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №50.25.33.416).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემის პირობებად განისაზღვროს:

ა) სარგებლობაში გადაცემის საფასურის − 4606.84 ლარის (ოთხი ათას ექვსას ექვსი ლარი და ოთხმოცდაოთხი თეთრი) გადახდა ყოველწლიურად;

ბ) ამავე პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების გამოყენება საქართველოს მთავრობას, შპს „ალაზანი ენერჯისა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ (ს/კ:  205170036)  შორის 2016 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით განსაზღვრული ჰიდროელექტროსადგურ „ხადორი 3“-ის აშენების მიზნით.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით,  უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                     გიორგი კვირიკაშვილი

 

 


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ალაზანი ენერჯისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ალაზანი ენერჯისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.10.2017.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ალაზანი ენერჯისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ალაზანი ენერჯისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ მიღებულია 11.10.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2146. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.024888.
სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ალაზანი ენერჯისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.10.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ალაზანი ენერჯისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, №2146, 11.10.2017, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024888 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.10.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4127846/