თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება N2/13628-13 (ს.ს. "გუდვილის" კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე)

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/13628-13
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/06/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/13628-13

 

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

 

2015 წლის 28 მაისი

ქ. თბილისი

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

 

განმცხადებლები - 1 - სს ”გუდვილის” რეაბილიტაციის მმართველი გიორგი ჩუმაშვილი

 

 2 - სს ”გუდვილის” კრედიტორები - შპს ,,გაგრა პლუსი’’, შპს ,,შარმ ტრეიდინგი’’, შპს ,,გდ ალკო’’, შპს ,,ჯეოსტარი’’, შპს ,,მზიური’’, შპს ,,ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია’’, შპს ,,ალიანს-საქართველო’’

 

მოთხოვნა - სს ,,გუდვილის’’ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

 

გამოარკვია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია სს ,,გუდვილის’’ გადახდისუუნარობის საქმე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე განცხადებით მომართეს სს ”გუდვილის” რეაბილიტაციის მმართველმა გიორგი ჩუმაშვილმა და სს ”გუდვილის” კრედიტორებმა.

 

სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადებები, საქმის მასალები და მიაჩნია , რომ განმცხადებლების მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს .

 

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, კრედიტორთა კრება იმართება გადახდისუუნარობის საქმის განმხილველ სასამართლოში. კრედიტორთა კრებას ამზადებს და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს მეურვე თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში, ხოლო გაკოტრების ან რეაბილიტაციის პერიოდში – გაკოტრების/რეაბილიტაციის მმართველი. კრედიტორთა კრებას უძღვება მოსამართლე. კრედიტორთა კრების მოწვევისა და მასზე გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ კანონით.

 

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით.

 

d a a d g i n a :

 

1. კრედიტორთა კრება დაინიშნოს 2015 წლის 5 ივნისს, 17:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.  №6) სხდომის დარბაზი №2, შემდეგი დღის წესრიგით:

 

1.1) სს ”გუდვილის” რეაბილიტაციის მმართველის გიორგი ჩუმაშვილის განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ;

 

1.2) სს ,,გუდვილის’’ რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნა;

 

1.3) სხვა კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხილვა.

 

 

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საკანონმდებლო მაცნეში’’ და ვებგვერდზეwww.tcc.gov.ge.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში, კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                                        თამარ ჭუნიაშვილი