საქართველოში აკრედიტებული რეზიდენტი და არარეზიდენტი ელჩებისა და მათი მეუღლეების აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტუმრობასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ
მიღების თარიღი 18.05.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1001
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019160
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/05/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.05.2015 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად ჩასატარებელი ტენდერის ფარგლებში, მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ფოთის ამიაკის ტერმინალისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით და ხაზოვანი ნაგებობის იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ სარკინიგზო გადაზიდვის ტარიფის გაანგარიშებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოწონებისა და მასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების გატარების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოში აკრედიტებული რეზიდენტი და არარეზიდენტი ელჩებისა და მათი მეუღლეების აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტუმრობასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:11.0pt; }
h1 { margin-top:0in; margin-right:20.15pt; margin-bottom:12.0pt; margin-left:.25in; text-align:center; font-size:14.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:11.0pt; }
p.MsoSubtitle, li.MsoSubtitle, div.MsoSubtitle { margin-top:0in; margin-right:20.15pt; margin-bottom:6.0pt; margin-left:.55in; text-align:justify; text-indent:-.3in; font-size:10.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:10.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:8.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:11.0pt; }
p.MsoQuote, li.MsoQuote, div.MsoQuote { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:.25in; margin-left:0in; text-indent:.5in; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
span.Heading1Char { font-weight:bold;}
span.SubtitleChar { }
span.QuoteChar { font-weight:bold; font-style:italic;}
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
span.BalloonTextChar { }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
span.PlainTextChar { }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:62.95pt 56.7pt 62.95pt 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1001
2015 წლის 18 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოში აკრედიტებული რეზიდენტი და არარეზიდენტი ელჩებისა და მათი მეუღლეების აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტუმრობასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ
1. დამტკიცდეს, საქართველოში აკრედიტებული რეზიდენტი და არარეზიდენტი ელჩებისა და მათი მეუღლეების, 2015 წლის 23-26 მაისს, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტუმრობასთან დაკავშირებული, მოსამზადებელი სამუშაოების თანდართული გეგმა.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ამ განკარგულებით განსაზღვრულმა უწყებებმა, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვები, გარდა წარმომადგენლობითი ხარჯებისა, განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მათთვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში.
3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აანაზღაუროს:
ა) ქ. თბილისის საკრებულოში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სახელით გამართული მიღების, გახმოვანების, მუსიკალური თანხლებისა და გაფორმების ხარჯები;
ბ) სტუმრებისათვის გადასაცემი სამახსოვრო საჩუქრების შეძენის ხარჯები;
გ) სტუმრებისათვის გადასაცემად, ვიზიტის ამსახველი ფოტოალბომების დამზადების ხარჯები;
დ) დიპლომატიური ტურის ლოგოს დიზაინის შემუშავების ხარჯები;
ე) საბეჭდი მასალების ხარჯები.
4. სსიპ - საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აანაზღაუროს:
ა) სტუმრების საქართველოში გადაადგილებისათვის საჭირო ავტოტრანსპორტისა და მასში განთავსებული სასმელი წყლის ხარჯები;
ბ) ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ღია ცის ქვეშ გამართული პიკნიკ-ლანჩისა და მასტერ-კლასის გამართვის ხარჯები;
გ) გიდების მომსახურებისა და მათი უნიფორმების ხარჯები;
დ) სტუმრებისათვის პერსონალური გახმოვანების აპარატურის დაქირავების ხარჯები;
ე) საბეჭდი მასალების ხარჯები;
ვ) ერთჯერადი საწვიმრების ხარჯები.
5. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ აანაზღაუროს:
ა) თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით, მატარებელში პროგრამის ხარჯები;
ბ) გონიოს ციხეში თეატრალური წარმოდგენის გამართვის ხარჯები;
გ) ბოტანიკურ ბაღში პიკნიკ-ლანჩის დროს, მსუბუქი კონცერტის გამართვის ხარჯები;
დ) საბეჭდი მასალების ხარჯები.
