ტყიბულის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას და სარგებლობით უფლების გადაცემისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების ფორმის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმისა და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფორმის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.05.2015
ძალის დაკარგვა 03.05.2018
გამომცემი ორგანო ტყიბულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.125.016161
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/05/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ კუბლაშვილი | ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ტყიბულის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას და სარგებლობით უფლების გადაცემისას საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმისა და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფორმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 27.04.2018
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ტყიბულის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 26.10.2010
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას და სარგებლობით უფლების გადაცემისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების ფორმის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმისა და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფორმის დამტკიცების შესახებ
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №15
2015 წლის 25 მაისი
ქ. ტყიბული
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას და სარგებლობით უფლების გადაცემისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების ფორმის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმისა და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფორმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას უპირობო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ფორმა დანართი №1 შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას პირობებიან აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ფორმა დანართი №2 შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ფორმა დანართი №3 შესაბამისად.
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმა დანართი №4 შესაბამისად.
მუხლი 5🔗
დამტკიცდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას აუქციონში მონაწილის ბილეთის ფორმა დანართი №5 შესაბამისად.
მუხლი 6🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ტყიბულის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპიური ფორმის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ოქტომბრის №16 დადგენილება.
მუხლი 7🔗
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 8🔗
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობის შესაბამისად.ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ კუბლაშვილი
დანართი №1
ტყიბულის მუნიციპალიტეტი
უპირობო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი
(ტიპური ფორმა)
„------“ „------------------“ 20 წ. ქ. ტყიბული
(რიცხვი, თვე, წელი)
ეს ოქმი გაიცა ______________________________________________________________________
___________________________________________________________________________________

(აუქციონში გამარჯვებული (მყიდველი) ფიზიკური პირის სახელი, გვარი / იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი და მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები)
მასზედ, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 მარტის №7 დადგენილების შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის ქონების
_____________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
(ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები საჯარო რეესტრიდან)
ქონების საწყისი ფასი ----------------------- (-------------------------------------------------------) (ციფრებით) (სიტყვიერად)
პრივატიზების მიზნით ტყიბულის მუნიციპალიტეტის ქონების სააუქციონო კომისიის 20---- წლის „----“ „----------------------“
მოწყობილ უპირობო აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული ფასის
------------------------------ (-------------------------------------------------------)
(ციფრებით) (სიტყვიერად)
საფუძველზე ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში - მყიდველი) და მას „ტყიბულის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლების გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 მარტის №7 დადგენილების შესაბამისად, ოქმით ნაკისრი ვალდებულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
(ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები საჯარო რეესტრიდან, მათ შორის ინფორმაცია ქონების დატვირთვის თაობაზე)
ქონება (შემდგომში - ქონება).
1. მყიდველი ვალდებულია აუქციონზე შეძენილი ქონების საფასური (სრული ღირებულების თანხა) გადაიხადოს აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში შემდეგ საბანკო ანგარიშზე
__________________________________________________________________________ .
2. მყიდველს გადახდილი ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას.
3. მყიდველს უფლება არა აქვს საკუთრების დადასტურებამდე განკარგოს, დააგირაოს, იპოთეკით ან/და სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული ქონება.
4. თუ მყიდველი დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ქონების ღირებულების სრულ თანხას, აუქციონის შედეგები უქმდება და მყიდველს არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე და შეტანილი ბე უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდება.
5. მყიდველის მიერ ღირებულების სრული თანხის დადგენილ ვადაში გადახდის შემდეგ მასზე გაიცემა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.
6. ტყიბულის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის სრულად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემისა და შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ.
7. ოქმიდან წარმოქმნილი სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
8. ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე 4 (ოთხი) თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად. 2 (ორი) რჩება გამყიდველს, ხოლო 2 (ორი) გადაეცემა მყიდველს.
9. მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ოქმის შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს ამ ოქმს.
10. ოქმს, რომელიც გამყიდველთან რჩება, თან ერთვის:
ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
ბ) იმ შემთხვევაში თუ მყიდველი იურიდიული პირია - ქონების შემძენის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში - უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;
გ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით - წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე:
----------------------- /---------------------------------------------/
(ხელმოწერა) (სახელი და გვარი)
ბ.ა.
აუქციონში გამარჯვებული პირი (მყიდველი):
----------------------- /---------------------------------------------/
(ხელმოწერა) (სახელი და გვარი)
ბ.ა.
