ქალაქ ხობის ტერიტორიაზე ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასებით დაბინძურების რეგულირების შესახებ

მიღების თარიღი 29.05.2015
გამომცემი ორგანო ხობის მუნიციპალიტეტი
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.106.016169
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/06/2015
matsne.gov.ge 221 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დაბა ჩხოროწყუს ტერიტორიაზე ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასებით დაბინძურების რეგულირების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 03.08.2015 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების – ძაღლის და კატის ყოლის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 84% 04.04.2018 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 82% 25.02.2026 მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის, აგრეთვე ძაღლის ან/და კატის ყოფნის/ყოლის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 82% 14.09.2018 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების ყოლის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 81% 23.02.2022

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ხობის ტერიტორიაზე ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასებით დაბინძურების რეგულირების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №20 2015 წლის 29 მაისი ქ. ხობი ქალაქ ხობის ტერიტორიაზე ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასებით დაბინძურების რეგულირების შესახებ საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 33-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 განისაზღვროს ქალაქ ხობში დასახლებული ტერიტორიები, სადაც ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასებით ტერიტორიის დაბინძურებისთვის კანონით დადგენილია სანქციები: ა) ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდინარე ხობის წყლის ხიდიდან, ცოტნე დადიანისა და  რუსთაველის ქუჩების გადაკვეთამდე არსებული პარკ-ხეივნებისა და ტროტუარების ტერიტორია; ბ) სტალინის ქუჩაზე ბაზრისა და ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან  სტალინისა და რუსთაველის ქუჩების გადაკვეთამდე არსებული მოედნებისა და ტროტუარების ტერიტორია; გ) 9 აპრილის ქუჩაზე არსებული ტროტუარების ტერიტორია; დ) კოსტავას ქუჩაზე არსებული ტროტუარების ტერიტორია; ე) ბერიას ქუჩიდან აღმაშენებლისა და კოსტავას ქუჩების გადაკვეთამდე არსებული ტროტუარების ტერიტორია. ვ) ჭყონდიდელის ქუჩაზე არსებული ტროტუარებისა და 9 აპრილის პარკ-ხეივნის მიმდებარე  ტერიტორია. მუხლი 2🔗 პირველი მუხლით განსაზღვრული დასახლებული ტერიტორიის ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასებით დაბინძურება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. მუხლი 3🔗 ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობით ფეკალური მასებით დაბინძურებისას გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მეპატრონეს, თუ იგი დაუყოვნებლივ და სრულად დაასუფთავებს ფეკალური მასებით დაბინძურებულ ტერიტორიას.  მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეედიშერ ჯობავა