6. ეთხოვოს სს „საქართველოს რკინიგზას“ აანაზღაუროს:
ა) თბილისი-ბათუმი-თბილისის მატარებლით მგზავრობის ხარჯები;
ბ) მატარებლით მგზავრობისას, სტუმრების საუზმით, მშრალი საკვებითა და სასმელებით გამასპინძლების, მატარებელში საკითხავი მასალისა და ჰიგიენური მოხმარების ნივთების შესყიდვის ხარჯები;
გ) მცხეთაში, რესტორან „გუჯარში“ ღვინის დეგუსტაციის, ვახშმის გამართვისა და მუსიკალური გაფორმების ხარჯები.
7. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ აანაზღაუროს რეანიმობილის უზრუნველყოფის და სამედიცინო ეკიპაჟის მუდმივად თანხლების ხარჯები.
8. ეთხოვოს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას აანაზღაუროს:
ა) პიაცაზე კულტურული პროგრამის გამართვისა და გახმოვანების ხარჯები;
ბ) ბოტანიკურ ბაღში პიკნიკ-ლანჩის დროს, კონცერტის გახმოვანების ხარჯები.
9. ეთხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას აანაზღაუროს:
ა) სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმში“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, სოფლის მეურნეობისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, კონფერენცია/პრეზენტაციისას, დარბაზის დაქირავება-მოწყობის, გაფორმების, გახმოვანებისა და თარგმანის ხარჯები;
ბ) ბათუმის პიაცაზე ღია ცის ქვეშ ვახშმის გამართვის ხარჯები და ვახშმის დროს მუსიკალური პროგრამის გამართვის ხარჯები;
გ) ბათუმში პროგრამით გათვალისწინებული ობიექტების მომზადება/მოწესრიგების ხარჯები;
დ) საბეჭდი მასალების ხარჯები.
პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
დანართი
საქართველოში აკრედიტებული რეზიდენტი და არარეზიდენტი ელჩებისა და მათი მეუღლეების აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტუმრობასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სამუშაოების გეგმა
2015 წლის 23-26 მაისი
1. 23-26 მაისს, ჩატარდეს საქართველოში აკრედიტებული რეზიდენტი და არარეზიდენტი ელჩებისა და მათი მეუღლეების შემეცნებითი ტური აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. შემუშავდეს შემეცნებითი ტურის პროგრამა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს, ტურის ჩატარების მიზნით, საქართველოს უწყებათა კოორდინაცია.
(პასუხ:თ. ბერუჩაშვილი)
2. 24-25 მაისს, უზრუნველყოფილ იქნეს თბილისი-ბათუმის მიმართულებით (24 მაისს) სპეციალური მატარებლის გამოყოფა, სტუმრების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიმართულებით და უკან, რკინიგზით გადასაადგილებლად (25 მაისს). მგზავრობისას უზრუნველყოფილ იქნეს საუზმითა და მშრალი საკვებით, ასევე, სასმელებით გამასპინძლება. უზრუნველყოფილ იქნეს პროგრამა, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით.
(პასუხ:მ. ბახტაძე,კ. კანდელაკი)
3. უზრუნველყოფილ იქნეს დიპლომატიური ტური-2015-ის ლოგოს დიზაინის შემუშავება.
(პასუხ:თ. ბერუჩაშვილი)
4.23-26 მაისს, ელჩების საქართველოში სტუმრობისას, გამოიყოს საჭირო რაოდენობის შესაბამისი კლასის ავტოტრანსპორტი. ავტოტრანსპორტში მუდმივად უზრუნველყოფილ და განახლებულ იქნეს სასმელი წყალი.
(პასუხ: გ. ჩოგოვაძე)
5.უზრუნველყოფილ იქნეს სტუმრების პირადი დაცვა. საქართველოში ვიზიტის განმავლობაში, სტუმრებს მუდმივად თან ახლავს პირადი დაცვის ოფიცრები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან.
