საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად ჩასატარებელი ტენდერის ფარგლებში, მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №119
2017 წლის 26 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად ჩასატარებელი ტენდერის ფარგლებში, მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად ჩასატარებელი ტენდერის ფარგლებში, პრეტენდენტების მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადებების შერჩევის, განხილვის, შეფასებისა და გამარჯვებული პრეტენდენტის გამოსავლენად რეკომენდაციების/დასკვნების წარდგენისა და მასთან დაკავშირებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა „ფრაისვოთერჰაუსკუპერს ცენტრალური აზია და კავკასია ბი. ვი-ს ფილიალისგან საქართველოში“ განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი