ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპიური ფორმის, პირობებით გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ტიპიური ოქმისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების ტიპიური ფორმების დამტიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.05.2015
გამომცემი ორგანო ქობულეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.131.016159
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/06/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.05.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სულხან ოქროპირიძე | ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ ელექტრონულ აუქციონსა და პირობებით გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების, ნასყიდობის ხელშეკრულებების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ თიღვის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირების), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის (ელექტრონული/საჯარო) ფორმით პრივატიზებისას (პირობით/უპირობოდ) ბიჯის სიდიდის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემისას ელექტრონულ აუქციონში (პირობებით/უპირობოდ) გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულების, იჯარის ხელშეკრულების, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, საჯარო აუქციონში მონაწილის განცხადების, რეგისტრაციის ჟურნალის, ბილეთის ფორმების დამტკიცებისა და ბილეთის ფასის განსაზღვრის შესახებ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას და საკუთრების უფლებით გადაცემისას ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების, ნასყიდობისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულებისა და საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპიური ფორმის, პირობებით გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ტიპიური ოქმისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების ტიპიური ფორმების დამტიცების შესახებ
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №10
2015 წლის 29 მაისი
ქ. ქობულეთი
ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპიური ფორმის, პირობებით გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ტიპური ოქმისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების ტიპიური ფორმების დამტიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 120-ე მუხლის, საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის, „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების მე-11 მუხლის საფუძველზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების
დამადასტურებელი ოქმის ტიპურიფორმა დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის პირობებით გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ტიპიური ფორმა დანართი N2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ნასყიდობის ხელშეკრულებების ტიპური ფორმები №3 და №4 დანართების შესაბამისად.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულხან ოქროპირიძე
დანართი №1
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია
ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი
ოქმი № -------
_________ ______ ___________ ქ. ქობულეთი
რიცხვი თვე წელი
წინამდებარე ოქმი (ადმინისტრაციული დაპირება) გაიცა
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
აუქციონში გამარჯვებულის (მყიდველის/მოსარგებლის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/ იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი და მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი და საიდენტიფიკაციო დოკუმენტის მონაცემები;
მასზედ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების და ‘’ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №3 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------
(ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან
ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური
------------------------------ (-----------------------) ლარი
(ციფრებით) (სიტყვიერად)
შემდგომში პრივატიზების ან სარგებლობაში გაცემის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე www.eauction.ge -ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის:
აუქციონის დაწყების თარიღი: 20___ წლის _____ ________________
აუქციონის დამთავრების თარიღი: 20___ წლის _____ ________________
აუქციონის № _____________________________
აუქციონის ლოტის № ______________________________________________
ბიჯის ოდენობა ___________________________________________________
საგარანტიო თანხის ოდენობა_______________________________________
თანახმად ჩატარებულ ელექტრონულ აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული მაღალი ფასის
------------------------------ ( ------------------------------------------)
(ციფრებით) (სიტყვიერად)
საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად და მას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის წლის 30 იანვრის №-3 დადგენილების და წინამდებარე ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობებით საკუთრებაში გადაეცემა
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ქონების დასახელება, მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან/მარეგისტრირებელი ორგანოდან, მათ შორის ინფორმაცია ქონების დატვირთვის ან/და ვალდებულებების თაობაზე,)
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა)
შემდგომში ქონება, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის საფუძველზე, 30 კალენდარული დღის ვადაში, ფორმდება ქობულეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს შორის წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქობულეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს შორის შესაბამისი ხელშეკრულება (შემდგომში სარგებლობის ხელშეკრულება)
მყიდველი ვალდებულია აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი
----------------------------- (-------------------------------) ლარი
(ციფრებით) (სიტყვიერად)
სრულად გადაიხადოს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში, შემდეგ საბანკო ანგარიშის ნომერზე: ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ -----------------------------
- ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ პირს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას;
- ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი /გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ:
ა) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;
ბ) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა, აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში, სრულად არ გადაიხადა მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულება..(ეს პუნქტი არ ვრცელდება ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე.)