დანართი №2
ტყიბულის მუნიციპალიტეტი
პირობებიანი აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი
(ტიპური ფორმა)
„------“ „------------------“ 20 წ. ქ. ტყიბული
(რიცხვი, თვე, წელი)
ეს ოქმი გაიცა ___________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
(აუქციონში გამარჯვებული (მყიდველი) ფიზიკური პირის სახელი, გვარი / იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი და მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები)
მასზედ, რომ „ტყიბულის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლების გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 მარტის №7 დადგენილების შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის ქონების
_____________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
(ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები საჯარო რეესტრიდან)
ქონების საწყისი ფასი ----------------------- (-------------------------------------------------------)
(ციფრებით) (სიტყვიერად)
პრივატიზების მიზნით ტყიბულის მუნიციპალიტეტის ქონების სააუქციონო კომისიის 20---- წლის „----“ „----------------------“
მოწყობილ პირობიან აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული ფასის
------------------------- (-------------------------------------------------------)
(ციფრებით) (სიტყვიერად)
საფუძველზე ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში - მყიდველი) და მას „ტყიბულის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლების გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 მარტის №7 დადგენილების შესაბამისად, ოქმით ნაკისრი ვალდებულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული
__________________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________________
(ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები საჯარო რეესტრიდან, მათ შორის ინფორმაცია ქონების დატვირთვის თაობა)
ქონება (შემდგომში - ქონება).
1. მყიდველი ვადებულია აუქციონზე შეძენილი ქონების საფასური:
----------------------- (----------------------------------------------)
(ციფრებით) (სიტყვიერად)
გადაიხადოს: --------------------------------------------------------------------------------------- ვადაში
(აუქციონის პირობებით გათვალისწინებული ვადა)
შემდეგ საბანკო ანგარიშზე : -------------------------------------------------------------------------------
2. მყიდველს გადახდილი ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას.
3. მყიდველი ვალდებულია დაიცვას, დათქმულ ვადაში და ჯეროვნად შეასრულოს შემდეგი პირობები:
ა) ______________________________________________________________________________________
ბ) ______________________________________________________________________________________
გ) ______________________________________________________________________________________
დ) ______________________________________________________________________________________
ე) _______________________________________________________________________________________
ვ) _______________________________________________________________________________________
ზ) ______________________________________________________________________________________
4. მყიდველს გადაცემულ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე გამყიდველთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი. ამასთან იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
5. გამყიდველის მიერ მყიდველზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ოქმის მოქმედების პერიოდში, მყიდველის მიერ გადაცემული ქონების გასხვისების შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმით. ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს გამყიდველს.
6. ოქმით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამყიდველის მიერ მათი დადასტურების შემდეგ.
7. ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ოქმით სააუქციონო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:
ა) სრული ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ) მყიდველის მიერ ოქმის სხვა პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულების 0,05%-ს.
8. ოქმით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდველის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების გაუქმების საფუძვლად.
9. აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ საბოლოო თანხის ამავე აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში გამყიდველის მიერ აუქციონის შედეგები განიხილება გაუქმების საფუძვლად და გამარჯვებულ პირს არ ეძლევა საკუთრების უფლება ქონებაზე, არ უბრუნდება შეტანილი „ბე“ უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია და გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება.
10. ტყიბულის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის სრულად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. იმ შემთხვევაში, როცა მყიდველმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მყიდველს საკუთრების უფლება ეძლევა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით.
11. მყიდველი ვალდებულია ოქმით ნაკისრი ვალდებულებები საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდეგ აგრეთვე დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში.
12. მყიდველს „ბე“ უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.
13. ოქმიდან წარმოშობილი სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
14. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი არის ტყიბულის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს დაპირება, რომელიც შედგენილია ქართულ ენაზე 4 (ოთხი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად. 2 რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს.
15. მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ოქმის შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს ამ ოქმს.
16. ოქმს, რომელიც გამყიდველთან რჩება, თან ერთვის:
ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი იურიდიული პირია - ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკოერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;
გ) იმ შემთხვევაში თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით - წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
სააუქციონო კომისიის თავჯდომარე:
__________________ /______________________________________________/
(ხელმოწერა) (სახელი, გვარი)
ბ.ა.
აუქციონში გამარჯვებული პირი (მყიდველი):
__________________ /______________________________________________/
(ხელმოწერა) (სახელი, გვარი)
ბ.ა.
