ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
|
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №18 |
|
2015 წლის 28 მაისი დაბა ხულო |
|
2. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება.
3. შესაბამისი ორგანიზაცია (შემდგომში – ორგანიზაცია) – ხულოს მუნიციპალიტეტი
4. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში – კომისია) – ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით შესაბამის ორგანიზაციაში შექმნილი კომისია.
2.დაწესებულების ბალანსზე რიცხული ქონების ჩამოწერა ხდება ყოველი წლის ბოლოს ჩატარებული აქტივებისა და ვალდებულებათა ინვენტარიზაციის საფუძველზე, ხოლო ჩამოწერის შედეგები აისახება დაწესებულების წლიურ ბალანსზე. გამონაკლის შემთხვევებში, თუ ამას დაწესებულების ინტერესები მოითხოვს, ქონების ჩამოწერა შეიძლება განხორციელდეს წლის სხვა პერიოდშიც.
2. საინვენტარიზაციო კომისია იქმნება და მისი შემადგენლობა განისაზღვრება ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. კომისია იქმნებ აწელიწადში ერთხელ საანგარიშო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს სამითვის განმავლობაში, აგრეთვე შესაძლებელია კომისია შეიქმნას საჭიროების შემთხვევაშიც.
4. საინვენტარიზაციო კომისია იქმნება შემდეგი შემადგენლობით:
ა) საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარე - რომელიც ხელმძღვანელობს კომისიას;
ბ) საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე - კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ხელმძღვანელობს კომისიას;
გ) საინვენტარიზაციო კომისიის მდივანი- რომელიც ადგენს კომისიის სხდომის ოქმს და პასუხისმგებელია მის სისწორეზე.
დ) საინვენტარიზაციო კომისიის წევრები.
5. საჭიროების შემთხვევაში, დაწესებულების ხელმძღვანელმა კომისიის სრულყოფილად მუშაობის მიზნით უფლებამოსილია მოიწვიოს დარგის კვალიფიციური სპეციალისტებიც. მოწვეულის პეციალისტები არიღებენ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
6. კომისია საკითხს განიხილავს დაგადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე, კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება კონკრეტული საკითხის განხილვისას კომისიის წევრების მიერ გამოთქმული მოსაზრებები და მიღებული გადაწყვეტილებები. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და კომისიის დამსწრე ყველა წევრი.
7. კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ მის სხდომას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობა. ინვენტარიზაციის ჩატარება საინვენტარიზაციო კომისიის წევრთა არასრული შემადგენლობით დაუშვებელია. საინვენტარიზაციო კომისიის არასრული შემადგენლობით ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგები ითვლება ბათილად.
8. კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძვლის არსებობას, ასაბუთებს მისი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ამზადებს ქონების ჩამოწერისათვის საჭიროდოკუმენტაციას:
ა) ინვენტარიზაციის დაწყებამდე ამოწმებს საინვენტარო ბარათების არსებობას, ტექნიკური პასპორტების ან/და სხვა ტექნიკური დოკუმენტაციის არსებობას/მდგომარეობას.
ბ) ადგილმდებარეობისა და მატერიალურად პასუხისმგებელი პირის მიხედვით ახორციელებს არაფინანსური და ფინანსური აქტივების აღრიცხვას.
გ) ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილ ფაქტობრივ ნაშთებს ადარებს სააღრიცხვომონაცემებს.
დ) ორგანიზაციის საბუღალტრო და უფლებამოსილ სამსახურთან ერთად განსაზღვრავს ინვენტარიზაციის შედეგებს.
ე) ინვენტარიზაციის პერიოდში გამოვლენილ დანაკლისის/ზედმეტობის შესახებ, წერილობითი ფორმით წარუდგენს ინფორმაციას ხელმძღვანელობას ბუღალტრულ აღრიცხვის მონაცემებთან შედარების დასრულებისთანავე.
ვ) კომისიის ყველა წევრი ხელს აწერს ინვენტარიზაციის აქტს.
