„ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №45 |
|
2015 წლის 1 ივნისი ქ. ახმეტა |
1) ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:
„მუხლი 31. გამგეობის საქმისწარმოება
1. გამგეობაში ხორციელდება ელექტრონული საქმისწარმოება.
2. ელექტრონული დოკუმენტბრუნვა გამგეობაში ხორციელდება „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №64 დადგენილების შესაბამისად.
3. გამგეობაში ელექტრონული დოკუმენტბრუნვა ხორციელდება სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული პროგრამის მეშვეობით.
4. გამგეობის საქმისწარმოებაში გამოყენებული ელექტრონული დოკუმენტების სახეები, მათი გაფორმების სტანდარტები განისაზღვრება სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული დოკუმენტბრუნვის პროგრამით, აგრეთვე ავტომატიზებული ელექტრონული პროგრამით: „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემა“.
5. გამგეობის ელექტრონულ საქმისწარმოებას დადგენილი სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური.“
2) ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ა) საქმისწარმოების განყოფილება;“
3) გამგეობის დებულების 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 28. გამგეობის დოკუმენტები და მათი გაფორმების სტანდარტები
1.გამგეობაში ადმინისტრაციული წარმოებისას გამოყენებული დოკუმენტების სახეები და მათი გაფორმების სტანდარტები განისაზღვრება ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებში საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების და ტაბელის დამტკიცების შესახებ'' ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 აპრილის №10 დადგენილებით.
2. გამგეობის საქმის წარმოებაში გამოყენებული დოკუმენტების სახეებისა და მათი გაფორმების სტანდარტების შესაბამისობას ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებში საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების და ტაბელის'' მოთხოვნებთან უზრუნველყოფს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილება.”
4) ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 42-ე მუხლი:
,,მუხლი 42. ელექტრონული საქმისწარმოება
1. გამგეობის დებულების 31 მუხლით განსაზღვრული ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვის მიზნით ადმინისტრაციულმა სამსახურმა უზრუნველყოს:
ა) სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის დანერგვა 2015 წლის 31 დეკემბრამდე;
ბ) ავტომატიზებული პროგრამის „მუნიციპალური მართვის სისტემის“ დანერგვა 2016 წლის 30 აპრილამდე;
გ) გამგეობის მოხელეთა სწავლება ელექტრონული საქმისწარმოების ავტომატიზებული პროგრამების ეფექტიანი გამოყენების მიზნით;
2. ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვამდე გამგეობის საქმისწარმოება დასაშვებია დადგენილი წესით ქაღალდზე შესრულებული ბეჭდური დოკუმენტების მეშვეობით, დოკუმენტბრუნვის არსებული სისტემის შესაბამისად.”
|