-ოქმის მოქმედების პერიოდში შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქობულეთის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების ღირებულების სრულად დაფარვამდე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს ქონება გადაეცემა პირობადებულ საკუთრებაში, ამასთან ქონების შემძენს, საკუთრების უფლების დადასტურებამდე, ქობულეთის მუნიციპალიტეტთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ გადაცემული ქონება საკუთრებაში ან სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს ან უფლებრივად დატვირთოს. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე
-ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, ქონების შემძენზე საკუთრების უფლება გადადის შეძენილი ქონების ღირებულების სრულად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემისსა და შეძენილი ქონების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ;
- თუ მყიდველი უპირობო ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებისას, დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების სრულ ღირებულებას, მას არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქონებაზე, ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდება და გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება.
- წინამდებარე ოქმთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
- ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი არის ქობულეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს დაპირება, რომელიც შედგენილია ქართულ ენაზე
3 (სამი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, ერთი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს (მოსარგებლეს).
- ოქმს, რომელიც გამყიდველთან რჩება, თან ერთვის:
ა) ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი (მოსარგებლე) იურიდიული პირია - მყიდველის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში - უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;
გ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი (მოსარგებლე) მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით -წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
-მყიდველი (მოსარგებლე) ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება წინამდებარე ოქმის შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს მას.
კომისიის თავმჯდომარე აუქციონში გამარჯვებული პირი
(მყიდველი/მესარგებლე) სახელი, გვარი
----------------------------------------------- -------------------------------------------------
ხელმოწერა ხელმოწერა
.
.
დანართი №2
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის პირობებით გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი
ოქმი № -------
_________ ______ ___________ ქ. ქობულეთი
რიცხვი თვე წელი
წინამდებარე ოქმი (ადმინისტრაციული დაპირება) გაიცა
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(აუქციონში გამარჯვებულის (მყიდველის, მოსარგებლის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/იურიდიული პირის ორგანიზაციულ- სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება, პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი, მისამართი და წარმომადგენლის/მინდობილი პირის სახელი, გვარი და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი
. ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------- მასზედ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის ელეტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №3 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან)
საწყისი საპრივატიზებო საფასური
----------- ---------------- (----------------------------) ლარი
(ციფრებით) (სიტყვიერად)
შემდგომში პრივატიზების, ან სარგებლობაში გაცემის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე www.eauction.ge ელექტრონული აუქციონის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციის:
აუქციონის დაწყების თარიღი: 20___ წლის _____ ________________
აუქციონის დამთავრების თარიღი: 20___ წლის _____ ________________
აუქციონის № _____________________________
აუქციონის ლოტის № ______________________________________________
ბიჯის ოდენობა ___________________________________________________
შესაბამისად ჩატარებული აუქციონზე მის მიერ აღებული ვალდებულების, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და შემოთავაზებული ყველაზე მაღალი ფასის:
------------------------------- (-------------------------------------)
(ციფრებით) (სიტყვიერად)
საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად და მას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის № -669 დადგენილების, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის № -3 დადგენილების და წინამდებარე ოქმით ნაკისრი ვალდებულბების შესრულების პირობით საკუთრებაში გადაეცემა:
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ქონების დასახელება, მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან/მარეგისტრირებელი ორგანოდან, მათ შორის, ინფორმაცია ქონების დატვირთვის ან/და ვალდებულებების თაობაზე,) კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა)
მყიდველი ვალდებულია აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი
---------------------------- (-----------------------------------) ლარი
(ციფრებით) (სიტყვიერად)
სრულად გადაიხადოს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან ელექტრონული აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში შემდეგ საბანკო ანგარიშზე:
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
და ჯეროვნად და დადგენილ ვადაში შეასრულოს ელექტრონული აუქციონით გამოცხადებული შემდეგი პირობები: ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ -----------------------------------------------------------------------------------------
- ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ პირს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას;
- ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ:
ა) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;
ბ) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა, აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში, სრულად არ გადაიხადა ქობულეთის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულება;. (ეს პუნქტი არ ვრცელდება სარგებლობის უფლებით გადაცემაზე.)
-ოქმის მოქმედების პერიოდში შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქობულეთის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების სრულად დაფარვამდე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს ქონება გადაეცემა პირობადებულ საკუთრებაში, ამასთან ქონების შემძენს, საკუთრების უფლების დადასტურებამდე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ გადაცემული ქონება საკუთრებაში ან სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს ან უფლებრივად დატვირთოს. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
-შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლება ქონების შემძენს გადაეცემა შეძენილი ქონების სრული ღირებულების ანაზღაურების და ელექტრონული აუქციონის პირობების შესრულების შემდეგ, შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მომენტიდან. (ეს პუნქტი არ ვრცელდება სარგებლობის უფლებით გადაცემაზე.)
- ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, ქონების შემძენზე საკუთრების უფლება გადადის შეძენილი ქონების ღირებულების სრულად გადახდის და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის, ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით და შეძენილი ქონების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ;
- ოქმით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამყიდველის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.
- ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ოქმითა და ხელშეკრულებით, ელექტრონული აუქციონის პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:
ა) ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქონების სრული ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში,გადაუხდელი ქონების სრული ღირებულების 0.1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვენსტიციის 0,1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ) ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე ელექტრონულ აუქციონზე დაფიქსირებული ქონების საბოლოო ფასის 0.05%-ს.
-ოქმისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ განიხილება ელექტრონული აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმების საფუძვლად
-ქონების შემძენი ვალდებულია, შეძენილი ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები (ელექტრონული აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათი შესრულების თაობაზე წარუდგინოს ინფორმაცია ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(მოთხოვნისთანავე/დადგენილ ვადაში)
-- წინამდებარე ოქმთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
-- ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი არის ქობულეთისმუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს დაპირება, რომელიც შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, ერთი გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს.
- ოქმს, რომელიც გამყიდველთან რჩება, თან ერთვის:
ა) ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი იურიდიული პირია - მყიდველის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში - უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;
გ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით - წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
-მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება წინამდებარე ოქმის შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს მას.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ,,მყიდველი’’
ან მის მიერ უფლებამოსილი პირი (სახელი, გვარი)
(სახელი, გვარი)
___________________________________ ---------------------------------------
(ხელმოწერა) (ხელმოწერა)
.
.
დანართი №3
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ნასყიდობის
ხელშეკრულება № -
-------- ----- ----- --------- ქ. ქობულეთი
ხელშეკრულების მხარეები:
წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში - ხელშეკრულება) გაფორმდა, ერთი მხრივ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს ----------- (შემდგომში - ,,გამყიდველი“), და, მეორე მხრივ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს ______________________ (პ/ნ________________), (შემდგომში - ,,მყიდველი”) წარმოდგენილი ______________________ (პ/ნ________________) სახით , მოქმედი-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები)
საფუძველზე, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 120-ე მუხლის მეორე ნაწილის, 20___ წლის ___ _________ №_______ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
მუხლი 1🔗.
ხელშეკრულების საგანი
1. წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში „გამყიდველი“, „მყიდველს“, რომელიც არის ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ 20__ წლის _______________- დან 20__ წლის _____________-მდე ჩატარებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირი, 20___ წლის ___ _________ №_____ „აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის“ საფუძველზე გადასცემს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ
______________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________
(ქონების დასახელება, მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან/მარეგისტრირებელი ორგანოდან, მათ შორის ინფორმაცია ქონების დატვირთვის ან|და ვალდებულებების
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა)
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ქონებას (შემდგომში - „ხელშეკრულების საგანი“).
2. „გამყიდველი“ აცხადებს, რომ „ხელშეკრულების საგანი“ ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლოა და შეესაბამება აუქციონის განაცხადში აღნიშნულ პირობებს, რასაც „მყიდველი“ არ ხდის სადავოდ და წინამდებარე ხელშეკრულებას ხელმოწერით ადასტურებს.
3. „ხელშეკრულების საგანი“ ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისთვის. ნაკლს უთანაბრდება, თუ გამყიდველი გადასცემს ნივთის მხოლოდ ერთ ნაწილს, სულ სხვა ნივთს, მცირე რაოდენობით ან, თუ ნივთის ერთი ნაწილი ნაკლის მქონეა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნაკლი არსებით გავლენას ვერ მოახდენს შესრულებაზე.
4. ამ მუხლის მიზნებისათვის უფლებრივად უნაკლო მდგომარეობის ქვეშ „მხარეები“ გულისხმობენ იმას, რომ მესამე პირს არ შეუძლია წაუყენოს მოთხოვნები ‘’მყიდველს’’ ‘’ხელშეკრულების საგნის’’ გამო
მუხლი 2🔗.
