თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.05.2015
ძალის დაკარგვა 03.01.2018
გამომცემი ორგანო თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №30
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.163.016269
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/05/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 821 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.05.2015 მიღება
03.01.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა გიორგობიანი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №30 2015 წლის 27 მაისი ქ. თელავი თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის (შემდგომ ტექსტში -თელავის მუნიციპალიტეტი) გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის,  სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა   სამსახურის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 11 აგვისტოს №5 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება  ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა გიორგობიანი დანართი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის,  სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის  დებულება მუხლი 1🔗. კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის,  სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური 1. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის,  სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (შემდგომში ,,სამსახური“) არის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. 2. ეს დებულება განსაზღვრავს სამსახურის  დანიშნულებას, მართვის ორგანიზებას, ამოცანებს და უფლება-მოვალეობებს. 3. სამსახური თავის საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ,,კულტურის შესახებ“  ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ და  „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონებით,  სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით. 4.  სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით  დადგენილი წესით. 5. სამსახური ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ უფლებებს და მოვალეობებს. მუხლი 2🔗. სამსახურის  ფუნქციები და ამოცანები 1.  სამსახურის  ფუნქციები და ამოცანებია: ა) მუნიციპალიტეტის მასობრივი კულტურული ღონისძიებების წლიური გეგმების შემუშავება; ბ) კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების გამოვლენა, აღრიცხვა  და მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა; გ)  საერთაშორისო და ადგილობრივი კულტურული ღონისძიებების  ჩატარება; დ) კულტურის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა; ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია და საგანმანათლებლო - სააღმზრდელო პროცესის ხელშეწყობა. ვ) მოსახლეობის სპორტულ - გამაჯანსაღებელი პროგრამების  შემუშავება და მისი შესრულების ხელშეწყობა; ზ) მუნიციპალიტეტის მასობრივი სპორტული ღონისძიებების წლიური გეგმების შემუშავება; თ) საერთაშორისო და ადგილობრივი სპორტული ღონისძიებების  ჩატარების კოორდინირება; ი)  სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა; კ)  სპორტული ღონისძიებების ორგანიზება; ლ) შემოქმედებითი ჯგუფების პოპულარიზაცია; მ)  სპორტული ღონისძიებების წლიური პროგრამების შემუშავება; ნ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 3🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახურს აქვს შემდეგი განყოფილებები: ა)  კულტურის, განათლების და ძეგლთა დაცვის განყოფილება; ბ) სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება. 2. კულტურის, განათლების და ძეგლთა დაცვის განყოფილების ფუნქციებია: ა) მუნიციპალიტეტის მასობრივი კულტურული ღონისძიებების წლიური გეგმების შემუშავება; ბ) კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების გამოვლენა, აღრიცხვა  და მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა; გ)  საერთაშორისო და ადგილობრივი კულტურული ღონისძიებების  ჩატარება; დ) კულტურის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა; ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესის ხელშეწყობა. 3. სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ფუნქციებია: ა) მუნიციპალიტეტის მასობრივი სპორტული ღონისძიებების წლიური გეგმების შემუშავება; ბ) საერთაშორისო და ადგილობრივი სპორტული ღონისძიებების  ჩატარების კოორდინირება; გ)  სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა; დ)  სპორტული ღონისძიებების ორგანიზება; ე) შემოქმედებითი ჯგუფების პოპულარიზაცია; ვ)  სპორტული ღონისძიებების წლიური პროგრამების შემუშავება. მუხლი 4🔗. სამსახურის მართვა-ორგანიზება 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და  ათავისუფლებს გამგებელი. 2.  სამსახურის უფროსი გამგეობის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს. 3. სამსახურის უფროსი   კანონმდებლობით დადგენილი წესით: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავ ს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია გამგებლის წინაშე დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულებაზე; ბ) იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; გ) წარუდგენს გამგებელს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეებს შორის,  აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და რეკომენდაციებს; ე) ზედამხედველობას უწევს სამსახურის სპეციალისტების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებას; ვ) პერიოდულად წარუდგენს გამგებელს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ზ) ახორციელებს გამგეობაში მომზადებული სამართლებრივი აქტებისა და ოფიციალური დოკუმენტების ვიზირებას; თ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 5🔗. სამსახურის განყოფილების უფროსი 1. სამსახურის განყოფილების უფროსს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი. 2. განყოფილების უფროსი ზედამხედველობას უწევს განყოფილების მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; 3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლისა და სამსახურის უფროსის წინაშე; 4. ასრულებს გამგებლისა და სამსახურის უფროსის მიერ დაკისრებულ სხვა დავალებებს. მუხლი 6🔗. სამსახურის მოსამსახურე 1. სამსახურის მოსამსახურეს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. მოსამსახურე პასუხისმგებელია გამგებლის, სამსახურის უფროსის და განყოფილების უფროსის წინაშე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე. 3. მოსამსახურე უშუალო ხელმძღვანელს წარუდგენს ინფორმაციას მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულების შესახებ. 4.  მოსამსახურე ვალდებულია: ა) დაიცვას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, გამგეობის შინაგანაწესით და ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი; ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულოს უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები; გ)   შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვას საიდუმლოების რეჟიმი; დ)    შეასრულოს დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები; ე) გაუფრთხილდეს მის სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო - საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.            მუხლი 7🔗. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების  შეტანის, რეორგანიზაცის და ლიკვიდაციის წესი სამსახურის დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თელავის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს მიერ.