ზ) კომისიის წევრი, რომელიც არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგებს და უარს აცხადებს ინვენტარიზაციის აქტის ხელმოწერაზე, წერილობით წარუდგენს ორგანიზაციის ხელმძღვანელს ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზს, რომელიც თან დაერთვის ინვენტარიზაციის აქტს.
9. აღწერის წინ მატერიალურად პასუხისმგებელი პირი იძლევა ხელწერილს მასზედ, რომ მის პასუხისმგებლობაში არსებული ქონება ბუღალტრული მონაცემების იდენტურია.
10. შედარების უწყისების შედგენამდე ორგანიზაციის ბუღალტერია ამოწმებს ყველა გაანგარიშების სისწორეს, რომელიც მოცემულია საინვენტარიზაციო აღწერილობაში. საინვენტარიზაციო აღწერილობებში შეცდომების გამოვლენის შემთხვევაში შეტანილი ცვლილებები დამოწმებული უნდა იყოს საინვენტარიზაციო კომისიის ყველა წევრის მიერ.
11. ინვენტარიზაციის შედეგების გამოსავლენად ორგანიზაციის ბუღალტერია ადგენს შესაბამის შედარების უწყისებს.
12. იმაქტივებზე, რომლებიც არ არის აღრიცხული საბალანსო ან საცნობარო მუხლებში, დგება შესაბამისი შედარების უწყისი.
13. საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარე განსაზღვრავს კომისიის წევრების ფუნქციებს და პასუხისმგებელია ხულოს მუნიცპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადებში ინვენტარიზაციის ჩატარებასა და წესების დაცვაზე.
14. საინვენტარიზაციო კომისიის წევრებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მათზე დაკისრებული ფუნქციების შეუსრულებლობაზე, ასევე, საინვენტარიზაციო აღწერებში არასწორი მონაცემების შეტანაზე, ორგანიზაციის კუთვნილი მატერიალური ფასეულობების დანაკლისის ან ზედმეტობის დაფარვაზე.
2. ქონების ჩამოწერის აქტი უნდა შეესაბამებოდეს „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №449 ბრძანების მოთხოვნებს.
3. ჩამოსაწერი ქონების აქტში მიეთითება მასალები, რომელიც ექვემდებარება ბალანსში მარაგის სახით ასახვას და შემდგომ გამოყენებას და ქონება, რომლის რაიმე სახით გამოყენება შეუძლებელია.
4. ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია, ექვემდებარება განადგურებას.
5. ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისია ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტს, თანახმად დანართებისა, ახდენს ქონების დასურათებას და განსაზღვრავს ვარგისი ნაწილებისა და ჯართის ოდენობას.
6. სალიკვიდაციო ქონების განსაზღვრის მიზნით საინვენტარიზაციო კომისი ადამატებით ამზადებს ქონების სალიკვიდაციო აქტს თითოეულ ქონებაზე ცალ-ცალკე, თანახმად დანართებისა და ახდენს ქონების დასურათებას.
7. ხულოს მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის აქტი (ძირითადი აქტივების ჩამოწერის აქტი და მცირეფასიანი აქტივების ჩამოსაწერი აქტი), ასევე საჭიროებისას ქონების სალიკვიდაციო აქტი საინვენტარიცაზიო კომისიის მიერ წარედგინება ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელს.
8. ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ღებულობს გადაწყვეტილებას დადგენილი წესითწარდგენილი, ჩამოსაწერი ან/და სალიკვიდაციო ქონები სდამტკიცების შესახებ, რის საფუძველზეც ხორციელდება ქონების ჩამოწერა ან/და ლიკვიდაცია.
9. ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ქონების აქტის, ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტის და ქონების სალიკვიდაციო აქტის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება საინვენტარიზაციო კომისიას.
2. ქონების განადგურებას ახორციელებს საინვენტარიზაციო კომისია.
3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს შესაბამისი ორგანიზაცია.
4. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნით გამოყოფილ ადგილებში.
5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ქონების განადგურების პროცესზე დამსწრე საინვენტარიზაციო კომისიის წევრები.
6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯები ფინანსდება შესაბამისი ორგანიზაციის მიერ.
7.განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია შესაბამისი ორგანიზაცია.
2. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება.