(პასუხ:ა. ჩუბინიძე)
6.უზრუნველყოფილ იქნეს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის აღმატებული ზომები სტუმრობის პროგრამით გათვალისწინებულ ობიექტებზე.
(პასუხ:ვ. გომელაური,ა. ჩუბინიძე)
7. სტუმრებს, საქართველოში ავტოტრანსპორტით გადაადგილებისას, მუდმივად თან ახლავს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ესკორტის ავტომობილები.
(პასუხ:ა. ჩუბინიძე)
8. უზრუნველყოფილ იქნეს პროგრამით გათვალისწინებული ობიექტების ელექტროენერგიით შეუფერხებელი მომარაგების კონტროლი.
(პასუხ:კ. კალაძე)
9. უზრუნველყოფილ იქნეს ბათუმში პროგრამით გათვალისწინებული ობიექტების მომზადება/მოწესრიგება.
(პასუხ:გ. ერმაკოვი,რ. ქორიძე)
10. სტუმრებს, საქართველოში ვიზიტის განმავლობაში, მუდმივად თან ახლავს დიპ-ტურის სიმბოლიკით აღჭურვილ უნიფორმაში გამოწყობილი ინგლისურენოვანი გიდები, საჭირო რაოდენობით.
(პასუხ:გ. ჩოგოვაძე)
11. სტუმრების სამედიცინო მომსახურება დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. სტუმრებს,მატარებლით მგზავრობის განმავლობაში, თან ახლავს პირველადი დახმარების მედიკამენტებითა და მოწყობილობებით აღჭურვილი სამედიცინო ეკიპაჟი. ავტოტრანსპორტით გადაადგილებებისას, სტუმრებს მუდმივად თან ახლავს რეანიმობილი (წარწერებისა და ლოგოების გარეშე). უზრუნველყოფილ იქნეს თითო-თითოსაავადმყოფოს მზადყოფნა თბილისსა და ბათუმში. გაიხსნას სამედიცინო ოთახი სასტუმროებში-„რედისონი“ თბილისსა და ბათუმში.
(პასუხ:დ. სერგეენკო)
12. უზრუნველყოფილ იქნეს გიდებისა და სტუმრების აღჭურვა პერსონალური გახმოვანების აპარატურით. აპარატურის, ვიზიტის განმავლობაში, მომსახურება და გამართვა.
(პასუხ:გ. ჩოგოვაძე)
13. უზრუნველყოფილ იქნეს სტუმრებისათვის პროგრამის მიხედვით ერთჯერადი მოხმარების საწვიმრები, კლიმატური პირობების გათვალისწინებით.
(პასუხ:გ. ჩოგოვაძე)
14. უზრუნველყოფილ იქნეს ბეჭდური მასალის დიზაინის შემუშავება და დამზადება:
ა) სპეციალური მატარებლის სამახსოვრო ბილეთი;
ბ) მატარებელზე მისაკრავი ბანერები;
გ) ავტოტრანსპორტზე მისაკრავი ბანერები, ნომრებითურთ;
დ) ბოტანიკურ ბაღში პიკნიკ-ლანჩის მოსაწვევი ბარათები კონვერტითურთ;
ე) ელჩებისათვის გადასაცემ საინფორმაციო პაკეტში ჩასადები ინფორმაციები (პრომო-მასალა) ქვეყნის შესახებ;
(პასუხ:გ. ჩოგოვაძე)
ვ) საინფორმაციო-შემეცნებითი ჟურნალი;
ზ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სახელით გამართული მიღების მოსაწვევი ბარათები კონვერტებითურთ;
თ) ვიზიტის პროგრამის ბროშურა;
ი) პლასტიკური სამკერდე ნიშნები (ბეიჯები), წარწერიანი ზონრებითურთ;
(პასუხ:თ. ბერუჩაშვილი)
კ) ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით გამართული ლანჩის მოსაწვევი ბარათები კონვერტებითურთ;
(პასუხ:გ. ერმაკოვი)
ლ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით გამართული ვახშმის მოსაწვევი ბარათები კონვერტითურთ.