ხელშეკრულების ფასი და ანგარიშსწორების წესი
1. „მყიდველი“ ვალდებულია ელექტრონულ აუქციონზე დაფიქსირებული ქონების საბოლოო საპრივატიზებო თანხა
------------------------------------- (----------------------------------) ლარი
(ციფრებით) (სიტყვიერად)
სრულად გადაიხადოს №_____ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმში განსაზღვრული პირობებით, აუქციონის ჩატარებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში შემდეგ საბანკო ანგარიშზე
________________________________________________________________________________ _________________________________________________________________________________
2. „მყიდველს“ გადახდილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.
3. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი/გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ:
ა) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;
ბ) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა, აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში, სრულად არ გადაიხადა ქობულეთის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულება.
მუხლი 3🔗.
მხარეთა უფლება-მოვალეობები
1. „გამყიდველს“ უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს „მყიდველისგან“ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება;
ბ) წინამდებარე ხელშეკრულების პირობების „მყიდველის“ მიერ უხეშად დარღვევის შემთხვევაში, ასევე სხვა პატივსადები მიზეზების არსებობისას მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა;
გ) „მყიდველის“ მიერ საბოლოო საპრივატიზებო თანხის გადახდისა და მასზე საკუთრების მოწმობის გაცემამდე „ხელშეკრულების საგნის“ გასხვისების, დაგირავების ან/და სხვაგვარად დატვირთვის გამოყენების შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების დაუყონებლივ შეწყვეტა;
დ) ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, საკუთრების მოწმობის გაცემამდე ქონების „მყიდველის“ ბრალეულობით დაზიანების შემთხვევაში, გონივრულ ვადაში „მყიდველს“ მოსთხოვოს გადაცემული ქონების აღდგენა, ზიანის ანაზრაურება, ასევე მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა;
ე) „მყიდველზე“ საკუთრებაში გადასვლამდე ნებისმიერ დროს დაათვალიეროს და შეამოწმოს „ხელშეკრულების საგანი“, მიიღოს მასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
2. „გამყიდველი“ ვალდებულია:
ა) „მყიდველს“ გადასცეს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთი ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით, მაგრამ მყიდველს არ წარმოეშობა უფლებები ნივთის ნაკლის გამო, თუ ხელშეკრულების დადების მომენტში მან იცოდა ამის შესახებ;
ბ) თუ ნივთს აღმოაჩნდება ნაკლი, რომელიც აუქციონის გამოცხადებისა და ხელშეკრულების დადებისას არ ყოფილა „მყიდველისთვის“ ცნობილი, დაუყოვნებლივ გამოასწოროს იგი თავისი ხარჯებით. უმნიშვნელო ნაკლი მხედველობაში არ მიიღება.
3. „მყიდველს“ უფლება აქვს:
ა) მოსთხოვოს „გამყიდველს“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და საბოლოო საპრივატიზებო თანხის გადახდის შემდგომ საკუთრების მოწმობის გონივრულ ვადაში გაცემა;
ბ) გააუმჯობესოს „ხელშეკრულების საგანი“ „გამყიდველის“ თანხმობით საკუთრებაში გადაცემამდე;
4. „მყიდველი“ ვალდებულია:
ა) გადაიხადოს ქონების სრული ღირებულება წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 მუხლით დადგენილი ოდენობით და დაიცვას ამავე მუხლით გაწერილი ანგარიშსწორების წესები;
ბ) საკუთარი სახსრებით დაფაროს ‘’ხელშეკრულების საგნის“’ შესაბამის რეესტრში რეგისტრაციისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტაციისათვის გაწეული საზღაური.
მუხლი 4🔗.
მხარეთა პასუხისმგებლობა და ფორსმაჟორი.
1. მხარეები წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში პასუხს აგებენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მხარეთა პასუხისმგებლობა არ დგება დაუძლეველი ძალის მოქმედების შემთხევაში, თუკი ის პირდაპირ გავლენას ახდენს მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.
3. წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისათვის, „დაუძლეველი ძალის“ ქვეშ მხარეები გულისხმობენ გარემოებებს (სტიქიური უბედურება, ეპიდემია, საომარი მდგომარეობა), რომელთა დადგომა ან/და ზემოქმედება მხარეებს არ შეეძლოთ თავიდან აეცილებინათ.
მუხლი 5🔗.
დამატებითი პირობები და ვალდებულებები
1. „ხელშეკრულების საგნის“ პრივატიზებისას, მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის შეძენილი ქონების ღირებულების სრულად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემისა და შეძენილი ქონების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ.
2. თუ მყიდველი უპირობო ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებისას, დადგენილ ვადებში არ გადაიხდის „ხელშეკრულების საგნის“ სრულ ღირებულებას, მას არ გადაეცემა საკუთრების უფლება „ხელშეკრულების საგანზე“, ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდება და გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება.