3. შესაბამისი ორგანიზაცია (შემდგომში – ორგანიზაცია) – ხულოს მუნიციპალიტეტი
4. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში – კომისია) – ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით შესაბამის ორგანიზაციაში შექმნილი კომისია.
2. ა(ა)იპ-ის საკუთრებაში ძირითადი აქტივების სახით არსებული მოძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემა, ასევე მცირეფასიანი აქტივების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემა დასაშვებია განხორციელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.
2. ა(ა)იპ-ის ბალანსზე რიცხული ქონების ჩამოწერა ხდება ყოველი წლის ბოლოს ჩატარებული აქტივებისა და ვალდებულებათა ინვენტარიზაციის საფუძველზე, ხოლო ჩამოწერის შედეგები აისახება ა(ა)იპ-ის წლიურ ბალანსზე. გამონაკლის შემთხვევებში, თუ ამას დაწესებულების ინტერესები მოითხოვს, ქონების ჩამოწერა შეიძლება განხორციელდეს წლის სხვა პერიოდშიც.
2. საინვენტარიზაციო კომისია იქმნება და მისი შემადგენლობა განისაზღვრება ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. კომისია იქმნებ აწელიწადში ერთხელ საანგარიშო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს სამითვის განმავლობაში, აგრეთვე შესაძლებელია კომისია შეიქმნას საჭიროების შემთხვევაშიც.
4. საინვენტარიზაციო კომისია იქმნება შემდეგი შემადგენლობით:
ა) საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარე - რომელიც ხელმძღვანელობს კომისიას;
ბ) საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე - კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ხელმძღვანელობს კომისიას;
გ) საინვენტარიზაციო კომისიის მდივანი- რომელიც ადგენს კომისიის სხდომის ოქმს და პასუხისმგებელია მის სისწორეზე.
დ) საინვენტარიზაციო კომისიის წევრები.
5. საჭიროების შემთხვევაში, დაწესებულების ხელმძღვანელმა კომისიის სრულყოფილად მუშაობის მიზნით უფლებამოსილია მოიწვიოს დარგის კვალიფიციური სპეციალისტებიც. მოწვეულის პეციალისტები არიღებენ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
6. კომისია საკითხს განიხილავს დაგადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე, კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება კონკრეტული საკითხის განხილვისას კომისიის წევრების მიერ გამოთქმული მოსაზრებები და მიღებული გადაწყვეტილებები. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და კომისიის დამსწრე ყველა წევრი.
7. კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ მის სხდომას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობა. ინვენტარიზაციის ჩატარება საინვენტარიზაციო კომისიის წევრთა არასრული შემადგენლობით დაუშვებელია. საინვენტარიზაციო კომისიის არასრული შემადგენლობით ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგები ითვლება ბათილად.
8. კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძვლის არსებობას, ასაბუთებს მისი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ამზადებს ქონების ჩამოწერისათვის საჭიროდოკუმენტაციას:
ა) ინვენტარიზაციის დაწყებამდე ამოწმებს საინვენტარო ბარათების არსებობას, ტექნიკური პასპორტების ან/და სხვა ტექნიკური დოკუმენტაციის არსებობას/მდგომარეობას.
ბ) ადგილმდებარეობისა და მატერიალურად პასუხისმგებელი პირის მიხედვით ახორციელებს არაფინანსური და ფინანსური აქტივების აღრიცხვას.
გ) ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილ ფაქტობრივ ნაშთებს ადარებს სააღრიცხვომონაცემებს.
დ) ორგანიზაციის საბუღალტრო და უფლებამოსილ სამსახურთან ერთად განსაზღვრავს ინვენტარიზაციის შედეგებს.
ე) ინვენტარიზაციის პერიოდში გამოვლენილ დანაკლისის/ზედმეტობის შესახებ, წერილობითი ფორმით წარუდგენს ინფორმაციას ხელმძღვანელობას ბუღალტრულ აღრიცხვის მონაცემებთან შედარების დასრულებისთანავე.
ვ) კომისიი სყველა წევრი ხელს აწერს ინვენტარიზაციის აქტს.
