საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1171
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.019250
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/06/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1171

2015 წლის 4 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსგამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოსსაავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათაშესახებ

1. „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 9 მუხლის მე- 2 პუნქტის „ა“ქვეპუნქტის, „საქართველოს საავტომობილო გზების საგზაო სამუშაოების კლასიფიკაციისტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10ივლისის №172 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს საავტომობილო გზების საგზაოსამუშაოების კლასიფიკაციის ტექნიკური რეგლამენტის მე- 14 მუხლის საფუძველზე,საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი)საავტომობილო გზის 136-ე კმ- ზე საბაჟო- გამშვები პუნქტის „ყაზბეგის“ მიმდებარედ, მოსალოდნელი სტიქიური და სხვა ფორსმაჟორული მოვლენების შედეგების პრევენციის მიზნით,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაშიარსებულმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - საქართველოს საავტომობილო გზებისდეპარტამენტმა (შემდგომში - დეპარტამენტი) 2015 წელს უზრუნველყოს:

ა) საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციისსაზღვარი) საავტომობილო გზის 136-ე კმ- ზე საბაჟო- გამშვები პუნქტის „ყაზბეგის“ მიმდებარედ, „საევაკუაციო ნაგებობების“ მოწყობის სამუშაოების და მათთან დაკავშირებული საპროექტო დასაზედამხედველო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა;

ბ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ამ  პუნქტი ს „ა“ ქვეპუნქტი თგათვალისწინებული სამუშაოების და მათთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველომომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით,„სახელმწიფოშესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ქვეპუნქტისშესაბამისად;

გ) ამ განკარგულების პირველი პუნქტი ს „ა“ ქვეპუნქტი თ გათვალისწინებული სამუშაოებისა და მათთანდაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა,  „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დეპარტამენტისათვის „გზების მშენებლობისა და მოვლა-შენახვის“მუხლით (პროგრამული კოდი - 25 02 02) განსაზღვრული ასიგნებებიდან;

დ) ამ განკარგულების პირველი პუნქტი ს „ა“ ქვეპუნქტი თ გათვალისწინებული სამუშაოებისგანხორციელება პროექტირების პარალელურ რეჟიმში, ეტაპობრივად შეთანხმებულისაპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად;

ე) წინადადების წარდგენა იმ უწყების განსაზღვრისათვის, რომელსაც „საევაკუაციო ნაგებობები“გადაეცემა ამგანკარგულების პირველი პუნქტი ს „ა“ ქვეპუნქტი თ გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდგომ.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტი ს „ა“ ქვეპუნქტი თ გათვალისწინებული „საევაკუაციო ნაგებობების“მოწყობის მიზნით, საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული „საევაკუაციო ნაგებობების“ადგილმდებარეობისა და მისი საევაკუაციო პარამეტრების შეთანხმება უზრუნველყოსსაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.06.2015.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“?
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 04.06.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1171. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.019250.
სად არის „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.06.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“, №1171, 04.06.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019250 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.06.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2871952/