3. „ხელშეკრულების საგნის“ ღირებულების სრულად დაფარვამდე, მყიდველს ქონება გადაეცემა პირობადებულ საკუთრებაში, ამასთან მყიდველს, საკუთრების უფლების დადასტურებამდე, გამყიდველთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება „ხელშეკრულების საგანი“ საკუთრებაში ან სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს ან უფლებრივად დატვირთოს. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
მუხლი 6🔗.
ხელშეკრულების შეწყვეტა
1. წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) დადგენილ ვადაში საბოლოო საპრივატიზებო თანხის გადაუხდელობა;
ბ) ხელშეკრულების პირობების დარღვევა;
გ) ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა.
2. ზემოაღნიშნული გარემოებების არსებობისას, „მყიდველს“ „ბეს“ თანხა არ უბრუნდება და ხელშეკრულება უქმდება.
მუხლი 7🔗.
დასკვნითი დებულებები
1. ხელშეკრულება იდება ქართულ ენაზე, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე 3 (სამი) იდენტურ ეგზემპლარად. აქედან, ერთი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს, რომელიც ერთ ეგზემპლარს წარუდგენს ქონების მარეგისტრირებელ ორგანოს.
2. წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სადავო საკითხები წყდება, მოლაპარაკების გზით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება ვერ მოხერხდა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად - საერთო სასამართლოს მეშვეობით.
3. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 ( სამი) წელი.
4. საკითხები, რომლებიც არ არის განსაზღვრული წინამდებარე ხელშეკრულებით, წესრიგდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
5. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეების მიერ ხელმოწერისთანავე.
მუხლი 8🔗.
მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერა
,,გამყიდველი“ ,,მყიდველი’’
ქობულეთის მუნიციპალიტეტი ფიზიკური ან იურიდიული პირი
გ ა მ გ ე ბ ე ლი
(სახელი, გვარი) ( სახელი, გვარი)
----------------------- -------------------
ხელმოწერა ხელმოწერა
დანართი № 4
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ნასყიდობის
ხელშეკრულება № ____
(პირობებით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის საფუძველზე)
------------ ------- -------------
ქ. ქობულეთი
რიცხვი თვე წელი
წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში - ხელშეკრულება) გაფორმდა, ერთი მხრივ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს-------(შემდგომში - ,,გამყიდველი“), და მეორე მხრივ, ქობულეთი მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს ______________________ (პ/ნ________________), (შემდგომში - ,,მყიდველი”) წარმოდგენილი ______________________ (პ/ნ________________) სახით, მოქმედი __________________________________________________________________________________
(უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები)
საფუძველზე, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 120-ე მუხლის მეორე ნაწილის, 20___ წლის ___ _________ №_______ პირობებით გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
მუხლი 1🔗. ხელშეკრულების საგანი
1. წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში „გამყიდველი“, „მყიდველს“, რომელიც არის ქობულეთის მუნიციპალიეტის მიერ 20__ წლის _________________- დან 20__ წლის ______________-მდე ჩატარებულ პირობებით გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირი, 20___ წლის ___ _________ №_______ „პირობებით გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის“ საფუძველზე გადასცემს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ქონების დასახელება, მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან/მარეგისტრირებელი ორგანოდან, მათ შორის ინფორმაცია ქონების დატვირთვის ან|და ვალდებულებების თაობაზე
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა)
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ქონებას (შემდგომში ‘’ხელშეკრულების საგანი“)
2. „ხელშეკრულების საგანი“ მყიდველს გადაეცემა შემდეგი საპრივატიზებო პირობებით: ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3. წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება „გამყიდველის“ მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.
4. „გამყიდველი“ აცხადებს, რომ „ხელშეკრულების საგანი“ ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლოა და შეესაბამება აუქციონის განაცხადში აღნიშნულ პირობებს, რასაც მყიდველი არ ხდის სადავოდ და წინამდებარე ხელშეკრულებას ხელმოწერით ადასტურებს.
5. „ხელშეკრულების საგანი“ ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისთვის. ნაკლს უთანაბრდება, თუ გამყიდველი გადასცემს ნივთის მხოლოდ ერთ ნაწილს, სულ სხვა ნივთს, მცირე რაოდენობით ან|თუ ნივთის ერთი ნაწილი ნაკლის მქონეა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნაკლი არსებით გავლენას ვერ მოახდენს შესრულებაზე.
