მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის, აგრეთვე ძაღლის ან/და კატის ყოფნის/ყოლის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №71 |
|
2018 წლის 14 სექტემბერი ქ. მცხეთა |
|
2. წინამდებარე წესის მოქმედება ვრცელდება იმ პირებზე, რომელთაც საკუთრებაში ან/და მფლობელობაში ჰყავთ შინაური ცხოველი.
3. წესის მიზანია მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის იერსახის, სისუფთავის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, ურბანულ გარემოში ადამიანისა და შინაური ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო და საიმედო გარემოს შექმნა.
2. აკრძალულია მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ პარკში, სკვერში ან საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებსა და ქალაქ მცხეთის ქუჩებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის,როგორც უმეთვალყურეოდ, აგრეთვე მეთვალყურეობის ქვეშ გაშვება, ასევე ძაღლის საბმელის, ალიკაპის გარეშე ყოლა.
3. შინაური ცხოველის მესაკუთრე/მფლობელი ვალდებულია:
ა) წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი იყოლიოს იზოლირებულ ტერიტორიაზე (საკუთრებაში ან/და საგებლობაში არსებული უძრავი ქონება), ან/და იზოლირებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ -მეთვალყურეობის ქვეშ (გარდა ამ მუხლის მე-4-5 პუნქტებით დადგენილი გამონაკლისისა), ისე რომ ხელი არ შეეშალოს აღნიშნული წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას;
ბ) არ დაუშვას წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის გარეშე გაშვება, მათ შორის საავტომობილო გზებსა და ტროტუარებზე, აგრეთვე მათი დატოვება/მიტოვება;
გ) არ დაუშვას მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ პარკში, სკვერში ან საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებსა და ქალაქ მცხეთის ქუჩებში შინაური ცხოველის მიერ მწვანე ნარგავების დაზიანება ან/და განადგურება;
დ) პირუტყვის ტრასპორტირებისას დაიცვას უსაფრთხოების წესები.
4. ქალაქ მცხეთაში პირუტყვის გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მათი გადაყვანის/გადარეკვის მიზნით, მეთვალყურეობის ქვეშ.
5. ქალაქ მცხეთაში დასაშვებია ცხენის გადაადგილება მხოლოდ კომერციული საქმიანობისათვის შესაბამისი მეთვალყურეობის ქვეშ სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით.
6. ძაღლის მესაკუთრე/მფლობელი ვალდებულია მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძაღლი გაუშვას ალიკაპით/საბმელით, სეირნობისას უზრუნველყოს გარშემომყოფთა უსაფრთხოება და არ დაუშვას ძაღლის უმეთვალყურეოდ დატოვება.
ა) მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ პარკში, სკვერში ან საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებსა და ქალაქ მცხეთის ქუჩებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა, გამოიწვევს პირუტყვის მესაკუთრის/მფლობელის დაჯარიმებას 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
ბ) მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ პარკში, სკვერში ან საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებსა და ქალაქ მცხეთის ქუჩებში მწვანე ნარგავების შინაური ცხოველის მიერ დაზიანება/განადგურება გამოიწვევს ცხოველის მესაკუთრის მფლობელის დაჯარიმებას 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
2. მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძაღლის/კატის ყოლის წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.
3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას და სამართალდარღვევის საქმის განხილვას აწარმოებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური.
4. დაკისრებული ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს მესაკუთრეს (მფლობელს) მიყენებული ზიანის ანაზღურების ვალდებულებისგან.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში, თუ შინაური ცხოველი იმყოფება მეთვალყურეობის გარეშე, ზედამხედველობის სამსახური ადგენს შესაბამის აქტს, რომელსაც უნდა დაერთოს შესაბამისი ფოტომასალა. აქტში აღინიშნება გამოვლენილი ფაქტი, შინაური ცხოველის რაოდენობა და კეთდება მითითება, შინაური ცხოველის სპეციალურ ადგილზე დაუყოვნებლივ იზოლაციის შესახებ, რის შემდგომაც ა(ა)იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური უზრუნველყოფს“ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მდებარე სპეციალურ თავშესაფარში შინაური ცხოველის გადაყვანა-ტრანსპორტირებას. შესაბამისი გარემოებების დადგომამდე, უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს შინაური ცხოველის მოვლა-პატრონობას (მათ შორის – კვებას).
6. სპეციალურ ადგილზე გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯები განისაზღვრება შემდეგნაირად:
ა) გადაყვანა სპეციალურ ადგილზე (1 სულზე) – 50 ლარი;
ბ) დღიური მოვლა-პატრონობა (1 სულზე) – 30 ლარი.
7. გადაყვანისა და დღიური მოვლა-პატრონობის საფასური გაიანგარიშება შინაური ცხოველის სულადობის მიხედვით.
8. შინაური ცხოველის სპეციალურ ადგილზე გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯებს ანაზღაურებს მესაკუთრე/მფლობელი.
2. სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი შინაური ცხოველი მესაკუთრეს/მფლობელს დაუბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება მისი საკუთრების/მფლობელობის უფლება, წინამდებარე წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
3. შინაური ცხოველის დაბრუნების შესახებ დგება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილი წარმომადგენელი და შინაური ცხოველის მესაკუთრე/მფლობელი.
2. აღნიშნულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში დაკისრებული ჯარიმის და პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების უზრუნველსაყოფად ხორციელდება პირუტყვის რეალიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. იმ შემთხვევაში, როდესაც პირუტყვის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა აღემატება დაკისრებული ჯარიმის, სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯებს, ზედმეტი თანხა უბრუნდება პირუტყვის მესაკუთრეს/მფლობელს.
4. ჯარიმა, ასევე შინაური ცხოველის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში.
2. საჩივრის განხილვის პროცესში მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში სამართალდამრღვევი პირის მონაწილეობა სავალდებულოა.
3. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ საჩივრის განხილვის შემდგომ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოში, გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.