საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №67
2017 წლის 24 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ახალი ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბების, მასთან დაკავშირებული პროცესებისა და საჯარო სამსახურში რესურსების ოპტიმიზაციის განსახორციელებლად საჭირო საკონსულტაციო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს შპს „სინერჯი ჯგუფისგან“ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი