შპს „ინ-სის“ მიერ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სისტემაში არსებული სსიპ − ქ. თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობის ფასადსა და ცენტრალურ შესასვლელზე განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების (კოლონების კონსტრუქციები) სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ინფორმაციის მოწონების თაობაზე
მიღების თარიღი 15.05.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №967
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019123
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/05/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.05.2015 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გასატარებელ რიგ ღონისძიებათა შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებისა და შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მიერ დაბა გუდაურსა და დაბა ბაკურიანში, „დიდველში“ სამთო ველო ბილიკების (ველო პარკის) მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისა და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარის სახეობის ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
შპს „ინ-სის“ მიერ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სისტემაში არსებული სსიპ − ქ. თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობის ფასადსა და ცენტრალურ შესასვლელზე განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების (კოლონების კონსტრუქციები) სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ინფორმაციის მოწონების თაობაზე
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
span.MsoEndnoteReference {vertical-align:super;}
p.MsoEndnoteText, li.MsoEndnoteText, div.MsoEndnoteText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
span.CommentTextChar { }
span.BalloonTextChar { }
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
span.EndnoteTextChar { }
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
span.PlainTextChar { }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:62.95pt 56.7pt 62.95pt 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №967
2015 წლის 15 მაისი
ქ. თბილისი
შპს „ინ-სის“ მიერ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სისტემაში არსებული სსიპ − ქ. თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობის ფასადსა და ცენტრალურ შესასვლელზე განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების (კოლონების კონსტრუქციები) სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ინფორმაციის მოწონების თაობაზე
1. მოწონებულ იქნეს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის წინაშე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დასმული საკითხი, შპს „ინ-სის“ მიერ სსიპ − ქ. თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობის ფასადსა და ცენტრალურ შესასვლელზე განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ, ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
2. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სისტემაში არსებულ სსიპ − ქ. თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს მიენიჭოს უფლებამოსილება, შპს „ინ-სისთან“ გაფორმებული შეთანხმების აქტის საფუძველზე, სახელმწიფოს სახელით, უსასყიდლოდ მიიღოს საკუთრებაში შპს „ინ-სის“ მიერ სსიპ − ქ. თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობის ფასადსა და ცენტრალურ შესასვლელზე განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოები.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
დანართი
შპს „ინ-სის“ მიერ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სისტემაში არსებული სსიპ − ქ. თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობის ფასადსა და ცენტრალურ შესასვლელზე განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების (კოლონების კონსტრუქციები) სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის პირობები
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) მიერ, შპს „ინ-სის“ მოთხოვნის საფუძველზე, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის (შემდგომში − კომისია) წინაშე დაისვა საკითხი შპს „ინ-სის“ მიერ სსიპ − ქ. თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობის ფასადსა და ცენტრალურ შესასვლელზე განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე.
კომისიამ განიხილა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ:
1. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სისტემაში არსებული სსიპ − ქ. თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრსა და შპს „ინ-სის“ შორის გაფორმდება შეთანხმების აქტი, რომლის საფუძველზე, თეატრს უსასყიდლოდ გადაეცემა მის შენობასა და ფასადზე განხორციელებული 2 014 555,63 (ორი მილიონ თოთხმეტი ათას ხუთას ორმოცდათხუთმეტი ლარი და სამოცდასამი თეთრი) ლარის ღირებულების (თანახმად სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 28 თებერვლის №000681113 დასკვნისა) სარეაბილიტაციო სამუშაოები (მათ შორის, დადგმული კოლონების კონსტრუქციები).
2. ამასთან, კომისიის სხდომაზე გამართული მსჯელობის გათვალისწინებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ და თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ მიზანშეწონილად მიიჩნიეს, გამოცხადებულიყო საპროექტო/არქიტექტურული კონკურსი სსიპ − ქ. თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ფასადისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის კონცეფციის შემუშავების მიზნით, რომელიც შემდგომში საფუძვლად დაედება შესაბამისი მშენებლობის/რეკონსტრუქციის პროექტის დამუშავებას.
3. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო საკუთარი ასიგნებებიდან უზრუნველყოფს:
ა) სსიპ − ქ. თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ფასადისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის კონცეფციის შემუშავების მიზნით, საპროექტო/ არქიტექტურული კონკურსის გამოცხადებას;
ბ) სარეაბილიტაციო სამუშაოების (მათ შორის, კოლონების კონსტრუქციების) დემონტაჟს (სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 23 თებერვლის №001044415 დასკვნის თანახმად, დემონტაჟის ღირებულება წარმოადგენს 120 902,83 (ას ოცი ათას ცხრაას ორი ლარი და ოთხმოცდასამი თეთრი) ლარს), თუ კონკურსში გამოვლენილი საუკეთესო პროექტის განხორციელება გამოიწვევს ამის აუცილებლობას.
4. ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების დასრულების შემდეგ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და თელავის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფენ საპროექტო/არქიტექტურული კონკურსის საფუძველზე გამოვლენილი საუკეთესო პროექტის საქართველოს მთავრობისათვის წარდგენასა და შესაბამისი ფინანსური რესურსების მოძიების საკითხის განხილვას.