(პასუხ:რ. ქორიძე)
15. უზრუნველყოფილ იქნეს ელჩებისათვის დიპ-ტურის ლოგოიანი საინფორმაციო პაკეტის მომზადება და გადაცემა, რომელშიც განთავსებულია:
ა) საინფორმაციო-შემეცნებითი ჟურნალი;
ბ) ვიზიტის პროგრამის ბროშურა;
გ) ელჩის სამკერდე ნიშანი ზონრითურთ;
დ) მოსაწვევები ყველა ლანჩსა და ვახშამზე;
ე) მატარებლის სამახსოვრო ბილეთი;
ვ) პრომო-მასალა საქართველოს შესახებ.
(პასუხ:თ. ბერუჩაშვილი)
16. უზრუნველყოფილ იქნეს სამახსოვრო საჩუქრების მომზადება სტუმრებისთვის გადასაცემად (ელჩსა და მეუღლეზე - ერთი პაკეტი). საჩუქრები განთავსებულია დიპ-ტურის ლოგოიან ჩანთაში.
(პასუხ:თ. ბერუჩაშვილი)
17.23 მაისს, 20.00-21.30 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართება მიღება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სახელით. ეთხოვოს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მიღების ჩატარებისათვის დარბაზისა და ატრიბუტიკის გამოყოფა და შესაბამისი სამსახურების მზადყოფნა. უზრუნველყოფილ იქნეს მიღების გახმოვანება და გაფორმება.
(პასუხ: თ. ბერუჩაშვილი,გ. ალიბეგაშვილი)
18. 23 მაისს, 20.30 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ბათუმში სტუმრობისას, სტუმრები გადაიღებენ ერთობლივ სამახსოვრო სურათებს. უზრუნველყოფილ იქნეს ფოტოალბომების დამზადება, ვიზიტის დასასრულს სტუმრებისთვის გადასაცემად.
(პასუხ:თ. ბერუჩაშვილი)
19. 24 მაისს, 09.00-09.30 საათზე, სტუმრები დაათვალიერებენ საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიას ხურვალეთში.
(პასუხ:ვ. გომელაური)
20.24 მაისს, 10.00 საათზე, სტუმრები გორიდან ბათუმში გაემგზავრებიან სპეციალური მატარებლით. უზრუნველყოფილ იქნეს მგზავრობისას სტუმრების საკვებითა და სასმელებით გამასპინძლება და გიდების მომსახურება.
(პასუხ: მ. ბახტაძე, გ. ჩოგოვაძე)
21. 24 მაისს, 15.30-16.15 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმში“გაიმართება კონფერენცია/პრეზენტაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით. უზრუნველყოფილ იქნეს დარბაზის გახმოვანება.
(პასუხ:გ. კვირიკაშვილი,ო. დანელია,გ. ჩოგოვაძე,რ. ქორიძე)
22. კონფერენცია/პრეზენტაცია ძირითადად ორიენტირებული იქნება საქართველოს საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენაზე. დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოსამზადებელი მასალების კოორდინაცია ჩართულ უწყებებთან.
(პასუხ:ქ. ბოჭორიშვილი)
23. 24 მაისს, 17.00-17.50 საათზე, გაიმართება სტუმრების მიერ სარფის სასაზღვრო გამტარი პუნქტის დათვალიერება.
(პასუხ:ვ. გომელაური,ნ. ხადური)
24. 24 მაისს, 18.15-18.45 საათზე, გაიმართება სტუმრების მიერ გონიოს ციხე
-სიმაგრის დათვალიერება. უზრუნველყოფილ იქნეს გიდების მომსახურება და თეატრალური წარმოდგენა (7-9 წთ). უზრუნველყოფილ იქნეს გახმოვანება, განათება და ტერიტორიის მოწყობა.