6. ამ მუხლის მიზნებისათვის უფლებრივად უნაკლო მდგომარეობის ქვეშ „მხარეები“ გულისხმობენ იმას, რომ მესამე პირს არ შეუძლია წაუყენოს მოთხოვნები ‘’მყიდველს’’ ხელშეკრულების საგნის გამო.
მუხლი 2🔗. ხელშეკრულების ფასი და ანგარიშსწორების წესი
1. „მყიდველი“ ვალდებულია პირობებით გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონზე დაფიქსირებული ქონების საბოლოო საპრივატიზებო თანხა
----------------------------------- (--------------------------------------------) ლარი
(ციფრებით) (სიტყვიერად)
ხელშეკრულების გაფორმებიდან ელექტრონული აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(გადახდის ვადა)
სრულად გადაიხადოს შემდეგ საბანკო ანგარიშზე:. „მყიდველს“ გადახდილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას;
2. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და „მყიდველის“ მიერ წარდგენილი/გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია|ბე სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ ‘’მყიდველმა’’
ა) ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;
ბ) აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში, სრულად არ გადაიხადა ქობულეთის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულება და არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი საპრივატიზებო პირობები.
მუხლი 3🔗. მხარეთა უფლება-მოვალეობები
1. „გამყიდველს“ უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს „მყიდველისგან“ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება;
ბ)წინამდებარე ხელშეკრულების პირობების „მყიდველის“ მიერ უხეშად დარღვევის შემთხვევაში, ასევე სხვა პატივსადები მიზეზების არსებობისას მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა;
გ) „მყიდველის“ მიერ საბოლოო საპრივატიზებო თანხის გადახდისა და მასზე საკუთრების მოწმობის გაცემამდე ,,ხელშეკრულების საგნის“ გასხვისების, დაგირავების ან/და სხვაგვარად დატვირთვის გამოყენების შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
დ) ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, საკუთრების მოწმობის გაცემამდე ქონების „მყიდველის“ ბრალეულობით დაზიანების შემთხვევაში, გონივრულ ვადაში „მყიდველს“ მოსთხოვოს გადაცემული ქონების აღდგენა, ზიანის ანაზღაურება, ასევე მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა.
ე) „მყიდველზე“ საკუთრებაში გადასვლამდე „გამყიდველს“ უფლება აქვს ნებისმიერ დროს დაათვალიეროს და შეამოწმოს ‘’ხელშეკრულების საგანი“, მიიღოს მასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
2. „გამყიდველი “ ვალდებულია:
ა) „მყიდველს“ გადასცეს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთი ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით, მაგრამ მყიდველს არ წარმოეშობა უფლებები ნივთის ნაკლის გამო, თუ ხელშეკრულების დადების მომენტში მან იცოდა ამის შესახებ.
ბ) თუ ნივთს აღმოაჩნდება ნაკლი, რომელიც აუქციონის გამოცხადებისა და ხელშეკრულების დადებისას არ ყოფილა „მყიდველისთვის“ ცნობილი, დაუყოვნებლივ გამოასწოროს იგი თავისი ხარჯებით. უმნიშვნელო ნაკლი მხედველობაში არ მიიღება.
3. „მყიდველს“ უფლება აქვს:
ა) მოსთხოვოს „გამყიდველს“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და საბოლოო საპრივატიზებო თანხის გადახდის შემდგომ საკუთრების მოწმობის გონივრულ ვადაში გაცემა;
ბ) გააუმჯობესოს „ხელშეკრულების საგანი“ „გამყიდველის“ თანხმობით საკუთრებაში გადაცემამდე;
4. „მყიდველი“ ვალდებულია:
ა) გადაიხადოს ქონების სრული ღირებულება წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 მუხლით დადგენილი ოდენობით და დაიცვას ამავე მუხლით გაწერილი ანგარიშსწორების წესები;
ბ) შეასრულოს ყველა საპრივატიზებო პირობა დადგენილ ვადაში;
გ)საკუთარი სახსრებით დაფაროს „ხელშეკრულების საგნის“ შესაბამის რეესტრში რეგისტრაციისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენისათვის გაწეული საზღაური;
დ) საკუთრების უფლების გადაცემის შემდეგ, წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, „მყიდველის“ მიერ „ხელშეკრულების საგნის“ გასხვისების შემთხვევაში, „მყიდველი“ ვალდებულია, ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებულ იყო პირობებით გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმითა და წინამდებარე ხელშეკრულებით. „მყიდველის“ მიერ „ხელშეკრულების საგნის“ გასხვისების შესახებ ინფორმაცია წერილობით უნდა ეცნობოს გამყიდველს.