დანართი №3
ტყიბულის მუნიციპალიტეტი
ქონების სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი
(ტიპური ფორმა)
„------“ „------------------“ 20 წ. ქ. ტყიბული
(რიცხვი, თვე, წელი)
ეს ოქმი გაიცა ________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
(აუქციონში გამარჯვებული (მყიდველი) ფიზიკური პირის სახელი, გვარი / იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი და მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი და საიდენთიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები)
მასზედ, რომ „ტყიბულის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლების გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 მარტის №7 დადგენილების შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის ქონების
_______________________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________________
(ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები საჯარო რეესტრიდან)
ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის საწყისი ფასი:
___________________________ (_____________________________________________________)
(ციფრებით) (სიტყვიერად)
სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სააუქციონო კომისიის მიერ 20 _ _ წლის ______ ______________________
მოწყობილ აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული ფასის
___________________________ (_____________________________________________________)
(ციფრებით) (სიტყვიერად)
საფუძველზე ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში - მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები) და მას „ტყიბულის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლების გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 მარტის №7 დადგენილების შესაბამისად, ოქმით ნაკისრი ვალდებულების პირობით, _______ წლის ვადით სარგებლობაში გადაეცა ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული
_________________________________________________________________________________________
(ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები საჯარო რეესტრიდან/მათ შორის ინფორმაცია ქონების დატვირთვის თაობა)
ქონება (შემდგომში - ქონება).
1. მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები ვალდებულია, ოქმის საფუძველზე 30 კალენდარული დღის ვადაში, აუქციონატორთან გააფორმოს სარგებლობის ხელშეკრულება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს შეტანილი „ბე“ უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო წლის გადასახდელი ქირის ოდენობაში.
3. მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები ვალდებულია მისთვის გადაცემული ქონების გამოყენებისას დაიცვას აუქციონის ან/და სარგებლობის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები, სარგებლობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მათი შესრულების მიმდინარეობის შესახებ, მოთხოვნისთანავე, წარუდგინოს ინფორმაცია ტყიბულის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს. სარგებლობის ხელშეკრულებით მხარეთა მიერ შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს ინფორმაციის წარდგენის სხვა ვადა.
4. მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს უფლება არა აქვს, მუნიციპალიტეტის სარგებლობის უფლებით მიღებული ქონება, სარგებლობის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, სარგებლობის უფლებით გადასცეს (მათ შორის გააქირაოს, იჯარის ან თხოვების ფორმით გადასცეს) ან სხვაგვარად დატვირთოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან შეუთანხმებლად. ამასთანავე, იგი პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტისაგან მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
5. სარგებლობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს ეძლევა წერილობითი გაფრთხილება, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება სარგებლობის ხელშეკრულებით, სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:
ა) ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში - გადაუხდელი ქირის 0,1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ) მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღების მიერ პირდაპირი განკარგვის წესით, ან/და სხვა სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება სარგებლობის ხელშეკრულებით.
6. სარგებლობის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის განმეორებით გამოვლენის შემთხვევაში ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მიიჩნევა სარგებლობის ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად ტყიბულის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ.მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს არ უბრუნდება გადახდილი თანხა და არ აუნაზღაურდება მის მიერ გაწეული სხვა ხარჯები.
სააუქციონო კომისიის თავჯდომარე:
__________________ /______________________________________________/
(ხელმოწერა) (სახელი, გვარი)
ბ.ა.
აუქციონში გამარჯვებული პირი (მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები):
__________________ /______________________________________________/
(ხელმოწერა) (სახელი, გვარი)
ბ.ა.
დანართი №4
ტყიბულის მუნიციპალიტეტი
ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №______
(ტიპური ფორმა)
ეძლევა _______________________________________________
(მესაკუთრე, მისი მისამართი და საიდენტიფიკაციო მონაცემები)
მასზედ, რომ მას გადაეცა საკუთრებაში
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
(ქონების დასახელება და სარეგისტრაციო მონაცემები)
რომელიც მდებარეობს ________________________________________________________________
(ადგილმდებარეობა)
საფუძველი: ელექტრონულ/საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი №_____
(თარიღი _____ __________________ 20 __ წელი) და ნასყიდობის ხელშეკრულება (თარიღი _____ ____________________ 20 __ წელი)
შესყიდული ქონების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები ________________________________________________________________________
გაცემულია 20 __ წლის _____ ____________________ .
მოწმობა შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად. ორი გადაეცემა მყიდველს, რომელიც ერთ ეგზემპლარს წარუდგენს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს, ხოლო მეორე ინახება მოწმობის გამცემ ორგანოში.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი
დანართი №5
ა უ ქ ც ი ო ნ შ ი მ ო ნ ა წ ი ლ ი ს ბ ი ლ ე თ ი №______
აუქციონატორის დასახელელბა -----------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------
მონაწილე -----------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი)
საპრივატიზაციო ან სარგებლობის უფლებით გადასაცემი ქონების დასახელება
---------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------
საჯარო აუქციონის ჩატარების დრო, საათი, მისამართი
ბილეთის ფასი --------------------------- --------------------------
(ციფრებით) (სიტყვიერად)
ლოტის № ________
ბ.ა.