(პასუხ: რ. ქორიძე,კ. კანდელაკი,გ. ერმაკოვი,გ. ჩოგოვაძე)
25. 24 მაისს, 20.30-22.00 საათზე, უზრუნველყოფილ იქნეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით, ვახშმის გამართვა ბათუმის პიაცაზე ღია ცის ქვეშ. ვახშმის დროს, უზრუნველყოფილ იქნეს მუსიკალური პროგრამა ადგილობრივი ჯგუფების შესრულებით. უზრუნველყოფილ იქნეს გახმოვანება მუსიკალური პროგრამისათვის. ცუდი ამინდის შემთხვევაში, შემუშავებულ იქნეს ალტერნატიული ვარიანტი რესტორან „მეგრულ-ლაზურში“.
(პასუხ:რ. ქორიძე)
26.24 მაისს, 22.00-22.45 საათზე, უზრუნველყოფილ იქნეს ღამის ბათუმის დათვალიერება გიდის თანხლებით (ევროპის მოედანი, ანბანური კოშკი, ალი და ნინო).
(პასუხ:გ. ერმაკოვი,რ. ქორიძე,გ. ჩოგოვაძე,დ. ბალაძე)
27. 25 მაისს, 09.30-10.00 საათზე, უზრუნველყოფილ იქნეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის, ბათუმის ბაზის ნავმისადგომის დათვალიერება.
(პასუხ:ვ. გომელაური)
28. 25 მაისს, 10.30-11.30 საათზე, უზრუნველყოფილ იქნეს ბათუმის ბოტანიკური ბაღის დათვალიერება გიდის თანხლებით. მიღებულ იქნეს შესაბამისი ზომები ცუდი ამინდის შემთხვევაში.
(პასუხ:რ. ქორიძე,გ. ერმაკოვი,გ. ჩოგოვაძე)
29. 25 მაისს, 11.30-13.00 საათზე, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში უზრუნველყოფილ იქნეს ღია ცის ქვეშ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სახელით, პიკნიკ-ლანჩის მოწყობა ქართული კერძების მასტერ-კლასის წარმოდგენით. პიკნიკ-ლანჩის დროს, გაიმართოს მსუბუქი კონცერტი. უზრუნველყოფილ იქნეს გახმოვანება. მიღებულ იქნეს შესაბამისი ზომები ცუდი ამინდის შემთხვევაში.
(პასუხ:გ. ჩოგოვაძე,კ. კანდელაკი,რ. ქორიძე,გ. ერმაკოვი)
30. 25 მაისს, 13.30 საათზე, სტუმრები ბათუმიდან თბილისში გაემგზავრებიან სპეციალური მატარებლით. უზრუნველყოფილ იქნეს მგზავრობისას სტუმრების საკვებითა და სასმელებით გამასპინძლება და გიდების მომსახურება.
(პასუხ:მ. ბახტაძე,გ. ჩოგოვაძე)
31.25 მაისს, 18.00-20.30 საათზე, უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს რკინიგზის სახელით, ღვინის დეგუსტაცია და ვახშამი მცხეთაში, რესტორან „გუჯარში“. ვახშმის დროს უზრუნველყოფილ იქნეს მუსიკალური გაფორმება.
(პასუხ:მ. ბახტაძე)
32. 25 მაისს, 20.30 საათზე, სტუმრები მცხეთიდან თბილისში გაემგზავრებიან მიკროავტობუსებით.
(პასუხ:გ. ჩოგოვაძე)
33. 26 მაისს, უზრუნველყოფილ იქნეს სტუმრების დასწრება საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელით გამართულ საზეიმო მიღებაზე.
(პასუხ:მ. ცქიტიშვილი)