საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ, გარემოსდაცვითი გეომონაცემების სისტემის დანერგვის მიზნით,ტექნიკური დავალების დოკუმენტის შექმნის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№141
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.023030
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/02/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №141

2017 წლის 2 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ, გარემოსდაცვითი გეომონაცემების სისტემის დანერგვის მიზნით, ტექნიკური დავალების დოკუმენტის შექმნის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, გარემოსდაცვითი გეომონაცემების სისტემის განვითარების მიზნით, ტექნიკური დავალების დოკუმენტის შექმნის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსგან განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში.

პრემიერ-მინისტრი  გიორგი კვირიკაშვილი