ზ) კომისიის წევრი, რომელიც არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგებს და უარს აცხადებს ინვენტარიზაციის აქტის ხელმოწერაზე, წერილობით წარუდგენს ორგანიზაციის ხელმძღვანელს ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზს, რომელიც თან დაერთვის ინვენტარიზაციის აქტს.
9. აღწერის წინ მატერიალურად პასუხისმგებელი პირი იძლევა ხელწერილს მასზედ, რომ მის პასუხისმგებლობაში არსებული ქონება ბუღალტრული მონაცემების იდენტურია.
10. შედარების უწყისების შედგენამდე ორგანიზაციის ბუღალტერია ამოწმებს ყველა გაანგარიშების სისწორეს, რომელიც მოცემულია საინვენტარიზაციო აღწერილობაში. საინვენტარიზაციო აღწერილობებში შეცდომების გამოვლენის შემთხვევაში შეტანილი ცვლილებები დამოწმებული უნდა იყოს საინვენტარიზაციო კომისიის ყველა წევრის მიერ.
11. ინვენტარიზაციის შედეგების გამოსავლენად ორგანიზაციის ბუღალტერია ადგენს შესაბამის შედარების უწყისებს.
12. იმაქტივებზე, რომლებიც არ არის აღრიცხული საბალანსო ან საცნობარო მუხლებში, დგება შესაბამისი შედარების უწყისი.
13. საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარე განსაზღვრავს კომისიის წევრების ფუნქციებს და პასუხისმგებელია ხულოს მუნიცპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადებში ინვენტარიზაციის ჩატარებასა და წესების დაცვაზე.
14. საინვენტარიზაციო კომისიის წევრებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მათზე დაკისრებული ფუნქციების შეუსრულებლობაზე, ასევე, საინვენტარიზაციო აღწერებში არასწორი მონაცემების შეტანაზე, ორგანიზაციის კუთვნილი მატერიალური ფასეულობების დანაკლისის ან ზედმეტობის დაფარვაზე.
2. ქონების ჩამოწერის აქტი უნდა შეესაბამებოდეს „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №449 ბრძანების მოთხოვნებს.
3. ჩამოსაწერი ქონების აქტში მიეთითება მასალები, რომელიც ექვემდებარება ბალანსში მარაგის სახით ასახვას და შემდგომ გამოყენებას და ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია.
4. ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია, ექვემდებარება განადგურებას.
5. ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისია ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტს, თანახმად დანართებისა, ახდენს ქონების დასურათებას და განსაზღვრავს ვარგისი ნაწილებისა და ჯართის ოდენობას.
6. სალიკვიდაციო ქონების განსაზღვრის მიზნით საინვენტარიზაციო კომისია დამატებით ამზადებს ქონების სალიკვიდაციო აქტს თითოეულ ქონებაზე ცალ-ცალკე, თანახმად დანართებისა და ახდენს ქონების დასურათებას.
7. ა(ა)იპ-ის საკუთრებაში არსებული ამორტიზებული და გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერის ან/და ლიკვიდაციის მიზნით საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ან/და სალიკვიდაციო ქონების აქტები წარედგინება ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომლის მიერ, მასალების წარედგენა ხდება ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.
8. ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ღებულობს გადაწყვეტილებას დადგენილი წესით წარდგენილი, ჩამოსაწერი ან/და სალიკვიდაციო ქონების დამტკიცების შესახებ, რის საფუძველზეც ხორციელდება ქონების ჩამოწერა /ლიკვიდაცია.
9. ა(ა)იპ-ის საკუთრებაში არსებული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ქონების აქტის, ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტის და ქონების სალიკვიდაციო აქტის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება საინვენტარიზაციო კომისიას.
2. ქონების განადგურებას ახორციელებს საინვენტარიზაციო კომისია.
3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს შესაბამისი ორგანიზაცია.
4. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნით გამოყოფილ ადგილებში.
5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ქონების განადგურების პროცესზე დამსწრე საინვენტარიზაციო კომისიის წევრები.
6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯები ფინანსდება შესაბამისი ორგანიზაციის მიერ.
7.განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია შესაბამისი დაწესებულება.