,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№46
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.162.016331
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/06/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №46

2015 წლის 1 ივნისი

ქ. ახმეტა

 

,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №27 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/08/2014, 010250020.35.162.0162244) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,ა) საქმისწარმოების განყოფილება;“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 4. საქმისწარმოების განყოფილების ფუნქციები

საქმისწარმოების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას;

ბ) შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და ინდექსაციას;

გ) მოქალაქეთა მისაღების მეშვეობით, ,,ერთი ფანჯრის’’ პრინციპის დაცვით, მოქალაქეთა მომსახურებას;

დ) დოკუმენტის გადაცემას შემსრულებლისათვის;

ე) დავალებების სათანადო გაფორმებას;

ვ) დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას;

ზ)  გასული დოკუმენტების გაგზავნას;

თ) საქმეთა მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად;

ი) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას;

კ)  ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას;

ლ) საქმისწარმოებაში ქაღალდზე ამობეჭდილ დოკუმენტებზე ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენებას;

მ) თვითმმართველობის მოხელეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე;

ნ) მოქმედი კანონმდებლობით, ,,სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 2 თებერვლის №64 დადგენილებით, ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების  დამტკიცების შესახებ’’ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №26 დადგენილებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.’’.

3. დადგენილებით დამტკიცებულ დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 მუხლი:

,,მუხლი 7. ელექტრონული საქმისწარმოება

1. გამგეობის დებულების 31 მუხლით განსაზღვრული ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვის მიზნით ადმინისტრაციულმა სამსახურმა უზრუნველყოს:

ა) სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს’' ავტომატიზებული დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის დანერგვა 2015 წლის 31 დეკემბრამდე;

ბ) ავტომატიზებული პროგრამის ,,მუნიციპალური მართვის სისტემის’’ დანერგვა 2016 წლის 30 აპრილამდე;

გ) გამგეობის მოხელეთა სწავლება ელექტრონული საქმისწარმოების ავტომატიზებული პროგრამების ეფექტიანი გამოყენების მიზნით;

2. ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვამდე გამგეობის საქმისწარმოება დასაშვებია დადგენილი წესით ქაღალდზე შესრულებული ბეჭდური დოკუმენტების მეშვეობით, დოკუმენტბრუნვის არსებული სისტემის შესაბამისად.’’.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ჯუგაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 01.06.2015.
როდის იქნა მიღებული „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 01.06.2015. მიმღები ორგანო — ახმეტის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №46. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.162.016331.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.06.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №46, 01.06.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.162.016331 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.06.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2857302/