ე) მყიდველი ვალდებულია, „ხელშეკრულების საგნის“ შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები (ელექტრონული აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათი შესრულების თაობაზე წარუდგინოს ინფორმაცია გამყიდველს
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
(მოთხოვნისთანავე/დადგენილ ვადაში)
მუხლი 4🔗. მხარეთა პასუხისმგებლობა და ფორსმაჟორი
1. მხარეები წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში პასუხს აგებენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, „მყიდველი“ იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ოქმითა და ხელშეკრულებით, ელექტრონული აუქციონის პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:
ა)„ხელშეკრულების საგნის“ სრული ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი ქონების სრული ღირებულების 0.1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვენსტიციის 0.1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ) „მყიდველის“ მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე ელექტრონულ აუქციონზე დაფიქსირებული ქონების საბოლოო ფასის 0.05%-ს.
3. ოქმისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდველის მიერ განიხილება პირობებით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმების საფუძვლად.
4. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მხარეთა პასუხისმგებლობა არ დგება დაუძლეველი ძალის მოქმედების შემთხევაში, თუკი ის პირდაპირ გავლენას ახდენს მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე;
5. წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისათვის, „დაუძლეველი ძალის“ ქვეშ მხარეები გულისხმობენ გარემოებებს (სტიქიური უბედურება, ეპიდემია, საომარი მდგომარეობა), რომელთა დადგომა ან/და ზემოქმედება მხარეებს არ შეეძლოთ თავიდან აეცილებინათ.
მუხლი 5🔗 . დამატებითი პირობები და ვალდებულებები
1.„ხელშეკრულების საგანზე“ საკუთრების უფლება „მყიდველს“ გადაეცემა შეძენილი ქონების სრული ღირებულების ანაზღაურების და ელექტრონული აუქციონის პირობების შესრულების შემდეგ, შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მომენტიდან. „ხელშეკრულების საგნის“ პრივატიზებისას, მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის შეძენილი ქონების ღირებულების სრულად გადახდის და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის, ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით და შეძენილი ქონების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ;
3. წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამყიდველის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.
4. „ხელშეკრულების საგნის“ ღირებულების სრულად დაფარვამდე, მყიდველს ქონება გადაეცემა პირობადებულ საკუთრებაში, ამასთან მყიდველს, საკუთრების უფლების დადასტურებამდე, გამყიდველთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება ხელშეკრულების საგანი საკუთრებაში ან სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს ან უფლებრივად დატვირთოს. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა- პატრონობასა და დაცვაზე.
მუხლი 6🔗. ხელშეკრულების შეწყვეტა
1. წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) დადგენილ ვადაში საბოლოო საპრივატიზებო თანხის გადაუხდელობა;
ბ) ხელშეკრულების პირობების დარღვევა;
გ) ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა.
2. ზემოაღნიშნული გარემოებების არსებობისას, „მყიდველს“ „ბეს“ თანხა არ უბრუნდება და ხელშეკრულება უქმდება.
მუხლი 7🔗. დასკვნითი დებულებები
1. ხელშეკრულება იდება ქართულ ენაზე, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე 3 (სამი) იდენტურ ეგზემპლარად. აქედან, ერთი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს, რომელიც ერთ ეგზემპლარს წარუდგენს ქონების მარეგისტრირებელ ორგანოს.
2. წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სადავო საკითხები წყდება, მოლაპარაკების გზით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება ვერ მოხერხდა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად - საერთო სასამართლოს მეშვეობით.
3.ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 ( სამი) წელი.
4. საკითხები, რომლებიც არ არის განსაზღვრული წინამდებარე ხელშეკრულებით, წესრიგდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
5. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეების მიერ ხელმოწერისთანავე.
მუხლი 8🔗. მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერა
,,გამყიდველი“ ,,მყიდველი”
ქობულეთის მუნიციპალიტეტი ფიზიკური ან იურიდიული პირი
გ ა მ გ ე ბ ე ლი
( სახელი, გვარი ) (სახელი, გვარი)
----------------------- -------------------
ხელმოწერა ხელმოწერა
.
.