ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქ.სიანში საინვესტიციო და სავაჭრო ფორუმზე საქართველოს დელეგაციის მონაწილეობასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№953
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.019151
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/05/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №953    

2015   წლის  15  მაისი 

ქ. თბილისი

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქ. სიანში საინვესტიციო და სავაჭრო ფორუმზე საქართველოს დელეგაციის მონაწილეობასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე

1.  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის პროექტისა და საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის  კულტურულ-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების მიზნით,  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქ. სიანში საინვესტიციო და სავაჭრო ფორუმზე საქართველოს დელეგაციის მონაწილეობასთან დაკავშირებული, მათ შორის, დელეგაციის, ასევე დელეგაციის თანმხლები პირების (მათ შორის, თარჯიმანთა და ჟურნალისტთა) მგზავრობის, საგამოფენო პროდუქციის, ბანერებისა და სარეკლამო მასალის, აგრეთვე ფოლკლორული ანსამბლის ტრანსპორტირების მიზნით ჩარტერული რეისის მომსახურების, ასევე დელეგაციის თანმხლები პირებისთვის (მათ შორის, თარჯიმანთა და ჟურნალისტთა) და მომღერალთა ანსამბლის წევრების მომსახურებისა და საცხოვრებელი ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ამ განკარგულების მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული სახსრებით.

2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში განსაზღვრული სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − ღვინის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ − საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს სახსრებით,  მათთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, თანაბარწილად, გარდა სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ განსახორციელებელი თანადაფინანსებისა.

3. სს „საპარტნიორო ფონდმა“ უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვის ღირებულების თანადაფინანსება, შესყიდვის მთლიანი ღირებულების 1/3-ის ოდენობით, საკუთარი სახსრებიდან, სსიპ − საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიმართვის საფუძველზე.

4. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის  მე-12 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკავშირებით არ გავრცელდეს ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებითა და 21-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                      ირაკლი   ღარიბაშვილი